Jump to content
×
×
  • Create New...

არჩილ თალაკვაძე გადადგა, პარლამენტის ახალი თავმჯდომარე კახა კუჭავა იქნება


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაასრულა 19-22 აპრილის ვიზიტი ბრიუსელში, სადაც იგი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე მომუშავე წამყვან ევროპარლამენტარებს შეხვდა.

კობახიძე ბრიუსელში მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების უმეტესობის მიერ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერამდე ჩავიდა.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან 20 აპრილს გამართულ შეხვედრაზე მიესალმა შეთანხმების მიღწევას, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს, რომ „გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, როგორებიცაა – კოვიდ-19, ეკონომიკური გაჯანსაღება და რეგიონული საკითხები“.

21 აპრილს, კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სვენ მიკსერმა 19 აპრილის შეთანხებას „სწორი მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯი“ უწოდა.

ვიზიტის შეჯამებისას, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ 22 აპრილს განაცხადა, რომ „ყველა აქებს „ქართულ ოცნებას” დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის“. „ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას“, – დასძინა მან.

ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კობახიძე ასევე შეხვდა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს, ასევე ევროპარლამენტარებს ნაჩო სანჩეს ამორს, რიჩარდ ჩარნეცკის, მიხაელ გალერს, ანდრიუს კუბილიუსს, რასა იუკნევიჩიენეს,  ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს, მარინა კალიურანდს, პეტრას აუსტრევიჩიუსს, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელს. თუმცა, ცალკეული შეხვედრების დეტალები არ გახმოვანდა.

ბრიუსელში ჩასვლამდე, კობახიძე 12-16 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

Posted (შესწორებული)
17 საათის წინ, Civilian said:

 ვინაა ეგ კუჭავა?

კაცი ღირსეული ფრიად, უხვყმიანი, ციხოვანნი, მგლისმუხლიანი მოლაშქრე და ღვთის ერთგული.

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, Eric said:

კაცი ღირსეული ფრიად, უხვყმიანი, ციხოვანნი, მგლისმუხლიანი მოლაშქრე და ღვთის ერთგული.

ამოვწყდი :rolf::rolf::rolf::rolf::rolf::rolf::rolf:

 

მაინც ვერ გავიდა ან რატო მოვიდა ან რატო წავიდა

ამიხსენით ვინმემ ჯიგრულად :rolf::rolf::rolf:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, Mulan said:

მაინც ვერ გავიდა ან რატო მოვიდა ან რატო წავიდა

 

'კარწინკისთვის' დასჭირდათ ვითომ ნეიტრალური, ოპოებთან გარჩევებში ნაკლებად ჩართული ტიპი. როგორც კობახიძის გადადგომით არაფერი შეცვლილა, ისე ახლა

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Moor said:

'კარწინკისთვის' დასჭირდათ ვითომ ნეიტრალური, ოპოებთან გარჩევებში ნაკლებად ჩართული ტიპი. როგორც კობახიძის გადადგომით არაფერი შეცვლილა, ისე ახლა

რომელი კარწინკისთვის? ვის დაწრდა? ბიბის? 

აბა წავიდაო :scared:

ისე მიდიან და მოდიან რა, ან მოსვლა რა იყო ან წასვლაო იმერლებმა ვიცით ხოლმე მსგავს სიტუაციებში გაკვირვება ;(

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan ზოგადად გუნდს დასავლეთში პოზიციონირებისთვის

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Moor said:

ზოგადად გუნდს დასავლეთში პოზიციონირებისთვის

მოიცა ვინმემ დასავლეთში მოითხოვა არჩილასთვის თავში წამოტყაპუნება?

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, Mulan said:

მოიცა ვინმემ დასავლეთში მოითხოვა არჩილასთვის თავში წამოტყაპუნება?

არაფერი მაგდაგვარი. პრობლემური შეთანხმების ხელმოწერა შეეტენა პოეტს. 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share