Jump to content
×
×
  • Create New...

სერვისმა Digivault კრიპტოაქტივების შენახვაზე ლიცენზია მოიპოვა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

დიდი ბრიტანეთის ფინანსური ქცევის მარეგულირებელმა ორგანომ (FCA) სერვისს Digivault  ქვეყნის ტერიტორიაზე ციფრული აქტივების შენახვის მომსახურების გაწევის ლიცენზია მისცა.

Digivault ფირმა Diginex-ის ქვეგანყოფილებას წარმოადგენს, რომელიც კრიპტოვალუტებთან და ბლოკჩეინთან მუშაობს. სერვისი მოიცავს ციფრული აქტივების ცივ შენახვას ფიზიკურ საცავებში, რომლებიც უსაფრთხოებაზე სპეციალიზირებულ ჰონკონგურ ფირმას, Malca-Amit-ს ეკუთვნის.

Digivault-ის აღმასრულებელი დირექტორის, რობ კუპერის (Rob Cooper) განცხადებით, კუსტოდიალურ მომსახურებაზე FCA-ს ლიცენზიის მოპოვება ნიშნავს იმას, რომ სერვისი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ზედამხედველობის სამსახურის (AML) წესების შესაბამისად მუშაობს.

„FCA ლიცენზიის მიღება – კარგი სიახლეა არა მხოლოდ Digivault-ისთვის, არამედ მთელი კრიპტოვალუტების ინდუსტრიისთვის. ჩვენი შემთხვევა გახდა პრეცედენტი.  მარეგულირებლებმა ახალი კლასის აქტივების მხარდაჭერა დაიწყეს, რაც კრიპტოვალუტების ბაზარზე დიდი კომპანიების ინვესტიციების მოდინებას შეუწყობს ხელს.“- თქვა კუპერმა

ბოლო თვეების განმავლობაში FCA-მ კრიპტოვალუტების ფირმების მიმართ მოთხოვნები გაამკაცრა. მარტიდან მათ ფინანსურ დანაშაულებათა შესაძლო რისკების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა დაევალათ. გარდა ამისა მარეგულირებელმა კრიპტოვალუტის დერევატივების საცალო ინვესტორებზე გაყიდვა აკრძალა. აკრძალვა ძალაში ა.წ იანვრიდან შევიდა.

წყარო: https://bits.media

 

The post სერვისმა Digivault კრიპტოაქტივების შენახვაზე ლიცენზია მოიპოვა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share