Jump to content
×
×
  • Create New...

მოღალატე ვარ


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

:lol:

გუშინ ორი ქუთაისლებით გატენილი მანქანა დამადგა თავზე, ნამახვან ჰესის გასაპროტესტებლად ტიპები თბილისში ჩამოვიდნენ, რესპუბლიკის მოედანზე თუ გაიგებენ ეს ღლეები თორემ ისე არაა საშველიო, ეს მხოლოდ ჩემთან და მთელი ჩემი იმერული სამეზობლო და სანათესაო დღეს თბილისშია, მირეკავენ არ მოდიხარო? :scared:

წეღან ჩემი ძმა მეუბნება, ''მეიცა შენ არ მოდიხარ?'' მზერა რომ ვსტყორცნე მიხვდა რომ არა, ესეიიიგიიიი (ამ სიტყვას სპეციფიურად წელავს როცა ჩემ ლანძღვას იწყებს)  რაააც  თბილისში ხარ მთლად გკიდია იმერეთი, წყალსაც წოუღივართ ხო? ტფუო და მიიჯახუნა წინა ეზოს რკინის კარი, კედლებსაც კი შეეშინდათ და ეტკინათ, ნახევარი საათით ადრე ჩაჯდა მანქანაში და იქედან ილანძღებოდა, გამოით მაგის თვალით დანახვაც არ მინდაო რეკავდა გამუდმებით  :lol: არა და ორი კვირა მაინც უწევს მიყუროს, რანაირად გეგმავს თვალითაც არ მნახოს არ ვიცი :lol:

 

აუ ერთი ამათ დაარბევდნენ და გაძყნულები დამადგებოდნენ თავზე რას ვიციინეეეებ :lol:მიძახონ მერე მოღალატე:lol::lol::lol:

:lol:

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@დათვების მეგობარი სხვა რამეზეა თემა ვაფშეტა

ჩლუნგი თბილისელი = ჩლუნგ ქუთაისელს

ჟეშტის ხამი  თბილისელი = ჟეშტის ხამ ქუთაისელს

ასეთები ყრიან ვედრო მანეთად ვაკეშიც და საფიჩხიაზეც :lol:

მახსოვს მეათე კლასში ვიყავი სტატიის გამო ინტერვიუ მჭირდებოდა სტუდენტობისგან და წერეთელთან ვერავინ დავითანხმე ინტერვიუსთვის იმდენ ასეულ კაცში სანამ ტყუილის თმა არ დავიწყე რომ თსუს ჟურნალისტიკის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი და ქუთაისლებს ვიკვლევდი :lol: პროვინციალიზმი ეგ იყო თუ იყო, ეგრევე კერვაზე გადმოდიოდნენ, წიპა ტელეფონის ნომერი და თბილისში სად ცხოვრობ, მერე უკვირთ ქუთაისელი გოგოები თბილისში რომ უფრო კომფორტულად არიან :scared:

 

რაც შეეხება ნამახვანს, უნდა აშენდეს უბრალოდ ბევრი დეტალია გასავლელი და შესასწავლი, ჰესები საჭიროა! 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

არაა კარგი მაგი ამბავი, მოგვარდი ძმასთან

 

 

 

 

მთავარი ეგაა :yeah:

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan

მართლა?

ჩემმა ძმამ რომ კარი მიმიჯახუნოს მგონია ქვეყნის დაქცევა იქნება ;(

 

მეთქი ნერვიულობს :rolf:

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
55 minutes წინ, marguerite said:

@Mulan

მართლა?

ჩემმა ძმამ რომ კარი მიმიჯახუნოს მგონია ქვეყნის დაქცევა იქნება ;(

 

მეთქი ნერვიულობს :rolf:

ფჰჰ

:rolf:

 

ჩვენ ძაან მჩატე და-ძმა ვართ, სულ ვჩხუბობთ, ყველაფერზე. აი საკითხი არაა რაზეც ომი არ გვაქვს. თუ არ ვჩხუბობთ ეი ძაან მოგვენატრა ერთმანეთი და მოიცა ასე 12 სთ  ისევ ატყდება გამიშვი და გამატარე. სულ მაგაზე გვეკაიფება ყველა, თქვენ როგორც ყოველთვის ხო? აჰჰჰა :rolf:

მარკეტში, მაღაზიაში, მოლში, საავადმყოფოში, ქუჩაში, პანაშვიდზე, დასაფლავებებზე,  ქორწილებში, სასაფლაოებზე, აი ადგილია რაა სადაც რამეზე არ ვჩხუბობთ. ჩემ რძალს თავიდან უკვირდა, უტყდებოდა, ბოდიში გვაპატიეთ, ველურები არიან ეგეთი იყო, სამაგიეროდ და-ძმა რომ ვართ ყველაფერზე გვეტყობა. დარწმუნებული ვარ შენი ძმის წინაშე ლიფით და ტრუსებით არ გაიტანტალებ, აი მე კი, ჩემთვის ჰიგიენური საფენებიც უყიდია და ტკივილგამაყუჩებლებიც :rolf: 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   616 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 616 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(3)
    • Chrome(11)
    • Googlebot(1)