Guest Merlin Posted 10 მაისი, 2021 Posted 10 მაისი, 2021 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის 28 აპრილს რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-დან 9.5%-მდე გაზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ გაძვირდა ფული, რასაც კომერციული ბანკები ეროვნული ბანკისგან სესხულობენ. შესაბამისად, საბანკო კრედიტი მოქალაქეებსაც გაუძვირდებათ. რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკაზეც – მასზე შენელების ეფექტი აქვს. რატომ ზრდის ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს? რეფინანსირების განაკვეთი, იგივე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია. ის ერთგვარი ორიენტირია სესხის პროცენტისთვის. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით ეროვნული ბანკი არეგულირებს ბაზარზე ლარის მასას და ამგვარად, ზემოქმედებას ახდენს ინფლაციურ პროცესებზე. როცა ინფლაციის ზრდა არის მოსალოდნელი, სებ-ი ასწევს საპროცენტო განაკვეთს, რომ შეზღუდოს მომავალში ფასების ზრდა. ეს შეამცირებს მოთხოვნას, რაც ზეგავლენას მოახდენს ფასებზეც. საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც ერთობლივი მოთხოვნა არის დაბალი და ინფლაციაც კლების ტენდენციას აჩვენებს, სებ-ი ამცირებს საპროცენტო განაკვეთს. ამ დროს იაფდება სესხები, იზრდება ფულის მასა მიმოქცევაში და ხდება ეკონომიკის წახალისება. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 1%-ით გაზრდის გადაწყვეტილება ამჯერად მაღალი ინფლაციის გამო მიიღო. ფასების ზრდამ წლიურად 7.2%-ს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. რეფინანსირების განაკვეთის მომატების შემდეგ კომერციული ბანკები სებ-ისგან ნაკლებ თანხას ისესხებენ. პროცენტის ზრდის გამო დამატებითი სესხებისგან თავს შეიკავებენ მოქალაქეებიც. შედეგად, შემცირდება ფულის მასა ბაზარზე, რამაც უნდა შეამციროს ინფლაცია და გაამყაროს ეროვნული ვალუტა. ამ მექანიზმს თავისი უარყოფითი მხარეც ექნება – მაღალი საპროცენტო განაკვეთები შეანელებს ბიზნესაქტივობას და შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდასაც. „ეროვნული ბანკი ორი ალტერნატივიდან, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და ფასების დონის შენარჩუნება, ამ უკანასკნელს ირჩევს და მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილება ამითაა განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნა კვლავ სუსტი რჩება და ეკონომიკის აღდგენისთვის საჭირო ნაბიჯებიც აგვიანებს (ვაქცინაციის პრაქტიკული ჩავარდნა), ინფლაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესებულია, რამაც, შესაძლოა, ეკონომიკის აღდგენის პროცესზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს“, – მიიჩნევენ ორგანიზაციაში საზოგადოება და ბანკები. წყარო: FinancialTimes.comმაღალია თუ არა რეფინანსირების განაკვეთი საქართველოში? 9.5% საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ის უახლოვდება რეკორდულ 12%-ს, რომელიც საქართველოში 2008 წლის კრიზისის პერიოდში იყო. საერთოდ, რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეკონომიკური კრიზისის პერიოდში იძენს. ქვეყნის ცენტრალური ბანკები საპროცენტო განაკვეთებს ეკონომიკის მდგომარეობის შესაბამისად ცვლიან. თუმცა, პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილი პრობლემების მიუხედავად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) რეფინანსირების განაკვეთი ისტორიულად დაბალ – 0%-იან მაჩვენებელზე დატოვა. ეს გადაწყვეტილება ევრობანკმა დაკრედიტებისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით მიიღო. განაცხადა, რომ ამ ნიშნულს შეინარჩუნებს, სანამ ევროზონაში ინფლაცია 2%-იან ნიშნულზე ქვემოთ იქნება. განაკვეთი უცვლელად – 0%-ის ნიშნულზე დატოვა აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამაც (FED), მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ფასების ზრდა დაფიქსირდა. ეს გადაწყვეტილება FED-მა იმით ახსნა, რომ ვაქცინაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ხოლო ეკონომიკური აქტივობა და დასაქმება გაზრდილია. ევროზონისა და აშშ-ისგან განსხვავებით, საქართველოში, გარე ფაქტორებზე დამოკიდებულება დიდია, დოლარიზაციის დონე – მაღალი, ამიტომ სებ-ს საპროცენტო განაკვეთების უფრო მკვეთრად და ხშირად შეცვლა უწევს, რომ შედეგები ეკონომიკას მალე გადასცეს. მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი განაკვეთი თურქეთის ცენტრალურ ბანკს აქვს (19%). რუსეთში განაკვეთი 5%-ია; აზერბაიჯანში – 6.5% სომხეთის ეროვნული ბანკის განაკვეთი 6%-ს შეადგენს. რას იზამს სებ-ი მომავალში? სებ-ი სამომხმარებლო ფასების ზრდას მომავალშიც ელოდება. ამიტომაც იყო, რომ 2021 წლის საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი აპრილში 4.5%-დან 6.5%-მდე გაზარდა. გადაწყვეტილებას სებ-ი იმით ხსნის, რომ უცხოეთის ბაზრებზე საქონელი ძვირდება, განსაკუთრებით, ნავთობპროდუქტები და საკვები. გარდა ამისა, ქვეყანაში ფინანსური დეფიციტი მაღალია, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლების მიღების პერსპექტივა კვლავ გაურკვეველი რჩება. ამას ემატება ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურება. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ გაზარდოს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 23 ივნისს უნდა გაიმართოს. The post რატომ უნდა გაინტერესებდეს რეფინანსირების განაკვეთი appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა