Guest Merlin Posted 16 მაისი, 2021 Posted 16 მაისი, 2021 კომპანია BlackRock-ის ხელმძღვანელი, რიკ რიდერი (Rick Rieder) თვლის, რომ ბიტკოინს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ამ კრიპტოაქტივს კიდევ ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს. CNBC-ს Squawk Box-თან ინტერვიუში რიდერმა განაცხადა, რომ მაღალი ვოლატილობის გამო ადრეა ბიტკოინს ეწოდოს „მომწიფებული“ აქტივი, რომლის გადახდის საშუალებად გამოყენება ფართოდ იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ბიტკოინს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომლებიც მაინინგის შედეგად ელექტროენერგიის მზარდი მოხმარებით და გამონაბოლქვით არიან შეშფოთებული. მაგალითად, ცოტახნის წინ Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა (Elon Musk) განაცხადა, რომ ბიტკოინი „გარემოს ძალიან ძვირი უჯდება“. მასკის ამ განცხადების შედეგად პირველი კრიპტოვალუტის კურსი 46000$-მდე დაეცა. თუმცა, რიდერი დარწმუნებულია, რომ რამდენიმე წელში ბიტკოინი „საინვესტიციო არენის“ განუყოფელი ნაწილი გახდება. „ვფიქრობ ბიტკოინს „გრძელვადიანი“ აქტივი შეიძლება ეწოდოს. დღეს ის სხვადასხვა პრობლემას აწყდება. ეს რეგულირებასთან, ვოლატილობასთან, ეკოლოგიურ ზემოქმედებასა და ფიატურ ვალუტებთან ურთიერთქმედებასთან დაკავშირებული საკითხებია.“- განაცხადა რიდერმა. რიდერის თქმით, BlackRock-მა ბიტკოინთან „თამაში“ დაიწყო, რადგან ბევრ ინვესტორს სურს ჩვეულებრივი ფულის გარდა ციფრულ აქტივებსაც ფლობდეს. მითუმეტეს, რომ ბევრმა დიდმა კომპანიამ ბიტკოინი საინვესტიციო პორტფელის ნაწილად აქცია. თუმცა, აპრილში BlackRock-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლარი ფინკმა (Larry Fink) განაცხადა, რომ კომპანიის ინსტიტუციონალური კლიენტების მხრიდან ბიტკოინზე განსაკუთრებულ მოთხოვნას ვერ ხედავს. წყარო: https://bits.media The post „ბიტკოინს კიდევ ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს“- რიკ რიდერი appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა