Jump to content
×
×
  • Create New...

ტყიბულის მერის მოადგილის ნათესავებს ბიუჯეტიდან 178 ათასზე მეტი მისცეს

Recommended Posts

  • ფორუმელი
ტყიბულის მერის მოადგილის ნათესავებს ბიუჯეტიდან 178 ათასზე მეტი მისცეს admin Wed, 05/19/2021 - 14:18

გიორგი ლომთაძის მერის მოადგილედ დანიშვნამდე, მის ნათესავებს არცერთ ტენდერში არ მიუღიათ მონაწილეობა.

 გიორგი ლომთაძის დანიშვნის შემდეგ ტყიბულის მერია მის ნათესავებს ხელშეკრულებებს ხან სამშენებლო სამუშაოებისთვის უფორმებს, ხან ავტოსატრანსპარტო მომსახურებისთვის, ხან ხის მასალის დახერხვისთვის.

ერთი ნათესავი, 67 წლის ქალბატონი, ინდმეწარმედ 2020 წლის 14 სექტემბერს დარეგისტრირდა, ხოლო აქედან 1.5 თვეში მან ბიუჯეტიდან 59,000 ლარი უტენდეროდ მიიღო.

სხვა ნათესავი ერთადერთი პრეტენდენტია სკვერის მოსაწყობად გამოცხადებულ 77,600 ლარიან ტენდერში, რომელშიც ის დიდი ალბათობით გაიმარჯვებს.

სამსახურის მუნიციპალური ქონებისა და აღრიცხვის განყოფილების უფროსი იყო.

გიორგი ლომთაძეს ჰყავს დედა, 1954 წელს დაბადებული მარინა ბუბაშვილი, რომლის ბიძაშვილი თენგიზ ბუბაშვილი და მისი ოჯახი (შვილი კახი ბუბაშვილი, ცოლი ნანული ლომთაძე) ტყიბულის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც გიორგი ლომთაძემ ტყიბულის მერიაში მაღალ თანამდებობზე დაიწყო მუშაობა, დედამისის ბიძაშვილის ოჯახის წევრებმა ინდმეწარმის სტატუსით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობის თანხები მიიღეს ტენდერებისა და პირდაპირი შესყიდვების გზით. ასე მაგალითად:

თენგიზ ბუბაშვილი ინდ.მეწარმედ 2006 წელს დარეგისტრირდა, თუმცა 2014 წლამდე მას არანაირი აქტივობა არ უფიქსირდებოდა, ხოლო 2014-20 წლებში მან ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან 15,400 ლარი მიიღო. აქედან 5,700 ლარი გამარტივებული შესყიდვის გზით. მისგან მუნიციპალიტეტი ხან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ქირაობდა, ხან ხის მასალას ახერხინებდა, ხან სამშენებლო სამუშაოების მომსახურებას ყიდულობდა.

კახი ბუბაშვილი ინდ.მეწარმედ 2005 წელს დარეგისტრირდა, თუმცა მამამისის მსგავსად, 2014 წლამდე არც მას ჰქონია რაიმე ტიპის აქტივობა. 2014-20 წლებში მან ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 104,248 ლარი მიიღო. მთელი ეს თანხა მას ტყიბულის მუნიციპალიტეტმა პირდაპირი შესყიდვის გზით გადასცა. მსგავსად მამამისა, მუნიციპალიტეტს მასთან ერთი ტიპის მომსახურებაზე არ დაუდია ხელშეკრულებები და მისგან ხან ავტოსატრანსპორტო მომსახურებას ყიდულობდა, ხან სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების და ხან ამწის მომსახურებას. აღსანიშნავია, რომ ტყიბულის კომუნალური გაერთიანების მიერ 2021 წლის 27 აპრილს გამოცხადებულ 77,500 ლარიან ტენდერში, რომლის მიზანიცაა ქალაქ ტიყბულში 9 აპრილის სკვერის რეაბილიტაცია, კახი ბუბაშვილი ერთადერთი პრეტენდენტია, რომელთანაც სავარაუდოდ აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდება და ის ბიუჯეტიდან დამატებით 77,000 ლარს მიიღებს.

67 წლის ნანული ლომთაძე ინდ.მეწარმედ 2020 წლის 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. რეგისტრაციიდან ზუსტად 2 კვირაში ტყიბულის მუნიციპალიტეტმა მასთან 19,400 ლარიანი გამარტივებული შესყიდვა გააფორმა სოფ.მუხურაში გზების მოხრეშვის სამუშაოებისთვის, ხოლო აქედან 1 თვის ვადაში მასთან მეორე გამარტივებული შესყიდვა გაფორმდა 39,500 ლარის ოდენობით რომელიც ასევე გზების მოხრეშვის მომსახურებას ეხებოდა ტყიბულის მუნიციპალიტეტში. მსგავსი სამუშაოების ჩატარების გამოცდილება 67 წლის ნანული ლომთაძეს, ცხადია, არ ჰქონია. აღსანიშნავია ისიც რომ ბიზნესის რეესტრის ამონაწერში მისი როგორც ინდ.მეწარმის საკონტაქტო გრაფაში მითითებულია მისი მეუღლის თენგიზ ბუბაშვილის ელ-ფოსტა, რაც მეტყველებს იმაზე რომ ნანული ლომთაძე მხოლოდ ფორმალურად არის დამოუკიდებელი ინდ.მეწარმე და რეალურად მის სახელს მისი ქმარ-შვილი იყენებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად.

შეჯამება:

გიორგი ლომთაძის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში (2014-21) მისი ნათესავების ოჯახმა ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან ჯამში 178,548 ლარი მიიღო, ხოლო ერთ 77,000 ლარიან ტენდერში მისი ნათესავი ერთადერთი პრეტენდენტია, რომელთანაც სავარაუდოდ აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდება.

აღსანიშნავია რომ მუნიციპალიტეტი ბუბაშვილების ოჯახთან სხვადასხვა მომსახურებაზე აფორმებდა ხელშეკრულებებს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ბუბაშვილების ოჯახის ინდ.მეწარმედ რეგისტრაცია მხოლოდ და მხოლოდ ბიუეჯეტიდან თანხების მიღებას ემსახურება და სამეწარმეო გამოცდილება მათ არ გააჩნიათ. ამ ეჭვს ამყარებს ისიც, რომ მათი ნათესავი მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირია და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების 95% პირდაპირი შესყიდვის გზითაა განხორციელებული.

წყარო:

თენგიზი ბუბაშვილი - 41001008547

ნანული ლომთაძე - 41001008440

კახი ბუბაშვილი - 41001006559

https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge# - ტენდერების საიტი

NAT210007695- ტყიბულში სკვერის 77.500 ლარიანი ტენდერი

https://tkibuli.gov.ge/ge/meris-moadgileebi?person=0 - გიორგი ლომთაძე, ტყიბულის მერის მოადგილე.

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-05/187984534_2956451531296944_8696960049479133728_n.jpegმაისი 2021 2021 Author დავით მჟავანაძე

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Moor said:

:seth:

დარწმუნებული ვარ ეს ეს სასტავი პირსისხლიანი საუზმეზე ბავშვებს ჭამდა ვერსიების ავტორი და მენეჯერია ტყიბულში 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share