Jump to content
×
×
  • Create New...

ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი: აშშ-მ გლობალური ვალუტის სტატუსი უნდა შეინარჩუნოს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Frances-Central-Bank-Digital-Currency-CB

“აშშ-მ დოლარის გლობალური სარეზერვო ვალუტის სტატუსის შესანარჩუნებლად უნდა იბრძოლოს”,- აცხადებს ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი.

ცენტრალური სარეზერვო სისტემის მმართველი ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატები უნდა მოექცეს ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტის განვითარების სათავეში, რათა აშშ-მ დოლარის, როგორც გლობალური სარეზერვო ვალუტის, განმტკიცება მოახერხოს.

განცხადებაში, ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველმა, ლაელ ბრეინარდმა დაადასტურა, რომ სტაბილკოინის პროექტებმა შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გლობალურ ფინანსურ სისტემაზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფედერალური ბანკი ყურადღებას ამახვილებს სტაბილკოინის განვითარების ოთხ მნიშვნელოვან მიმართულებაზე: ციფრული ფულის მზარდი როლი, ციფრული გადასახადების შემოღება, ტრანსასაზღვრო გადარიცხვებში სტაბილკოინის გამოყენება და რისკების შეფასება.

ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ნაღდი ფულიდან ციფრულ ვალუტაზე გადასვლის მიზეზებზე. მან აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიამ დააჩქარა ეს პროცესი.

სარეზერვო სისტემის მმართველმა ასევე დასძინა, რომ ამერიკის შიდა მეურნეობებში ციფრული ვალუტის მოხმარება ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

The post ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი: აშშ-მ გლობალური ვალუტის სტატუსი უნდა შეინარჩუნოს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share