Jump to content
×
×
  • Create New...

24 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_760705603-300x200.jpg

მაისის თვეში ციფრული ვალუტების ფასები რყევებს განიცდის. გუშინ, ბიტკოინის ფასი კიდევ ერთხელ შემცირდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 31.200 დოლარამდე დაეცა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტამ ძალების აღდგენა დღეს შეძლო და ფასი კვლავ 36.400 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი მხოლოდ და მხოლოდ 1.20%-ით არის გაუმჯობესებული. ბოლო 7 დღის განმავლობაში კი ფასი თითქმის 19%-ით შემცირდა.

ორშაბათს ბიტკოინის საბაზრო წილი 45.4%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეორე უდიდეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი თითქმის 5%-ით შემცირდა. 24 მაისს, დღის მეორე ნახევარში, ეთერიუმის ფასი 2.280 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 24 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 501 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

The post 24 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share