Guest Merlin Posted 18 მაისი, 2021 Posted 18 მაისი, 2021 სამშაბათს, 18 მაისს ციფრული ვალუტის ბაზარი მკვეთრად შემცირდა. ბიტკოინის ფასი 44.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით 2.30%-ით შემცირდა. თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბიტკოინის ფასის ნიშნულს 43.500 დოლარის ფარგლებში დაეწყო მერყეობა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსმა ყველაზე დაბალი დონე 17 მაისს აჩვენა, რა დროსაც ფასი 42.207 დოლარი იყო. 18 მაისს ბიტკოინის საბაზრო წილი 39.3%-ს, ხოლო ეთერიუმის – 19.3%-ს შეადგენდა. რაც შეეხება ეთერიუმს: ფასის კლება ალტკოინმაც განიცადა. ბოლო 2 დღეა ეთერიუმის ღირებულება 4.000 დოლარის დონეს ჩამოსცდა. 18 მაისს ეთერიუმის კურსი 3.450 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ამ ეტაპზე ანალიტიკოსებს პოზიტიური პროგნოზის გაკეთება უჭირთ. შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 18 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 69 მილიარდ დოლარს შეადგენდა. The post 18 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა