Jump to content
×
×
  • Create New...

500 სიტყვაში: გაფიცვებმა ისევ იმატა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

რუსთავის აზოტი, ჭიათურმანგანუმი, რიკოთის ავტობანის მშენებლობა, ბათუმის საკონტეინერო ტერმინალიეს იმ საწარმოების არასრული ჩამონათვალია, სადაც დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. მათი მოთხოვნები იდენტურიახელფასების მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. რამდენიმე კომპანიაში გაფიცულებმა ადმინისტრაციისგან ხელფასების ზრდის დაპირება მიიღეს. ზოგან კი დასაქმებულები პროტესტს ისევ აგრძელებენ.

რუსთავის ქიმიური საწარმო აზოტის 2 ათასამდე თანამშრომელი 27 აპრილს გაიფიცა. მათ ხელფასების 50%-ით გაზრდა და „ადამიანური სამუშაო პირობები“ მოითხოვეს. საწარმოში დაბალი რანგის თანამშრომლების საშუალო ხელფასი, როგორც თავად აცხადებენ, 500 ლარია, რაც ინფლაციის პირობებში ოჯახის სარჩენად აღარ ჰყოფნით.

აქციიდან მეხუთე დღეს გაფიცულებმა ადმინისტრაციისგან მიიღეს დაპირება, რომ თანამშრომლებს, რომელთა ხელფასიც ათას ლარს არ აღემატება, შრომის ანაზღაურება 250 ლარით გაეზრდებათ. მათ კი, ვისი ანაზღაურებაც 1 000-1 500 ლარს შორის მერყეობდა, 125 ლარი დაემატებათ.

გაფიცვა შეწყდა, თუმცა, დათანხმების მიუხედავად, კომპანიის თანამშრომელთა ნაწილი უკმაყოფილებას მაინც გამოთქვამს, რადგანაც აზოტის ხელმძღვანელობის შეთავაზება მათ მიერ მოთხოვნილ 50%-იან ზრდაზე ნაკლებია. თანამშრომელთა თქმით, ხელფასების დაპირებული მომატება ინფლაციის შესაბამის ინდექსაციას არ ითვალისწინებს.

აზოტში ისევ გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი, რომელშიც პროფკავშირები, როგორც მედიატორი, ჩართულია: საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი Business Feed-თან ამბობს, რომ ხელფასების მატებაზე შეთანხმების მიუხედავად, იქ  წლების განმავლობაში ბევრი პრობლემაა დაგროვილი, რომელთა მოგვარებას დასაქმებულები ითხოვენ.

გაიფიცნენ ჭიათურელი მაღაროელებიც. შედეგად, მანგანუმის მომპოვებელი ყველა მოქმედი მაღარო გაჩერდა. 3 500-ზე მეტმა თანამშრომელმა კომპანიას ხელფასების 50%-იანი მომატება და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება მოსთხოვა. გაფიცულებმა მესამე დღეს მიაღწიეს დაპირებას, რომ შპს ჯორჯიან მანგანეზი 2021 წლის პირველი მაისიდან დასაქმებულებთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, სადაც გაზრდილი ხელფასი იქნება მითითებული.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ჭიათურაში პროფკავშირი და კომპანიის ადმინისტრაცია კოლექტიურ ხელშეკრულებაზე მუშაობს, რაც სავარაუდოდ, ერთ თვეში მზად იქნება.

საპროტესტო აქცია ჭიათურაშიპროტესტი ჭიათურაში ფოტო: მმართველობის მონიტორინგის ცენტრი

ჭიათურაში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – სოფელ შუქრუთის მოსახლეობა 85 დღეა აპროტესტებს ჯორჯიან მანგანეზის მიერ მადნის მოპოვების სამუშაოებს, რაც მათ საცხოვრებელ სახლებს ანგრევს. აქციის მონაწილეები კომპანიისგან კომპენსაციის გაზრდას მოითხოვენ. მათ მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან უყურადღებობის გამო უკიდურეს ზომას მიმართეს და პირი ამოიკერეს.

6 მაისს გაიფიცა რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობაზე დასაქმებული 200-მდე მუშა. მათი მოთხოვნა ჩინური კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group-ის მიმართ (რომელიც ხევი–უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე გზის მშენებლობას ახორციელებს), ხელფასის 30%-ით მომატებასა და ტრანსპორტის დანიშვნას უკავშირდება. მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ დღიურად 28 ლარს უხდიან, რაც გაზრდილი ინფლაციის პირობებში საარსებოდ აღარ ჰყოფნით. გაფიცულმა მუშებმა ხელმძღვანელობისგან მოთხოვნების შესრულებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლები დამსაქმებლისგან ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას, დასაქმებულთა კვების თანხის გაზრდას და, ზოგადად, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანია ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას არ ითვალისწინებს და მათ მოთხოვნებს არ თანხმდება.

6 მაისს გაჩერდა ოზურგეთის ფქვილის მწარმოებელი ქარხანა გულისტანი. ქარხნის მუშები აქაც მძიმე სამუშაო პირობებსა და დაბალ ანაზღაურებას აპროტესტებენ. დასაქმებულები ამბობენ, რომ ხელფასს სრულად ვერ იღებენ და მათთვის პირველადი სამედიცინო დახმარება ხელმიუწვდომელია. მათ პროტესტს ჯერჯერობით შედეგი არ მოუტანია. 

პროტესტიგაფიცვა ფქვილის ქარხანაში. ფოტო: პროფკავშირების ახალგაზრული ორგანიზაცია

ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ ყველა ამ შემთხვევაში პროტესტის მთავარი მიზეზი არის სიღარიბე, რაც პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ უფრო გაზარდა.

სიღარიბე და ინფლაციამოქალაქეებს დღეს ქვეყანაში ეს გამოწვევები აქვთ. ეკონომიკურმა პრობლემებმა ეს ადამიანები კიდევ უფრო გააღარიბა. ეკონომიკური დოვლათი, რაც იქმნება ქვეყანაში, არ ნაწილდება სამართლიანად. ამას ემატება დამსაქმებელთა სიხარბე. პოლიტიკოსებს კი მოქალაქეების პრობლემების არაადეკვატური აღქმა აქვთ. ამ სიტუაციამ დასაქმებულების ლოგიკური პროტესტი და აქციების ტალღა წარმოქმნა. ეს პროცესი არ გაჩერდება, თუ გონიერება არ აღმოაჩნდებათ და კრიზისის დაძლევა სოციალური დიალოგის მეშვეობით არ მოხდება, – აღნიშნავს ირაკლი პეტრიაშვილი.

საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულია, რომ გაფიცვისა და ლოკაუტის უფლება წარმოიშობა მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან 21 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ. ამ პირობას, როგორც პროფესიულ გაერთიანებაში ამბობენ, აქციის მონაწილეები იცავენ. შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციებს საკმაოდ ორგანიზებული ხასიათი აქვს. საგაფიცვო პროცესში აქტიურად არის ჩართული პროფკავშირების გაერთიანება.  ოზურგეთის ქარხნის მუშებს კი ჰყავთ ადვოკატი. მათ ინტერესებს საია-ს წარმომადგენელი იცავს.

საგულისხმო ფაქტია, რომ პროცესში ხელისუფლების წარმომადგენლები იმ შემთხვევაში ერთვებიან, როცა აქცია დიდ მასშტაბს იღებს. სხვა შემთხვევაში მოქალაქეების პროტესტი მათი მხრიდან უყურადღებოდ არის დატოვებული.

The post 500 სიტყვაში: გაფიცვებმა ისევ იმატა appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   303 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 303 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(4)