Jump to content
×
×
  • Create New...

რა გარე ფაქტორები მოქმედებს ლარზე


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

მიმდინარე კვირაში ლარი დოლარის მიმართ გამყარდა და 1 დოლარის ფასი 3.34 ლარის ფარგლებშია. რამ განაპირობა ამჯერად ლარის მცირედი გაძლიერება, რა ფაქტორებმა იმოქმედა კურსზე და უნდა ველოდოთ თუ არა ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მომავალში? ამ საკითხებზე Business Feed GalT&Tagart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსს – ევა ბოჭორიშვილს ესაუბრა:

– 2021 წლის დასაწყისიდან ლარის კურსზე რამდენიმე ფაქტორმა იქონია გავლენა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი COVID-19ით ინფიცირების შემთხვევების მატება იყო. წლის დასაწყისში იყო მოლოდინი, რომ ტურიზმის გამოცოცხლება დაიწყებოდა, მაგრამ ინფიცირებულთა რიცხვის ზრდამ ეკონომიკის გახსნა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამან კიდევ უფრო გაამძაფრა უარყოფითი მოლოდინები, რამაც ლარი დაასუსტა.

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ლარზე იმოქმედა, თურქული ლირის გაუფასურება იყო.

რამდენად დიდ გავლენას ახდენს ლირის კურსის ცვლილება ლარზე?

– ყოველთვის, როცა თურქული ლირა უფასურდება, არის მოლოდინი, რომ თურქული პროდუქცია გაიაფდება და წალეკავს ადგილობრივ ბაზარს, მაგრამ ციფრებით ეს არ დასტურდება. ჩვენი დაკვირვება აჩვენებს, რომ ეს დიდ გავლენას არ ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე. შესაძლოა, პროდუქცია სიიაფის გამო სხვა ქვეყნის ნაცვლად თურქეთიდან შემოიტანონ, მაგრამ იმპორტის საბოლოო მაჩვენებელი დიდად არ იცვლება. ანუ ლირის ვარდნა ბაზარზე არასწორ მოლოდინს ქმნის. ეს უარყოფითი მოლოდინი კი წინასწარ აისახება ლარის კურსზე.

ლირა კვლავ აგრძელებს ვარდნას და ეს ალბათ, ისევ ქმნის ლარის კურსის გაუარესების მოლოდინს. თუმცა, ბოლო ერთი კვირაა ლარი მყარდება. ამ შემთხვევაში რამ დააბალანსა თურქული ლირის უარყოფითი გავლენა?  

– უცხოეთიდან გადმორიცხვები პირველ კვარტალში სწრაფი ტემპით გაიზარდა და აპრილის თვეში კიდევ უფრო დიდი მატებაა. განვითარებულ ქვეყნებში განხორციელებულმა ეკონომიკის ფისკალურმა სტიმულირებამ გამოიწვია ის, რომ ემიგრანტების დასაქმება გაგრძელდა. ამ ადამიანებმა ფულადი დახმარებების ნაწილი შემდეგ საქართველოში გადმორიცხეს. ფულადი გზავნილები იზრდება რუსეთიდანაც, რადგან იქ ეკონომიკის გამოცოცხლება შეინიშნება. ველოდებით, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება, რაც დადებითად იმოქმედებს ლარის კურსზე.

ლარიPaqtebi

სწრაფად იზრდებოდა პირველ კვარტალში ექსპორტიც. აპრილში ვნახეთ, რომ ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა. პოზიტიურ განწყობებს იწვევს შეზღუდვების შემსუბუქება, რაც გავლენას ახდენს ლარის კურსზე. არის მოლოდინი, რომ ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენა მოხდება, რაც ლარის გამყარებას მისცემს ბიძგს. 

კურსის დასტაბილურებას ხელი შეუწყო ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა ინტერვენციებმა და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდამ. არის მოლოდინი, რომ ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდება. ესეც პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის და ლარს გამყარებაში ეხმარება.

რამდენად მოქმედებს ლარზე სხვა მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ, აზერბაიჯანსა და სომხეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარება?

– უმნიშვნელო აღმოჩნდა ყარაბაღის კონფლიქტის გავლენა და ის 2020 წელსვე ამოიწურა. დეკემბერში ლარის კურსი უკვე დასტაბილურებული იყო. შემდეგ, ლარის ხელახალი გაუფასურება უკვე პანდემიის შემთხვევების ზრდისა და ლირის კურსის გავლენით დაიწყო.

საქართველოს ეკონომიკაზე ამ მეზობელი ქვეყნების გავლენას ექსპორტისა და შემოსული ვიზიტორების ჭრილში ვაკვირდებით. უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პანდემიის გავლენა, რის გამოც ამ ქვეყნებიდან განსაკუთრებით ვიზიტორების რიცხვმა იკლო. ბოლო პერიოდში შეინიშნება ავტომობილების რეექსპორტის ზრდა აზერბაიჯანში, რაც მნიშვნელოვანი სიგნალია.

რა მოლოდინები გაქვთ ლარის კურსთან დაკავშირებით. გამყარების ტენდენცია გაგრძელდება?

არ გვაქვს მოლოდინი, რომ ტურიზმიდან შემოსავლები პანდემიამდე არსებულ დონეს დაუბრუნდება, მაგრამ ზრდა მომდევნო თვეებში თუ გაგრძელდა, ლარი დოლართან მიმართებაში, შეიძლება 3.25-მდე ან ცოტა მეტადაც გამყარდეს. თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდა და ტურიზმის ზრდა შენელდა, ვფიქრობთ, რომ დოლარის კურსი 3.3-3.5 ლარის ფარგლებში იქნება.

The post რა გარე ფაქტორები მოქმედებს ლარზე appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share