Guest Merlin Posted 20 მაისი, 2021 Posted 20 მაისი, 2021 ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის თქმით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შექმნის შესახებ კვლევები წინ მიიწევს. მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარემ არაერთხელ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა მისი ცვალებადი ბუნების გამო გადასახადების გადასახდელად მოსახერხებელი არ არის, ის სტაბილკოინის გამოშვების მომხრეა. ”ჩვენი ძირითადი ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რამდენად და როგორ შეიძლება სტაბილკოინი გაუმჯობესდეს: გახდეს უსაფრთხო, ეფექტური და დინამიკური. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია პოტენციური სტაბილკოინი დოლარის ანალოგი გახდეს და არა, მისი ჩამანაცვლებელი. საბოლოოდ, ჩვენ, ველოდებით სტაბილკოინის საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებას”,-განაცხადა ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ. მარტის თვის დასაწყისში ამერიკის ფინანსური მომსახურების კომიტეტის სხდომაზე ჯერომ პაუელმა ერთ-ერთი სპიკერის, პატრიკ მაკჰენრის შეკითხვებს უპასუხა. დირექტორის თქმით, ციფრული დოლარის სახით აშშ–ს წინაშე ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებია წამოჭრილი. ჯერომ პაუელმა თქვა, რომ პროექტთან დაკავშირებით ბევრი შეშფოთება იყო და ფედერალური ბანკი აპირებდა საზოგადოებისათვის დახმარების აღმოჩენას. მან ასევე დასძინა, რომ ციფრული დოლარის შექმნა პრობლემებს სხვა ბიზნესს არ შეუქმნიდა. The post ჯერომ პაუელი: ველოდებით სტაბილკოინის საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებას appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა