Jump to content
×
×
  • Create New...

ესპანეთის საფონდო ბირჟა Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას განაგრძობს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_1040943379-300x200.jpg

ესპანეთის საფონდო ბირჟა მზად არის Blockchain-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების სისტემა შეამოწმოს.

ესპანეთის საფონდო ბირჟა, Bolsas y Mercados Españoles-ი, 2020 წლის წარმატებული საპილოტე პროგრამის შემდეგ აპირებს, რომ Blockchain ინფრასტრუქტურა მცირე და საშუალო ზომის საწარმოს დაფინანსებისთვის შეამოწმოს.

Finextra– ს ცნობით, შემოწმება მოიცავს იმ კომპანიებს, რომლებიც ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ეკოსისტემის ნაწილია.

თავის მხრივ, აღნიშნული კომპანიები ესპანეთის ეკონომიკური საქმეთა და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს ხელშეწყობით დაარსდა.

პროექტი ქვეყანაში მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს fintech-ის განვითარების კუთხით.

ზემოთაღნიშნულ საპილოტე ფაზაში, რომელიც 2020 წელს დაიწყო მონაწილეობა მიიღეს ინვესტიციის სერვისული კომპანიებისა და ბიზნესის საკრედიტო პროვაიდერებმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მარტში ესპანეთის საფონდო ბირჟამ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემისთვის საპილოტე ტესტირება დაასრულა. ტესტირება გირაოს ელექტრონულ გაცემას შეეხებოდა. აღნიშნული პროექტის წარმატებამ კი მიმდინარე პროცესები განაპირობა.

The post ესპანეთის საფონდო ბირჟა Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას განაგრძობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share