Guest Merlin Posted 7 მაისი, 2021 Posted 7 მაისი, 2021 ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ში აქტიურად მიმდინარეობს კამპანიები მდიდარი ადამიანებისთვის გადასახადების გაზრდის მოთხოვნით. სოციალურ ქსელებში ხშირად გვხვდება სხვადასხვა კალკულაცია იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმ უზარმაზარი რაოდენობის თანხებით, რომლებსაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ფლობენ. მილიარდერების საერთო ქონება $11.4 ტრილიონად არის შეფასებული, მსოფლიოში კი 7.674 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. თუ მათ ქონებას თანაბრად გავანაწილებთ, თითოეულ ადამიანს $1 485 შეხვდება. თუმცა, ეს რეალურად შეუძლებელია სხვადასხვა მიზეზის გამო. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ მილიარდერების ქონებაში არ მოიაზრება მხოლოდ ნაღდი ფული ან საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა. მათი ქონების ძირითად ნაწილს შეადგენს მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების, უძრავი ქონების, აქციების და ა.შ. საბაზრო ღირებულება. მაგალითად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის – ჯეფ ბეზოსის ქონების 95% Amazon-ის აქციებშია. აქედან გამომდინარე, მისთვის პირდაპირ ხელმისაწვდომი თანხა, სავარაუდოდ, მილიონებშია და არა მილიარდებში. რა თქმა უნდა, შეუძლია, აქციები გაყიდოს და ფული გაანაღდოს, მაგრამ ეს მარტივი პროცესი არ არის. ასეთ დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ დიდი რაოდენობით აქციების გაყიდვისას მათი ფასი მნიშვნელოვნად დაიკლებს. შესაბამისად, ბეზოსი, რომლის ქონებაც ამჟამად $193.2 მილიარდად არის შეფასებული, ბევრი აქციის გაყიდვით რეალურად უფრო ნაკლებ თანხას მიიღებს. ასევე, ბეზოსს შეუმცირდება გავლენები და უფლებამოსილება Amazon-ში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ კომპანია კი სხვა ადამიანების ხელში აღმოჩნდება. მსოფლიოს წამყვანი ბიზნესები თუ ჩამოიშალა ან ვეღარ გააგრძელა ფუნქციონირება ჩვეულ დონეზე (რაც სრულიად შესაძლებელია შემცირებული ღირებულებისა და ლიდერის დაკარგვის ფონზე), დიდი პრობლემების წინაშე დადგება მთლიანად ეკონომიკაც. მაგალითად, ვეღარ შეიქმნება პროდუქტი ან ადამიანები დაკარგავენ სამუშაო ადგილებს. ეს ყველაფერი გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს, რომლის დასაძლევადაც, სავარაუდოდ, ეკონომიკური მოდელის მთლიანად შეცვლა იქნება საჭირო, რაც კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესია. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონების საყოველთაო სიკეთისთვის გამოყენების საუკეთესო გზად, ამ ეტაპზე, ფილანტროპია მიიჩნევა. მილიარდერთა შორის ამ მხრივ ბილ გეითსი გამოირჩევა. მისი საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით, 1994-დან 2018 წლამდე გეითსმა $36 მილიარდი გაიღო ქველმოქმედებისთვის. Microsoft-ის დამფუძნებლის ქონება $130.4 მილიარდად არის შეფასებული, 36 მილიარდის გაცემას კი ამდენი დრო სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზთა გამო დასჭირდა. მდიდარი ადამიანების ქონების უკიდურესად გაჭირვებულთათვის დარიგება, ერთი შეხედვით, ყველაზე მარტივ გამოსავლად შეიძლება მოგვეჩვენოს სიღარიბის, უსახლკარობისა და სხვა გლობალური პრობლემების გადასაჭრელად. თუმცა, ეს სიკეთეზე მეტად გაცილებით დიდი ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. The post რა მოხდება, თუ მილიარდერების ქონებას თანაბრად გავინაწილებთ appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა