Jump to content
×
×
  • Create New...

პორნოგრაფია და მასტურბაცია


Recommended Posts

  • ფორუმელი

არ ვიცი სადმე იყო თუ არა ეს თემა გახსნილი მაგრამ მგონია რომ თემატური ადგილია აქ გასახსნელად

ვგონებ ყველას გვქონია შეხება პორნოგრაფიასთან და მასტურბაციასთან

არ ვიცი ქალების აზრი ამასთან დაკავშირებით მაგრამ მამრი ვარ და ეს თემაც უმეტესად მამარებს გვეხება. მხოლოდ პირადი გამოცდილებიდან დავწერ რადგან სტატისტიკები უაზრობაა, ამას პლიუს ინტერნეტში უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციაა და მოგიწოდებთ რომ თქვენც პირად გამოცდილებებზე გესაუბრათ

მოდი ცოტა თავიდან დავიწყოთ. ზოგადად ადამიანის მამოძრავებელი ძალა პირდაპირი და ყოვლისმომცველი მნიშვნელობით სექსუალური ენერგიაა: ვარჯიში, კითხვა, სიარული, ხელოვნების სფეროში მოღვაწეობა, არ ვიცი ოთახის დალაგება თუნდაც და ა.შ. ვიმეორებ სექსუალური და არა სექსის ენერგია, რადგან ამას ერთმანეთში ურევენ, თავის მხრივ სექსის ენერგიაც სექუალურ ენერგიაში მოაზრება. რაც ადამიანს ცნობიერება ჩამოუყალიბდა და კონკრეტული განვითარების ფორმაციას მიაღწია, სადაც ჩამოყალიბდა იერარქიები, მთავრობები, იდეოლოგიები და რელიგიები, ზედა ფენამ რომლებიც შედარებით ჭკვიანი ფენა გამოდგა, მიხვდა რომ თუ ადამიანს სექსუალურ თავისუფლებას წაართმევ და აიძულებს ეს მოზღვავება შენივე ინტერესებისკენ მიმართოს, ის ფაქტიურად შენი ხდება. ოშო ამბობს, როდესაც ხარს უღელში შებმას უპირებენ, ჯერ მას კოდავენ და შემდეგ ისე ამუშავებენ, რადგან ის თავისუფალი აღარ იყოს და მისი ენერგია მიწის ხვნას მოხმარდეს მხოლოდ. პირველი რაც აზრად მომდის ესაა რელიგია. როგორც წესი ყველა რელიგია რომელიც მასშტაბურია ქადაგებს რომ სექსი არ შეიძლება სიამოვნებისთვის, იგი მხოლოდ გამრავლებისთვისაა დასაშვები, ისიც კონკრეტული რელიგიური რიტუალების შემდეგ, მანამდე არა. მასტურბაციას რაც შეეხება რელიგია კრძალავს მასტურბაციას და ზოგადად ნებისმიერ თავისუფალ სექსუალური თემატიკის აქტს, ცოდვის ხარისხში მოიაზრებს. თავის მხრივ ცოდვა ცუდია და ამის გამო ჯოჯოხეთი გელოდება თუ არ მოინანიე და ა.შ. ბევრი რომ არ გავაგრძელო რელიგია ამას კრძალავს და ამ აკრძალვას ღმერთის სახელით ქადაგებს რომელიც არავის არ უნახავს როგორც წესი. ასევე სოციუმის მიდგომაც ნეგატიურადაა განწყობილი თავისუფალი სექსუალური ცხოვრებისადმი. 

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო დამეთანხმებით რომ თავისუფალი სექსი ცუდია ყველა დროში და ამ კონკრეტულ ენერგიის სათავისოდ შემოტრიალებას ყოველთვის ცდილობდნენ გავლენის მქონე ჯგუფები

