Jump to content
×
×
  • Create New...

“მომთაბარეთა მიწა” ოსკარის მთავარი გამარჯვებული გახდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
1 minute წინ, Deutschland said:

1000%

Grand Theft Auto 5–ის სარეკორდო მიღწევების სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:
 
1. 24 საათის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი სათავგადასავლო ვიდეოთამაში
2. 24 საათის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი ვიდეოთამაში
3. გასართობი პროდუქციის მიერ ყველაზე სწრაფად მიღებული 1 მილიარდი შემოსავალი
4. ვიდეოთამაშის მიერ  ყველაზე სწრაფად მიღებული 1 მილიარდი შემოსავალი
5. 24 საათის განმავლობაში ყველაზე სწრაფად გავრცელებული ვიდეოთამაში
6. გასართობი პროდუქციის მიერ 24 საათის განმავლობაში მიღებული უდიდესი შემოსავალი
7. ყველაზე ბევრჯერ ნანახი ტრეილერი სათავგადასავლო ვიდეოთამაშებს შორის

არც ერთი გეიმინგ კომპანია არაა გურჯისტანში ამ დროს :(

საშაურმე ხო არ გაგვეხსნა?

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Chigurh said:

არც ერთი გეიმინგ კომპანია არაა გურჯისტანში ამ დროს :(

საშაურმე ხო არ გაგვეხსნა?

და რომც იყოს და რამე ისეთი შექმნან 1 მილიარდი რომ დაწეროს, მიუვარდება ღამე ვინმე ანტუნის კლანი და ეტყვიან დავაი დროზე გადმოაფორმეო :D 

თან ახლა ვირტუალური რეალობები ძალიან დიდი სისწრაფით იხვეწება და იწყება თამაშების მაგათში ინტეგრირება. 

გაიკეთებ სათვალეს და თამაშობ ხოშიანად, ვიღას ახსოვს ფილმები და ა.შ. :D

აგერ ახლახანს იგივე კომპანია როქსტარმა, red dead redemption 2 რომ გამოუშვა 770 მილიონი გააკეთეს 3 დღეში. 

წარმოუდგენელ ციფრებზეა გეიმინგ ინდუსტრია გასული, აგერ სონიმ პს 5 მოთხოვნა მიწოდება დღემდე ვერ დააბალანსა თითქმის ყველგან დეფიციტია და ახლა წარმოებას ზრდიან. 

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Chigurh said:

პირველი ოქროს ხანა უკვე იყო (სოპრანოებკ, თვინ ფიქსი),

ეგ გარიჟრაჟი იყო და საკაბელო ტელევიზიები მერე მოიხოდა, მაგ დროს პრაკატით გაჰქონდათ ფილმები, ვაფშე არ ითვლება ეგ ეტაპი. 

10 minutes წინ, Chigurh said:

ჯერ კიდევაა ბაზარზე შოუების სცენარები რომლებიც აზროვმებას მოითხოვს და არა პირიქით.

ძაან ცოტაა,  მინი სერიალები კიდევ ცალკე სპეციფიური სატყუარაა სეზონებზე გაწელილი სერიალებისგან განსხვავებით. 

 

8 minutes წინ, Chigurh said:

არც ერთი გეიმინგ კომპანია არაა გურჯისტანში ამ დროს :(

 

ამისთვის კაი მსუყე ინვესტიცია და იდეალური გუნდია საჭირო ბრადცი! ჰააჰ!

 

ჰოლივუდი რამდენი წელია არსებობს? მის მესამედს მაინც გაქაჩავს ნეთფლიქსომანია, მერე მიიღებ ჰიბრიდულ კინოს, გეიმინგი ადამიანის ცხოვრების სხვა სივცრეს იკავებს და თუ ოდესმე კაცობრიობა იქამდე მივა რომ ყველა გეიმერი იქნება ჩათვალეთ დედა გვაქვს მოდღნული! ცხოვრებაში ერთი თამაშიც კი არ მითამაშია, ყველას ტვინი ერთ თარგზე უნდა გამოიჭრას მაშინ, შეუძლებელი არაა მარა არასასრუველი მომავალია მოკლედ! 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Deutschland said:

და რომც იყოს და რამე ისეთი შექმნან 1 მილიარდი რომ დაწეროს, მიუვარდება ღამე ვინმე ანტუნის კლანი და ეტყვიან დავაი დროზე გადმოაფორმეო :D 

თან ახლა ვირტუალური რეალობები ძალიან დიდი სისწრაფით იხვეწება და იწყება თამაშების მაგათში ინტეგრირება. 

გაიკეთებ სათვალეს და თამაშობ ხოშიანად, ვიღას ახსოვს ფილმები და ა.შ. :D

აგერ ახლახანს იგივე კომპანია როქსტარმა, red dead redemption 2 რომ გამოუშვა 770 მილიონი გააკეთეს 3 დღეში. 

