Jump to content
×
×
  • Create New...

ხულოს მერს 13 წარმომადგენელი და 36 სპეციალისტი ექვემდებარება


Recommended Posts

  • ფორუმელი
ხულოს მერს 13 წარმომადგენელი და 36 სპეციალისტი ექვემდებარება admin Wed, 05/05/2021 - 22:56

ხულოს მერს 13 წარმომადგენელი და 36 სპეციალისტი ექვემდებარება და, კანონის თანახმად, მათი ძირითადი ვალდებულება აღმოჩენილი პრობლემების მერისთვის შეტყობინებაა.

თუმცა, ადმინისტრაციულ ერთეულსა თუ სოფელში აღმოჩენილი პრობლემებისა და შეტყობინებების არც ელექტრონული და არც ბეჭდური რეგისტრაცია არ მიმდინარეობს.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, მერს ადმინისტრაციულ ერთეულებთან/სოფლებთან ურთიერთობისთვის წარმომადაგენლებისა და სპეციალისტების სამსახური ექვემდებარება. მათ საქმიანობას საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“ ადგენს.

ხულოს მერის ეს სამსახური 13 წარმომადგენლითა და 36 სპეციალისტით არის დაკომპლექტებული. მათი საქმიანობა მერიის დებულებაში მეთორმეტე მუხლით განისაზღვრება.

ამ მუხლის თანახმად, მათ სხვადასხვა სახის ვალდებულებები აქვთ, თუმცა, მათგან საინტერესო მაინც მისი ძირითადი ნაწილია. პუნქტი „3ბ)“ ადგენს: „მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ“. საინტესო იყო, თუ რა სახის პრობლემები აღმოუჩენია სამსახურს დაარსების დღიდან-დღემდე. მუნიციპალიტეტის მერიის პასუხის მიხედვით აღმოჩნდა, რომ მსგავსი საკითხების არც ბეჭდური და არც ელექტრონული რეგისტრაცია არ მიმდინარეობს, შესაბამისად, თუ რა სახის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტით დასაქმებული 49 თანამშრომელი, უცნობია.

ასევე, ყურადღებას იპყრობს პუნქტი 3 გ) – „წარმომადგენელი/სპეციალისტი ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მერის დავალებით“. კანონში არ არის განსაზღვრული, თუ რა იგულისხმება სხვა უფლებამოსლიებებში, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ 49 თანამშრომელი შესაძლოა ასრულებდეს მერ(ებ)ის პირად დავალებებს. მსგავსი სახის პრობლემებზე გამომცემლობებიც იტყობინებოდნენ. ერთ-ერთი გამომცემლობის თანახმად, მერის წარმომადგენლები/სპეციალისტები სამუშაო საათებში „facebook”-ზე მათი ხელმძღვანლის ან პარტიის სხვა წევრების პოსტებს აზიარებდნენ.

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ მათი დანიშნვა/განთავისუფლება მერის პრეროგატივაა; ასევე, ისინი მხოლოდ მერთან არიან პასუხისმგებელნი.

წყარო:

წერილი/პასუხი - https://www.scribd.com/.../%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1...

დებულება - https://matsne.gov.ge/document/view/3849758?publication=6

პიარისთვის გამოყენების შემთხვევები - https://on.ge/.../66067-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83...

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-05/181431128_2946200898988674_7634659251315050053_n.jpegაჭარა Author რაუფ ჭიჭინაძე

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ხულოს მერია თუ ზურიკელას მერი? ჩვენ ვიქნებით მთელი ქვეყანაო, მაგას აუსრულებია ეგ ოცნება :) 

ბულკი ვარ ჩვეულებრივი © Mulan
ბებიაჩემი გრძნეული ქალი იყო © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

@Moor ჯერ ხულო თუ იცი რამხელაა და სადაა და მეორე - წინას რამდენი ჰყავდა?

ჩისტა, დლია სტატისტიკი :D

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share