Jump to content
×
×
  • Create New...

“მომთაბარეთა მიწა” ოსკარის მთავარი გამარჯვებული გახდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ვიზიტორი

დანიური კინოს ცოცხალმა ლეგენდამ, ტომას ვინტერბენგმა უკანასკნელი ფილმისთვის Drunk კარიერაში პირველი ოსკარი მოიპოვა.

კატეგორიაში ოქროს ქანდაკებისთვის იბრძოდნენ ბოსნიური Quo Vadis, Aida?, ჰონგ-კონგური Better Days, რუმინული Collective და ტუნისური The Man Who Sold His Skin. წელს საქართველოს სახელით ნომინაციისთვის დეა კულუმბეგაშვილის “დასაწყისი” იბრძოდა.

დანიური დრამის მთავარი გმირები 40 წელს მიღწეული მეგობრები არიან, რომლებიც ექსპერიმენტის ფარგლებში, ყოველდღიურად ალკოჰოლის მიღებას იწყებენ.

ვინტერბერგი გავლენიანი და ცნობილი თანამედროვე ევროპელი რეჟისორია, რომელიც ლარს ფონ ტრიერთან ერთად კინომოძრაობა “დოგმა 95”-ის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო.

The post ტომას ვინტერბერგმა ოსკარი მოიპოვა appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

ფილმში Judas and The Black Messiah შესრულებული ფრენკ ჰემპტონის როლისთვის, ბრიტანელმა მსახიობმა, დენიელ კალუიამ კარიერაში პირველი ოსკარი მიიღო.

კაცის მეორეხარისხოვანი როლის კატეგორიაში კალუიას კონკურენტები პოლ რაჩი, ლესლი ჯუნიორი, ბორატის ვარსკვლავი საშა ბარონ კოენი და ლაკიტ სტენფილდი იყვნენ. აღსანიშნავია, რომ კალუიამ და სტენფილდმა ერთ ფილმში თანაბარი მნიშვნელობისა და საეკრანო დროის როლები შეასრულეს, თუმცა აკადემიის გადაწყვეტილებით ნომინაციები მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლის კატეგორიაში მიიღეს. 

კალუიას პერსონაჟი რეალურად არსებული შავი პანტერების ლიდერი ფრენკ ჰემპტონია.

დენიელ კალუია ბრიტანელი მსახიობია, რომელმაც სახელი ჯორდან პილის Get Out-ში შესრულებული როლით გაითქვა, პერფომანსმა მსახიობს ოსკარის პირველი ნომინაცია მოუტანა. 

The post დენიელ კალუია ოსკარის მფლობელი გახდა appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

ვიზიტორი

ქლოე ჟაომ ისტორია გადაწერა და კინოს ისტორიაში მეორე ქალი რეჟისორი გახდა, რომელმაც ოსკარი მოიპოვა. ოქროს ქანდაკება რეჟისორს ფილმ Nomadland-ისთვის გადაეცა.

პირველად ამ კატეგორიაში ქალმა რეჟისორმა, ქეთრინ ბიგელოუმ, 2009 წელს გაიმარჯვა. სულ ოსკარის 93-წლიან ისტორიაში ოქროს ქანდაკებაზე შვიდი ქალი რეჟისორი იყო წარდგენილი. 

Nomadland ჟაოს რიგით მესამე ფილმია, ოსკარამდე რეჟისორმა ოქროს გლობუსი და BAFTA მიიღო.

სურათის მოქმედება ჩვენი დროის ამერიკის სამხრეთ შტატებში ვითარდება. მთავარი გმირები მომთაბარე ადამიანები არიან, რომლებიც ფურგონებით ქალაქიდან ქალაქში, დროებითი სამუშაოს ძიებაში გადაადგილდებიან.

ქლოე ჟაო ჩინელი რეჟისორია, სცენარისტი, მემონტაჟე და პროდიუსერია, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს. ჟაომ კრიტიკოსთა და მაყურებელთა ყურადღება 2017 წელს, ინდი დრამით The Rider მიიქცია.

The post ქლოე ჟაო კინოს ისტორიაში მეორე ოსკაროსანი რეჟისორი ქალი გახდა appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

ვიზიტორი

ფილმ Minari-ში ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის, იუნ იუჰ ჯუნგმა ოსკარი მიიღო. მსახიობი პირველი კორეელი მსახიობია, რომელსაც ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო გადაეცა.

კატეგორიაშ ჯუნგის კონკურენტები მარია ბაკალოვა, 8 ნომინაციის მფლობელი გლენ კლოუზი, ამანდა სეიფრიდი და ოსკაროსანი ოლივია კოლმენი იყვნენ.

იუნ-იუჰ ჯუნგი სამხრეთკორეელი მსახიობია, რომლის კარიერა 50 წელს ითვლის. Minari მისთვის პირველი ინგლისურენოვანი მხატვრული ფილმია. 

Minari ამერიკაში მცხოვრები სამხრეთკორეელი ემიგრანტების ცხოვრებას ასახავს. ჯუნგი სურათში ოჯახის უხუცეს წევრს, ბებიას ანსახიერებს.

The post იუნ იუჰ ჯუნგი პირველი კორეელი მსახიობი გახდა რომელმაც ოსკარი მოიპოვა appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

ვიზიტორი

ფრენსის მაკდრომანდმა ფილმ Nomadland-ში განსახიერებული როლისთვის მერილ სტრიპს გაუთანაბრდა და კარიერაში მესამე ოსკარი მოიპოვა. 