წარმოუდგენელ ციფრებზეა გეიმინგ ინდუსტრია გასული, აგერ სონიმ პს 5 მოთხოვნა მიწოდება დღემდე ვერ დააბალანსა თითქმის ყველგან დეფიციტია და ახლა წარმოებას ზრდიან. 

ეგრეა.

ნამდვილად წარმოუდგენელ ციფრებზეა საუბარი და აქ ვინმე რომ იყოს ისეთი ვისაც კონკურენტუნარიანი სცენარის დაწერა და კარგი სტაფის მენეჯმენტი შეუძლია, გურჯულ ოლიგარქატს რატომ გააპარსინებს თავს :) ?

წავა და სადმე ევროპის იაფ ქვეყანაში დაარეგისტრირებს კომპანიას.

აქ ცეხავიკებიც გვყოფნის არ გვინდა გეიმინგი

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Deutschland said:

გაიკეთებ სათვალეს და თამაშობ ხოშიანად, ვიღას ახსოვს ფილმები და ა.შ. :D

 

ორი სხვა და სხვა აქტივობაა, ფილმის ყურებისას პასიური დამკვირვებელი ხარ გეიმში ჩართული აქტიური პერსონაჟი. ანუ გეიმინგი კინომოყავრულებს აახევს სასტავს მარა არც ისე რომ ეგ ინდუსტრია ჩაკვდეს საბოლოოდ, მაშინ როცა ვიდეო ნარატივის სამყაროში ცხოვრობთ და ტექსტი თავისი არსებობის ბოლო ათწლეულს ითვლის სავარაუდოდ...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Mulan said:

ეგ გარიჟრაჟი იყო და საკაბელო ტელევიზიები მერე მოიხოდა, მაგ დროს პრაკატით გაჰქონდათ ფილმები, ვაფშე არ ითვლება ეგ ეტაპი. 

არა ვერ დაგეთანხმები :))

მაგალითად სოპრანოების შემდეგ შოუთა მთელი კასტა მისი გავლენის ქვეშ იყო, და დღემდე შეინიშნება სოპრანოების გავლენა ბევრ ახალ შოუში.

ზოგადად დღევნადელი შოუები აი მაგ ძველი გრანდების ჩრდილში არიან რაღაც კუთხით, სწორედ იმიტომ რომ ეგ იყო საწყისო ეტაპი და პირველებმა დადეს თამასა, გამართული სცენარის, სიუჟეტური ხაზის და ა.შ.

იმჰო მეორე ტალღა წამოვა და ეგ იქნება შოუების დაისიც.

ონლაინ, Mulan said:

ძაან ცოტაა,  მინი სერიალები კიდევ ცალკე სპეციფიური სატყუარაა სეზონებზე გაწელილი სერიალებისგან განსხვავებით. 

 

ამისთვის კაი მსუყე ინვესტიცია და იდეალური გუნდია საჭირო ბრადცი! ჰააჰ!

 

ჰოლივუდი რამდენი წელია არსებობს? მის მესამედს მაინც გაქაჩავს ნეთფლიქსომანია, მერე მიიღებ ჰიბრიდულ კინოს, გეიმინგი ადამიანის ცხოვრების სხვა სივცრეს იკავებს და თუ ოდესმე კაცობრიობა იქამდე მივა რომ ყველა გეიმერი იქნება ჩათვალეთ დედა გვაქვს მოდღნული! ცხოვრებაში ერთი თამაშიც კი არ მითამაშია, ყველას ტვინი ერთ თარგზე უნდა გამოიჭრას მაშინ, შეუძლებელი არაა მარა არასასრუველი მომავალია მოკლედ! 

 

ინვესტიცია კი საჭიროა.

სტაფიც შესაბამისი.

მაგრამ მონდომების შემთხვეაში, საწყისი პროექტის გაშვება შეუძლებელი არაა.

ეხლა პირველივე პროექტად last of us  მსგავსი რამის შექმნას თუ მოინდომებს ვინმე, იმას კი დასჭირდება ფულის დიდი არხები)

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Chigurh said:

მაგალითად სოპრანოების შემდეგ შოუთა მთელი კასტა მისი გავლენის ქვეშ იყო, და დღემდე შეინიშნება სოპრანოების გავლენა ბევრ ახალ შოუში.

 

სთორითელინგის მხრივ გავლენა? რა ტიპის გავლენაზე საუბრობ? რომელ წლებში გადიოდა ეკრანებზე სოპრანო? მერე ჩახედე საკებელოებსაც :) 

სიტკომებზე მეგობრებმა რა ნაკელბი გავლენა მოახდინეს? არის ეპოქალური მნიშვნელობის ფილმები რომლებიც ათწლეულების მერეც წარმოადგენდნენ ინსპირაციის წყაროს დამწყები თუ ძველი რეჟისორებისთვის! 

