Guest Merlin Posted 21 მაისი, 2021 Posted 21 მაისი, 2021 ბანკ JPMorgan-ის ანალიტიკოსების აზრით, კრიპტოვალუტის ბაზრის ბოლოდროინდელმა დაცემამ ინსტიტუციონალური ინვესტორები დააფრთხო და ბევრ მათგანს კრიპტოაქტივებიდან ფული ისევ ოქროში გადააქვს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2021 წლის პირველ კვარტლში ინსტიტუციონალური ინვესტორების ინვესტიციები ბიტკოინში თანდათან მცირდებოდა, აპრილის დასაწყისში კი გადინებაც დაიწყო. „ბიტკოინში ინვესტიციების შემოდინება კლებას განაგრძობს და ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან აქტივის მიმართ ინტერესის დაკარგვაზე მიუთითებს. ბოლო თვის მანძილზე ბიტკოინის ფიუჩერსების ბაზარმა მკვეთრი ლიკვიდაცია განიცადა.“- წერენ JPMorgan-ის ანალიტიკოსები. ამასთან ანალიტიკოსები ბიტკოინის მიმართ ინტერესის შემცირების კონკრეტულ მიზეზებს ვერ ასახელებენ. ერთ-ერთი ყველაზე რეალური მიზეზი ბიტკოინის მაღალი ვოლატილობა შეიძლება იყოს, რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინო ბოლო დღეებში გახდა. კრიპტოვალუტის ბაზრის დაცემა ამ სფეროში ინვესტიციებს ოქროსთან შედარებით ნაკლებად მიმზიდველს ხდის. გარდა ამისა, ბიტკოინის ფასი ოქროსთან შედარებით ბევრად მაღალია, ამიტომ ინვესტორების ნაწილი ბიტკოინებს ყიდის და ოქროს ყიდულობს. ანალიტიკოსები თვლიან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ბიტკოინის კურსი გაიზრდება, მაგრამ უახლოესი პერიოდის განმავლობაში კორექციას განაგრძობს. საინტერესოა ისიც, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის განკუთვნილი სავაჭრო პლატფორმები ბიტკოინის კურსის დაცემის პერიოდში კლიენტების მხრიდან დიდი რაოდენობით ბიტკოინის შეძენას აღნიშნავენ. წყარო: https://bits.media The post JPMorgan:„ინვესტორებს ფული კრიპტოვალუტებიდან ოქროში გადააქვთ“ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა