Jump to content
×
×
  • Create New...

სამხრეთ კორეელები ციფრულ ვალუტაზე გადასახადის დაწესებას მხარს უჭერენ


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_767913643-300x200.jpg

გამოკითხვამ აჩვენა, რომ სამხრეთ კორეელები კრიპტოვალუტაზე გადასახადის დაწესებას მხარს უჭერენ.

სამხრეთ კორეის ტელეკომპანიის YTN- ს მიერ გაშუქებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყანაში დაგეგმილ კრიტო საგადასახადო საკანონმდებლო ცვლილებებს.

“კორეა ჰერალდის” ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ კორეაში დაფუძნებული კვლევითი კომპანიის, Realmeter-ის მიერ გამოკითხული 500 მონაწილიდან 53,7% -მა გამოხატა მხარდაჭერა კრიპტო საგადასახადო კანონის 2022 წლის იანვარში ამოქმედებასთან დაკავშირებით.

20 წელზე მეტი ასაკის რესპონდენტები, რომლებიც ყველაზე აქტიურ მოვაჭრეებად არიან მიჩნეულნი, კრიპტო გადასახადების შემოღების მოწინააღმდეგეები არიან.

გამოკითხვის დეტალებმა აჩვენა, რომ 20-დან 29 წლამდე ასაკის რესპონდენტთა 47,8% ეწინააღმდეგბა აღნიშნულ ფინანსურ გეგმას.

ამასთანავე, დეპუტატის, კვონ ეუნ-ჰის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, დაახლოებით 2,35 მილიონი კრიპტო ტრეიდერი 20 – დან 29 წლამდე ასაკში ვაჭრობს კრიპტო ბირჟების „დიდი ოთხეულიდან” ერთ-ერთზე. “ოთხეული” კი ასე გამოიყურება: Bithumb-ი, Upbit-ი, Korbit-ი და Coinone-ი.

შეგახსენებთ, რომ ამაჟამად, მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა, რომელიც ციფრული ვალუტისთვის 20%-იანი გადასახადის დაწესებას გულისხმობს.

The post სამხრეთ კორეელები ციფრულ ვალუტაზე გადასახადის დაწესებას მხარს უჭერენ appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share