Guest Merlin Posted 8 მაისი, 2021 Posted 8 მაისი, 2021 თურქეთის ფინანსთა სამინისტრო კრიპტოვალუტის ბირჟებს დაავალდებულებს ყველა იმ ციფრული ოპერაციის შესახებ, რომელთა მოცულობა 10000 თურქულ ლირას (1200$) გადააჭარბებს, ფინანსური დანაშაულების საგამოძიებო საბჭოს (MASAK) აცნობონ. ამის შესახებ თურქეთის ფინანსთა მინისტრმა, ლიუფტი ელვანმა (Lütfi Elvan) განაცხადა. მარეგულირებლებმა კრიპტოვალუტების ინდუსტრიასთან დამოკიდებულება თაღლითობის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით გაამკაცრეს. აპრილში თურქმა სამართალდამცავებმა ბირჟა Vebitcoin-ის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს. ამავე პერიოდში ბირჟა Thodex-ის დამფუძნებელმა აქტივების მითვისება და ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა, რის შედეგადაც ბირჟა იძულებული გახდა საქმიანობა შეეწყვიტა. თურქეთის ფინანსთა სამინისტრომ MASAK-ს ქვეყანაში მოქმედი კრიპტოვალუტის ბირჟების საქმიანობის გასაკონტროლებლად მთელი რიგი უფლებამოსილებები მიანიჭა. MASAK-მა უკვე შეადგინა იმ მოთხოვნების სახელმძღვანელო, რომელიც კრიპტო ბირჟებმა უნდა შეასრულონ. „კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმები ახლა ვალდებულნი იქნებიან აქტიური მომხმარებლების მონაცემები MASAK-ს გაუზიარონ. ბირჟის ხელმძღვანელობას პლატფორმაზე ნებისმიერ საეჭვო ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება. კრიპტოვალუტის ტრანზაქციაზე, რომელიც 10000 თურქულ ლირას აღემატება, ბირჟები ვალდებულნი იქნებიან 10 დღის განმავლობაში საბჭოს აცნობონ.“ – განაცხადა თურქეთის ფინანსთა მინისტრმა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტი საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის სააგენტოსა (BRSA) და შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით იქნა შემუშავებული. მუშაობის პროცესში კი სხვადასხვა სპეციალისტების და კრიპტოვალუტის სფეროს ადგილობრივი წარმომადგენლების აზრი იქნა გათვალისწინებული. ექსპერტების აზრით, თურქეთმა კრიპტოვალუტებთან და მათ დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიმუშაოს , რათა მომხმარებლები ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული საფრთხეებისგან დაიცვას. ელვანის განცხადებით, კანონპროექტის საბოლოო ვერსიას თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში წარუდგენენ. წყარო: https://bits.media The post თურქული კრიპტო ბირჟები 1200$-ზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტის ტრანზაქციებზე ანგარიშს სახელმწიფოს ჩააბარებენ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა