Guest Merlin Posted 10 მაისი, 2021 Posted 10 მაისი, 2021 ეთერიუმის კურსი სულ რაღაც ერთ კვირაში 1000$-ით გაიზარდა. 3 მაისს ეთერიუმმა პირველად მიაღწია 3000$-ს, დღეს კი ისტორიაში პირველად კურსმა 4000$-ს გადააჭარბა. ეთერიუმის საბაზრო კაპიტალიზაციამ 475 მილიარდი დოლარი შეადგინა. წლის დასაწყისიდან დღემდე მეორე კრიპტოვალუტის კურსი 470%-ით გაიზარდა, რასაც ინვესტორების მხრიდან დეველოპერების მიმართ ბლოკჩეინის ძირითადი ტექნიკური პრობლემების გადაჭრის მაღალი მოლოდინი უწყობს ხელს. თუმცა, Ethereum 2.0-ზე გადასვლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და მოლოდინებზე დაფუძნებული კურსის ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა მორიგი „საპნის ბუშტის“ სახეს სულ უფრო მეტად იძენს. აპრილში ეთერიუმის მაინერებმა 1.59 მილიარდი დოლარის რეკორდული შემოსავალი მიიღეს. ამასთან სტეიკინგისთვის ამჟამად 4 მილიონი ETH არის ბლოკირებული, რაც მიმდინარე კურსით 16 მილიარდ დოლარს შეადგენს. ცოტახნის წინ კი ამერიკულმა საინვესტიციო კომპანიამ VanEck აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიაში (SEC) ეთერიუმის გაცვლითი სავაჭრო ფონდის (ETF) ამოქნედებაზე განაცხადი შეიტანა. წყარო: https://bits.media The post ეთერიუმის კურსმა 4000$-ს გადააჭარბა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა