Guest Merlin Posted 24 მაისი, 2021 Posted 24 მაისი, 2021 კრიპტოვალუტის ანალიტიკოსი CryptoWhale Twitter-ის მეშვეობით Binance Smart Chain-ზე მოქმედი პროტოკოლის, DeFi100-ის გუნდის თაღლითობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი განცხადებით, დეველოპერებმა მომხმარებლების 32 მილიონი დოლარის კრიპტოაქტივები მიითვისეს და მიიმალნენ. თუმცა, საიდან დადგინდა ეს კონკრეტული ციფრი უცნობია. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათით ადრე ვებ-გვერდზე DeFi100.org მომხმარებლებისთვის განკუთვნილი შეტყობინება გაჩნდა, რომლის მიხედვით ისინი მოატყუეს და „ვერაფერს იზამდნენ.“გვერდი მალევე გაუქმდა. http://cryptonews.ge/wp-content/uploads/2021/05/defi100.png CoinMarketCap-ის საიტზე ასევე გაჩნდა შეტყობინება, რომ პროექტი შესაძლოა თაღლითური ყოფილიყო. პროექტის მუშაობის შეწყვეტაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ DeFi100-ის ტოკენის (D100) ფასი 25%-ით, 0.8$-მდე დაეცა. იმის გათვალისწინებით, რომ DeFi100-ის ხელმძღვანელობას საჯარო განცხადება არ გაუკეთებია, შესაძლოა პროექტის საიტი გაეტეხათ. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ პროექტის გუნდს მომხმარებლების თანხები ნამდვილად მიეთვისებინათ. გასულ კვირას ჰაკერების თავდასხმა Binance Smart Chain-ზე მოქმედ პროტოკოლ DeFi PancakeBunny-ზე მოხდა. ჰაკერებმა მყისიერი სესხების მეშვეობით 200 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტების მითვისება მოახერხეს. ჰაკერების მსხვერპლი გახდა ასევე პროექტი FinNexus. თავდასხმის შედეგად 7.4 მილიონი დოლარის ტოკენები იქნა გამოშვებული. წყარო: https://bits.media The post პროექტ DeFi100-ის დეველოპერები მომხმარებლების 32 მილიონი დოლარის აქტივებთან ერთად მიიმალნენ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა