Jump to content
×
×
  • Create New...

კელი დეგნანი: ოპოზიცია პარლამენტშია და მმართველ პარტიას მოუწევს გაითვალისწინოს მათი მოსაზრებები


Recommended Posts

  • ფორუმელი

"ოპოზიცია პარლამენტშია და მმართველ პარტიას მოუწევს გაითვალისწინოს მათი მოსაზრებები", - ამის შესახე აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რადიო "ათინათთან" ინტერვიუში განაცხადა. (ათინათის თარგმანი)

ელჩის თქმით, ამ შეთანხმების მიღწევა მნიშვნელოვანი იყო. აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც რჩება, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ ამ საკითხებზე ღიად მსჯელობა, ძალიან მნიშვნელოვანია.

"ახალი შეთანხმების შედეგად ჩნდება იმის საშუალება, რომ ძალინ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმები განხორციელდეს და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ პროცესში იმის ნახვა, თუ როგორ სწავლობდნენ პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთთან მოლაპარაკებას, ბევრი მათგანი მანამდე ერთმანეთს არ იცნობდა, თუმცა, შეძლეს და იმუშავეს საკმაოდ რთულ საკითხებზე.

რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც რჩება, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ ამ საკითხებზე ღიად მსჯელობა, ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მნიშვნელოვანია ასევე, რომ პარლამენტში გაგრძელდეს ეს სამუშაო. მაშინ როცა ოპოზიცია უკვე არის პარლამენტში და მმართველ პარტიას მოუწევს გაითვალისწინოს ოპოზიციის მოსაზრებები, სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებები და მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგი არ წარმოადგინოს პარლამენტში", - განაცხადა დეგნანმა.

 

პს.

აშშ-ის საელჩოს განცხადება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ

Home | სიახლეები და ღონისძიებები | აშშ-ის საელჩოს განცხადება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ
3
ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით.
 
საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება მხარეებს მოუწოდებს ერთობლივად იმოქმედონ კეთილსინდისიერად, რათა შეამცირონ ღრმა პოლარიზაცია, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ქართულ ოცნებას, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ სულისკვეთებით განახორციელოს 19 აპრილის შეთანხმება და მართოს გამჭრვირვალედ და ინკლუზიურად. ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა.
 
საქართველოში ახლა მრავალფეროვანი, მრავალპარტიული პარლამენტია, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. დროა, ყველა პარტიამ, განსაკუთრებით ქართულმა ოცნებამ, ერთად იმუშაოს პარლამენტში საქართველოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების გადასაჭრელად.
 

ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 29 აპრილი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

პპს. 

შალვა ნათელაშვილი - პირველივე რაუნდიდან კოლეგები ხელით მეჭირა, რომ არ ჩაბარებოდნენ კელი დეგნანს
21:30, 22.04.2021
 

ვინც ახლა მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს, მათ მოლაპარაკებების პირველივე რაუნდიდან ერთი სული ჰქონდათ შევარდნილიყვნენ პარლამენტში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, „ახლა ისხდებიან პარლამენტში ის ოთხი „ლელოს“ წარმომადგენელი და იდვებიან ვითარცა მყუდვარნი, როგორც თამარის ისტორიკოსი ამბობს, არაფერი არ იქნება, როგორც დანარჩენი მყუდვარები სხედან იქ“.

„თუ არ იქნა გადანგრეული ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც არის დაუნდობელი, სასტიკი, შეუბრალებელი. ერთ კომპრომისს არ აკეთებს, რომ მერე ის პრეცედენტი არ გაუხდეს. რომ არ გაგვეკეთებინა ეს საერთო ოპოზიციური ფორმატი ხუთი თვე, ამ შედეგებამდე ვერ მივიდოდით. დოკუმენტში აღიარეს, რომ ახალი არჩევნებია ჩასატარებელი, მართალია, მიაბეს ადგილობრივ არჩევნებს, მაგრამ აღიარეს პოლიტპატიმრებიც და ესეც. არათუ აქამდე მივიდოდით, არამედ დაიჭერდნენ პოლიტიკური ლიდერებს, მათ შორის დაიჭერდნენ მამუკა ხაზარაძეს, ჯაფარიძეს. მათ შეეშინდათ ოპოზიცური ფრონტის, აბა, ოქრუაშვილს , უგულავას გამოუშვებდნენ ციხიდან? რომ არ ყოფილიყო ეს ოპოზიციური ფრონტი. ეს ისტორიული მიღწევა უნდა მიგვეყვანა ბოლომდე, თვენახევარი ნერვების ომის მოგება ნიშნავდა ახალ არჩევნებს, პოლიტიკური პატიმრების გამოშვებას“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკების პირველივე რაუნდიდან კოლეგები ხელით ეჭირა, რომ არ ჩაბარებოდნენ აშშ-ის ელჩს.

„პირველივე რაუნდიდან კოლეგები ხელით მეჭირა, რომ არ ჩაბარებოდნენ კელი დეგნანს. უკვე საფრთხობელა ვიყავი იმ მოლაპარაკებებზე. ყველა მიყურებდა დიდი ეჭვით. როგორც კი წავიდოდა საუბარი, შედით პარლამენტში და სასამართლო რეფორმას ჩავატარებთ, მაშინვე ვდგებოდი და რაიმე იმისთანას ვამბობდი, რომ ჩაიშლებოდა ეს გეგმები. საბოლოო ჯამში იქამდე მივიდა საქმე, რომ რამდენიმე შეხვედრიდან გამომტოვეს და ისე უჩემოდ დაწერეს დოკუმენტი და პოსტ ფაქტუმ დამახვედრეს. ვინც ახლა მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს, მათ მოლაპარაკებების პირველივე რაუნდიდან ერთი სული ჰქონდათ შევარდნილიყვნენ პარლამენტში. ხაზარაძე-ჯაფარიძეს თავისი საბანკო ამბები აინტერესებთ, ესენი პოლიტიკოსებად არ დაბადებულან. „გირჩს“ აინტერესებს, სად უფრო გააბოლოს კარგად და მერე მარიხუანა დათესოს“, – განაცხადა ნათელაშვილმა. :lol:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share