სერიალომანიის პირველი ეტაპია ახლა, ის რაც იყო 90 იანებში ეგ იყო გარიჟრაჟი, მეორე ეტაპი იქნება სიუჟეტური ხაზის არჩევის შესაძლებლობა მაყურებლის მიერ მარა გავითვალისწინოთ რომ ამგვარი სთორითელინგი პროდუქციის ფასს და წარმოების დროს ძალიან აძვირებს. ჰოლივუდში 5 რედი რომ ეგდო დღეს ყველა სარეკლამოს თავიის რედი აქვს ან შეუძლია დღიურად იქირაოს და ხარისხი დადოს. მოკლედ კინოწარმოებას თავი არ ამოუწურავს ჯერ...

8 minutes წინ, Chigurh said:

ეხლა პირველივე პროექტად last of us  მსგავსი რამის შექმნას თუ მოინდომებს ვინმე, იმას კი დასჭირდება ფულის დიდი არხები)

ძალიან ძვირადღირებული ტექნიკა, ჰაი კლასის გუნდი და მენეჯირებაა საჭირო, სცენარზე და სხვა დეტალებზე რომ არაფერი ვთქვათ. საქართველოში არსებულ პროექტების მენეჯერებს არ მგონია მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ქონდეთ და მათი წვლილი მსგავსი პროექტების განხორციელებისას არის განუზომელი! 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
7 minutes წინ, Mulan said:

სთორითელინგის მხრივ გავლენა? რა ტიპის გავლენაზე საუბრობ? რომელ წლებში გადიოდა ეკრანებზე სოპრანო? მერე ჩახედე საკებელოებსაც :) 

აი შედარებისთბის ბბ (ბრეიქინგ ბედ)

ვთანხმდებით იმაზე, რომ ინსპირაცია სოპრანოები იყო და გვეთანხმება ვინს გილიგანიც.

ანუ იმდენადაა სიუჟეტურ ხაზში, ქარაქთერ დეველოფმენთში გავლენა, რომ გენდოლფინის გარდაცვალების შემდეგ კრინსტონმა პირდაპირ თქვა, რომ არა სოპრანოები არ იქნებოდა ბბ-იო.

ამ ტიპის გავლენები მაქვს მხედველობაში.

ნუ საკაბელოების შემდეგ უკვე სხვა ტალღა რომ წამოვიდოდა ეგ მოსალოდნელიც იყო.

Quote

სიტკომებზე მეგობრებმა რა ნაკელბი გავლენა მოახდინეს? არის ეპოქალური მნიშვნელობის ფილმები რომლებიც ათწლეულების მერეც წარმოადგენდნენ ინსპირაციის წყაროს დამწყები თუ ძველი რეჟისორებისთვის! 

სერიალომანიის პირველი ეტაპია ახლა, ის რაც იყო 90 იანებში ეგ იყო გარიჟრაჟი, მეორე ეტაპი იქნება სიუჟეტური ხაზის არჩევის შესაძლებლობა მაყურებლის მიერ მარა გავითვალისწინოთ რომ ამგვარი სთორითელინგი პროდუქციის ფასს და წარმოების დროს ძალიან აძვირებს. ჰოლივუდში 5 რედი რომ ეგდო დღეს ყველა სარეკლამოს თავიის რედი აქვს ან შეუძლია დღიურად იქირაოს და ხარისხი დადოს. მოკლედ კინოწარმოებას თავი არ ამოუწურავს ჯერ...

მოკლედ ვთანხმდებით, რომ ვერ შევთანხმდით :D

კინემატოგრაფია ბოლო ამუსუნთქვებს აკეთებს ჩემკ დაკვირვებით, თრეშ ფილმების წარმოება რა თქმა უნდა არ შეწყდება მარა, ფრაზა "რას დაემსგავსა ოსკარები" უფრო და უფრო გატრუხდება

Quote

ძალიან ძვირადღირებული ტექნიკა, ჰაი კლასის გუნდი და მენეჯირებაა საჭირო, სცენარზე და სხვა დეტალებზე რომ არაფერი ვთქვათ. საქართველოში არსებულ პროექტების მენეჯერებს არ მგონია მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ქონდეთ და მათი წვლილი მსგავსი პროექტების განხორციელებისას არის განუზომელი! 

კი ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით დაგჭირდება ინვესტორება და სტაფის მენეჯმენტიც არაა იაფი.

თუმცა დასაწყისისთვის ენთუზიასტებიც გინდა, როგორც ყველა დიდ პროექტს.

ციფრებში დეტაურად გარკვეული არ ვარ, მაგრამ პატარა პროექტი მეგა თანხები არ უნდა დაჯდეს (მეგაში ბევრ ათეულ მილიონს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში)

 

ხო კიდევ მსგავსი სტაფის შედარებით იაფი ბაზრები არსებობს, როგორხ აღმ ევროპაში, (უკრაინას დიდი კიბერნეტიკული და ციფრული გამოცდილება აქვს) ასევე აზიაში (ინდოეთიდან გამოიყვამ კადრებს)

Edited by Chigurh
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share