კატეგორიაში მაკდორმანდის კონკურენტები იყვნენ ერთი ოსკარის მფლობელი და ოთხჯერ ჯილდოზე წარდგენილი ერთადერთი შავკანიანი მსახიობი ქალი ვაიოლა დევისი, მსახიობები კერი მალიგანი, ანდრა დეი და ვანესა კირბი.

საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში მთავარ ფავორიტად კერი მალიგანი მიიჩნეოდა. ასევე კარგი შანსები ჰქონდა ვაიოლა დევისს. დაჯილდოების პირველი მოულოდნელობა სწორედ მაკდორმანდის გამარჯვება გახდა.

მაკდორმანდი ფილმში მომთაბარე ქალს ანსახიერებს, რომელიც სამხრეთის შტატებში ფურგონით გადაადგილდება.

The post ფრენსის მაკდორმანდმა კარიერაში მესამე ოსკარი მოიპოვა appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

ვიზიტორი

ლეგენდარულმა მსახიობმა, ენტონი ჰოპკინსმა კარიერაში მეორე ოსკარი, ფილმ Father-ში შესრულებული როლისთვის მიიღო.

პირველი გამარჯვება მსახიობმა შორეულ 1992 წელს იზეიმა, როდესაც კრავთა დუმილში შესრულებული პერფომანსისთვის ოქროს ქანდაკებით დაჯილდოვდა.

კატეგორიის უპირობო ლიდერი 2020 წელს გარდაცვლილი ჩედვიკ ბოუზმენი გახლდათ. სიკვდილის შემდეგ მსახიობი მრავალი პრესტიჟული დაჯილდოების გამარჯვებული გახდა.

ჰოპკინს აღნიშნულმა როლმა ასევე BAFTA-ს ჯილდოც მოუტანა. მსახიობი ახალ სურათში დემენციით დაავადებულ მამას ანსახიერებს.

მსახიობი დაჯილდოების ცერემონიას არ დასწრებია.

The post ენტონი ჰოპკინსმა მეორე ოსკარი მიიღო appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

ვიზიტორი

ამერიკის კინოაკადემიის 93-ე დაჯილდოების გამარჯვებული ქლოე ჟაოს დრამა Nomadland გახდა. სურათმა ჯამში 3 ოსკარი, საუკეთესო ფილმის, რეჟისორისა და მსახიობი ქალის კატეგორიებში მიიღო.

ყველაზე მთავარ კატეგორიაში ჟაოს ფილმის კონკურენტები Mank, Judas and The Black Messiah, The Trial of Chicago 7, The Father, Minari, Promising Young Woman, Sound of Metal იყვნენ.

ქლოე ჟაოს რიგით მესამე ფილმს კრიტიკოსები დადებითად შეხვდნენ. სურათმა ვენეციის კინოფესტივალზე გაიმარჯვა, ასევე BAFTA და ოქროს გლობუსი მოიპოვა. 

Nomadland-ის მთავარი გმირები თანამედროვე მომთაბარეები არიან, რომლებიც სამუშაოს ძიებაში ამერიკის სამხრეთ შტატებში ქალაქიდან ქალაქში ფურგონებით გადაადგილდებიან.

2021 წლის ოსკარების დაჯილდოების ცერემონიის გამარჯვებულთა სია კი ასე გამოიყურება:

საუკეთესო ფილმი

Nomadland

საუკეთესო რეჟისორი

ქლოე ჟაო (Nomadland)

საუკეთესო მსახიობი კაცი

ენტონი ჰოპკინსი (The Father)

საუკეთესო მსახიობი ქალი

ფრენსის მაკდორმანდი (Nomadland)

საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

დენიელ კალუია (Judas and The Black Messiah)

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

იუნ იუჰ-ჯუნგი (Minari)

საუკეთესო სცენარი

Promising Young Woman

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

Father

საუკეთესო ანიმაცია

Soul

საუკეთესო საერთაშორისო ფილმი

Drunk (დანია)

საუკეთესო ოპერატორი

Mank

საუკეთესო მონტაჟი

Sound of Metal

საუკეთესო მუსიკა

Soul

საუკეთესო სიმღერა

Judas and The Black Messiah

საუკეთესო ხმა

Sound of Metal

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები

Tenet

საუკეთესო კოსტიუმები

Ma Rainey’s Black Bottom

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა

Ma Rainey’s Black Bottom

საუკეთესო მხატვრობა

Mank

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

My Octopus Teacher

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

Colette

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

Two Distant Stranger

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია

If Anything Happens I Love You

საპატიო ოსკარი

ტაილერ პერი

ერთზე მეტი ოსკარი შემდეგმა ფილმებმა დაიმსახურეს:

Nomadland – 3

Ma Rainey’s Black Bottom – 2

Mank – 2

Sound Of Metal – 2

Soul – 2

Judas and The Black Messiah – 2

Father – 2

The post “მომთაბარეთა მიწა” ოსკარის მთავარი გამარჯვებული გახდა appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, Merlin said:

საუკეთესო მსახიობი ქალი

ფრენსის მაკდორმანდი (Nomadland)

 

აბა რა:love:

ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი?  (c)ქეთუ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share