Jump to content
×
×
  • Create New...

გათხოვილებო და ქმარს გაცილებულებო


Recommended Posts

  • ფორუმელი
32 minutes წინ, Mulan said:

ეგ რატომ ? 

 

ვგონებ ცხადია რატომაც - კაცი ზედმეტად რომ არ ჩათვალოს

ბოდიში, ჩაგეჭერით

 

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
18 minutes წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

კაცი ზედმეტად რომ არ ჩათვალოს

ყველას თავისი ადგილი აქვს! აქ იმას ვამბობდი რომ ფეხმძიმობა თავგადასავალია და საკუთარი თავის შეგრძნებების და მსოფლმხედველობის გარკვეულწილად დაკორექტირების ეტაპიც, ასე მგონია... ალბათ ბევრ რამეს ცვლის ეს ქალში და სასოწარკვეთისთვის არ უნდა ეცალოს წესით რა, ევოლუციურადაც როცა შვილს აჩენ მოდუნების უფლება სორი მარა აღარ გაქვს, სხვანაირად ვერ გადაარჩენ შენ ნაშიერს! ამიტომ გინდათ თუ არა ამ დროს ქალი გართულია საკუთარ თავში ჩიჩქნაობით და უდიდეს სიახლესთან შეგუებით, თანაც, პრენატალური პერიოდი დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე, იასნად სასოწარკვეთა და დრამები კაის არაფერს მოუტანს შვილსაც! კაცებმა უნდა იდარდონ თუ არა? არ მგონია, უბრალოდ ჩხიკინი არაა საჭირო და ცოტა 9 თვიანი პმს კი უნდა აიტანოთ ახლა აბა როგორ? 

პროსტა ის განცდა რომ გიჩნდება ადამიანის გვერდით რომ აი ესაა სულ და მეტი არაფერიო? ჩლუნგი ხარ რა! თან როცა გაბმული ხარ უკვე თორემ ამისგან დაზღვეული არავინაა...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, Mulan said:

აბა შენი აზრით მე რას ვგულისხმობდი

მე ვიფიქრ რაღაც სპონტანურ არაპროგნოზირებად საქციელებს გულისხმობდი, მაგრამ მერე გამახსენდა რომ მუდოები მოგწონს და მუდოს შენეულ პაკეტში შედის ეგ? :) 

 

4 საათის წინ, Mulan said:

ეგ რატომ ? 

ანუ იმ დონეზე არ გადასძალოს, შვილი ჩვენს ურთიერთობაზე წინ რომ დააყენოს. წესით ჩვეულებრივ სიტუაციებში ქმარი და შვილი კონკურენტები არ არიან, მაგრამ სწორი განვითარება ზუსტად ამისთვისაა საჭირო, რომ მის არსებაში და ცხოვრებაში ეს კონკურენცია არ გაჩნდეს. სწორად უნდა ჰქონდეს ყველაფერი დალაგებული. და თუ მაინც მოხდა რაღაც ექსტრემალური, (მაგ. შვილ(ებ)ის წართმევით/მოკვლით ემუქრებიან, თუ ქმარს არ გაწირავს), ქმარი უნდა ამჯობინოს. 

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, დათვების მეგობარი said:

მე ვიფიქრ რაღაც სპონტანურ არაპროგნოზირებად საქციელებს გულისხმობდი, მაგრამ მერე გამახსენდა რომ მუდოები მოგწონს და მუდოს შენეულ პაკეტში შედის ეგ? :) 

 

ღამის 2 ზე რომ მომინდეს აყვავებულ ნუშნარში უნდა წამიყვანოს კი! 

დივანზე მწოლარე არსებას ვერ ავიტან. ნუ ცოტათი კი მარა რომ ავუწევ წარბს უნდ ადგეს!

მუდოები სხვანაირებიც არ არიან!

 

3 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

წესით ჩვეულებრივ სიტუაციებში ქმარი და შვილი კონკურენტები არ არიან, მაგრამ სწორი განვითარება ზუსტად ამისთვისაა საჭირო, რომ მის არსებაში და ცხოვრებაში ეს კონკურენცია არ გაჩნდეს.

ეგრეა

აი მამაჩემისთვის დედაჩემია პირველ ადგილას, მერე შვილები, ზოგჯერ მგონია რომ ვერც იაზრებს რომ შვილები ყავს! :facepalm:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Mulan said:

მამაჩემისთვის დედაჩემია პირველ ადგილას

წესით ასეც უნდა იყოს, თუმცა არიან კაცები, რომლებსაც შვილებზე მზე და მთვარე ამოსდით, ცოლი კი ამ შვილების გასაჩენი და მოსავლელი მოწყობილობაა უბრალოდ. 

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

კოროჩე მე როგორც მივხვდი, გათხოვილი და ქმარს გაშორებული  არავინ შემოსულა ჯერ :uxe:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

არ არსებობს ფორმულირება ურთიერთობებში რაა და ძაან ადვილია კლავიატურით ამ ფორმულების წერაც და ამაზე ფიქრიც. რეალობაში ძალიან ძალიან ცოტა ქალი ვიცი, ვისაც ქმარი შვილებს ურჩევნია და ძალიან ცოტა კაცი ვიცი, ვინც იმხელა სიყვარული მისცა ბოლომდე ქალს, რომ არჩევანი რომ იყოს ქმარი აირჩიოს ვინმემ. გარდა ამისა ეგეთი ძლიერი გრძნობა მაინც რჩეულთა ხვედრი უფრო მგონია, ვიდრე ყოველდღიური რეალობა და მევასება ეგეთი ხალხი ქმარი რო ყველას ურჩევნიათ

Edited by კარქი გოგო
Share on other sites

  • ფორუმელი
On 4/25/2021 at 4:08 PM, Mulan said:

შემოდით!

 

კითხვა მაქვს :rolf:

 

პირველად როდის დაფიქრდით ''სულ ეს არის?''  

 

 

და რაც შეეხება ამ კითხვას, შეიძლება ასეთი კითხვა არასოდეს გაგიჩნდეს მაგრამ იგივე შინაარსის ან იგივე კონტექსტში სხვა კითხვებმა შეგაწუხოს, მაგალითად ეს მე ვარ? ნუთუ ასე შევიცვალე და მსგავსები )))) ხოდა როცა ხვდები რომ საკუთარი თავი აღარ გიყვარს იმ ადამიანის გვერდით, რომელიც ყველას გერჩივნა ერთ დროს და როცა პროტესტის გრძნობა (საკუთარი თავის მიმართ პირველ რიგში)  ყველაფრის სურვილს გაკარგინებს, მაშინ უნდა მიხვდე რომ ეს the end-ია და არაფრის გამო აღარ უნდა გაჩერდე იქ, სადაც არ გიხარია ცხოვრება. არ შემიძლია ეს ძალით დატოვებული ოჯახები და ძალით შენარჩუნებული ურთიერთობები "შვილების ხათრით" თუმცა ოჯახის დანგრევაშიც არაფერია კარგი და სახარბიელო. დრო რომ გადის აანალიზებ ყველაფერს, მაგრამ თუ ჩემისთანა ვირი ხარ მაინც არ აღიარებ ხმამაღლა შენ რ ა დააშავე და რისი გაკეთება შეიძლებოდა, რომ არ დანგრეულიყო. მიუხედავად უამრავი პრობლემისა და შედეგებისა, არასოდეს მინანია ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯები და ეს უფრო მიიოლებს ცხოვრებას. დანაშაულის შეგრძნება გამაცამტვერებდა, რო ვემეგობრებოდე ამ გრძნობას. 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share