დღეს რა ხდება? არის ტექნიკური პროგრესი და არის ინტერნეტი. არ ვიცი რამდენად დამეთანხმებით მაგრამ ძალიან კარგი იაღარი ჩაუვარდათ მსოფლიო მთავრობებს ხელში, ტესტესტეორნის ჩასახსობად, როგორიცაა პორნოგრაფია. ავიღოთ ადამიანი პირობითად ჯეკი. ჯეკი 15 წლიდან პორნოგრაფიის რეგულარული მომხმარებელია. იგი კვირის განმავლობაში ხშირად უყურებს პორნოგრაფიას და საშუალოდ5–10 ჯერ მიმართავს ხოლმე მასტურბაციას, არის შემთხვევები როცა ადამიანი გაცილებით მეტად აკეთებს ამას. ტესტესტერონი, რომელიც ასეთი აქტიური, ზომიერად უხეში და სასურველი რამაა მამრისთვის, იფანტება არაფერში. ანუ შენ ზიხარ სახლში, უყურებ პორნოს, ანძრევ და არაფერი გაინტერესებს. აღარ გაინტერესებს ვინ გიპირებს მტრობას, რამდენად გიძვირებენ გადასახადებს, რამდენად არ აინტერესებს საპირისპირო სქესს, აღარ გაინტერესებს რომ დეპრესიაში იხრჩობი რადგან შეეჩვიე და ვეღარ გრძნობ მას. უბრალოდ წლებს ოთახში ატარებ სადაც ხარჯავ ამ უნიკალურ ენერგიას, რომელსაც ახალი სიცოცხლის ჩასახვა შეუძლია. რომელსაც შეუძლია რომ შენც ბედნიერი გაგხადოს და თავის მხრივ სხვასაც მოუტანო ბედნიერება. ვსვამ კითხვას, რა საჭიროა ამდენი პორნოსაიტი და პორნოსაიტზე ამდენი ვიდეო, უამრავი შინაარსის? პასუხი მარტივია. იმიტომ რომ შენ თემა არ ამოგეწუროს სანძრევად, არ მოგბეზრდეს და აზრადაც არ გაივლო პორნოზე და მასტურბაციაზე უარის თქმა. მსოფლიო მთავრობებს უნდა რომ შენ ანძრიო და არ წარმოადგენდე თავისუფალ არსებას რომელსაც არ ექნება გაუცხოება ცხოვრებისადმი, რომელსაც არ შეეშინდება თავისუფელბის რადგან ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. ამას პლიუს პორნო კარგი ბიზნესია. შენ ანძრევ და ისინი მდიდრდებიან. ანუ არა მარტო ფულს არამედ ენერგიასაც ხარჯავ და ხარ ცხოვრებისეულ ბანკროტში.

არ ვამბობ რომ წარმატებული უნდა იყო, უნდა გქონდეს დიპლომები და უნდა იყო მოდური, სოციალურად აქტიური და ა.შ 

არავითარი უნდა არ არსებობს ცხოვრებაში

უბრალოდ ვამბობ იმას რომ შენ საკუთარ თავს კარგავ...

მე უკვე ალბათ 5 წელია რაც ამას ვებრძვი და განსაკუთრებით ბოლო ხანებში ვგრძნობ პროგრესს. არ ვიცი, უბრალოდ ჭამაც კი მიხარია სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ. არ ვამბობ რომ წარმატებული ვარ ან ბევრი პარტნიორი მყავს და ა.შ

მე ვამბობ იმას რომ ეს ენერგია მე საკუთარ თავს არ მაკარგვინებს

მიუხედავად იმისა რომ ვიცი მარტო ვარ, მირჩევნია მარტო ვიყო რადგან ეს მარტოობა რეალურია და არა ილუზიური როგორც პორნო 

Share on other sites

  • ფორუმელი

 

37 minutes წინ, Cookin_Soul said:

ანუ შენ ზიხარ სახლში, უყურებ პორნოს, ანძრევ და არაფერი გაინტერესებს. აღარ გაინტერესებს ვინ გიპირებს მტრობას, რამდენად გიძვირებენ გადასახადებს, რამდენად არ აინტერესებს საპირისპირო სქესს, აღარ გაინტერესებს რომ დეპრესიაში იხრჩობი რადგან შეეჩვიე და ვეღარ გრძნობ მას. უბრალოდ წლებს ოთახში ატარებ სადაც ხარჯავ ამ უნიკალურ ენერგიას, რომელსაც ახალი სიცოცხლის ჩასახვა შეუძლია.

შეიძლება ვინმემ ჩათვალოს რომ უტრირებ მარა არის ამაში ლოგიკა! გართობის და პორნო ინდუსტრია ზომბირების კაი საშუალებაა! 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Mulan said:

 

შეიძლება ვინმემ ჩათვალოს რომ უტრირებ მარა არის ამაში ლოგიკა! გართობის და პორნო ინდუსტრია ზომბირების კაი საშუალებაა! 

ადამიანი რომელიც ხშირად მიმართავს მასტურბაციას და პორნოს, ფაქტიურად აღარაფრისადმია სენსიტიური და თვითონ პორნოც და მასტურბაციაც აღარ ხიბლავს. ასერომ ვინც შორსაა ამ ორი  რამისგან, უფრო სენსიტიურია ყველაფრისადმი რადგან აქვს ამის ენერგია და მზაობა რომ იყოს ცოცხალი, უყვარდეს, უხაროდეს, იცინოდეს და რეალურ სიამოვნებებს ღებულობდეს

Edited by Cookin_Soul
Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Cookin_Soul said:

ასერომ ვინც შორსაა ამ ორი  რამისგან, უფრო სენსიტიურია ყველაფრისადმი რადგან აქვს ამის ენერგია და მზაობა რომ იყოს ცოცხალი, უყვარდეს, უხაროდეს, იცინოდეს და რეალურ სიამოვნებებს ღებულობდეს

აჰამ :chups: 

მეც ასე მგონია! 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share