Guest Merlin Posted 13 მაისი, 2021 Posted 13 მაისი, 2021 12 მაისს, პრაქტიკულად მთელი დღის განმავლობაში, პირველი კრიპტოვალუტის კურსი ვარდნას განაგრძობდა. თუ დილით ბიტკოინის შეძენა 58000$-ად შეიძლებოდა, საღამოს კურსი 46000$-მდე დაეცა. პორტალ Bybt-ის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ბაზარზე BTC–ზე 1,95 მილიარდი დოლარის პოზიციებია ლიკვიდირებული, საიდანაც 1.79 მილიარდი დოლარი ყიდვის ორდერებზე მოდის. ყველა კრიპტოაქტივზე ლიკვიდაციის საერთო მოცულობამ 3.74 მილიარდ დოლარს მიაღწია, აქედან 3.34 მილიარდი გრძელ პოზიციებზე მოდის. 2021 წლის განმავლობაში ლიკვიდაციის ასეთი დიდი მოცულობა მხოლოდ 17 აპრილს დაფიქსირდა. ბიტკოინის კურსმა საგრძნობი ვარდნა Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის (Elon Mask) Twitter-ზე გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ დაიწყო. მასკი წერს, რომ მის კომპანიაში ელექტრომობილების შესაძენად ბიტკოინში გადახდა აღარ მოხდება. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ნავთოპროდუქტების მოხმარების გაზრდით, რომლებიც ბიტკოინის მოპოვებისა და ტრანზაქციების დამუშავებისთვის გამოიყენება. განსაკუთრებით კი ქვანახშირის, რომელსაც ნავთოპროდუქტებს შორის ყველაზე მავნე გამონაბოლქვი აქვს.“ კრიპტოვალუტების კურსის ვარდნის ფონზე, ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 12%-ით შემცირდა და 2.29 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ბიტკოინის კაპიტალიზაცია 950 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. კრიპტოვალუტების ათეულში შესული მონეტებიდან, ყველაზე დიდი, 18%-ანი ვარდნა Dfinity-ს პროექტის ICP მონეტას აქვს. ჯერ კიდევ გუშინ ეთერიუმის კაპიტალიზაცია 500 მილიარდ დოლარს შეადგენდა, დღეს კი მაჩვენებელი 460 მილიარდ დოლარამდე ჩამოვიდა. ეთერიუმის კურსი 3950$-მდე დაეცა. წყარო: https://bits.media The post ბიტკოინის კურსი 46000$-მდე დაეცა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა