ფორუმელი Moor Posted 24 აპრილი, 2021 Posted 24 აპრილი, 2021 ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაასრულა 19-22 აპრილის ვიზიტი ბრიუსელში, სადაც იგი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე მომუშავე წამყვან ევროპარლამენტარებს შეხვდა. კობახიძე ბრიუსელში მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების უმეტესობის მიერ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერამდე ჩავიდა. ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან 20 აპრილს გამართულ შეხვედრაზე მიესალმა შეთანხმების მიღწევას, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს, რომ „გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, როგორებიცაა – კოვიდ-19, ეკონომიკური გაჯანსაღება და რეგიონული საკითხები“. 21 აპრილს, კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სვენ მიკსერმა 19 აპრილის შეთანხებას „სწორი მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯი“ უწოდა. ვიზიტის შეჯამებისას, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ 22 აპრილს განაცხადა, რომ „ყველა აქებს „ქართულ ოცნებას” დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის“. „ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას“, – დასძინა მან. ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კობახიძე ასევე შეხვდა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს, ასევე ევროპარლამენტარებს ნაჩო სანჩეს ამორს, რიჩარდ ჩარნეცკის, მიხაელ გალერს, ანდრიუს კუბილიუსს, რასა იუკნევიჩიენეს, ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს, მარინა კალიურანდს, პეტრას აუსტრევიჩიუსს, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელს. თუმცა, ცალკეული შეხვედრების დეტალები არ გახმოვანდა. ბრიუსელში ჩასვლამდე, კობახიძე 12-16 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა. ასევე წაიკითხეთ: კომპრომისული შეთანხმების ამნისტიის პუნქტმა უთანხმოება გამოიწვია 19 აპრილის შეთანხმება: მელიას გათავისუფლების მექანიზმები დავის საგანი გახდა შარლ მიშელი პარლამენტში ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თბილისში ქვეყნის პირველ პირებს შეხვდა ევროპარლამენტარები 19 აპრილის შეთანხმებას მიესალმებიან Expand Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 25 აპრილი, 2021 Posted 25 აპრილი, 2021 (შესწორებული) On 4/24/2021 at 11:10 AM, Civilian said: ვინაა ეგ კუჭავა? Expand კაცი ღირსეული ფრიად, უხვყმიანი, ციხოვანნი, მგლისმუხლიანი მოლაშქრე და ღვთის ერთგული. Edited 25 აპრილი, 2021 by Eric Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 25 აპრილი, 2021 Posted 25 აპრილი, 2021 On 4/25/2021 at 4:48 AM, Eric said: კაცი ღირსეული ფრიად, უხვყმიანი, ციხოვანნი, მგლისმუხლიანი მოლაშქრე და ღვთის ერთგული. Expand ამოვწყდი მაინც ვერ გავიდა ან რატო მოვიდა ან რატო წავიდა ამიხსენით ვინმემ ჯიგრულად Expand Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 25 აპრილი, 2021 Posted 25 აპრილი, 2021 On 4/25/2021 at 9:00 AM, Mulan said: მაინც ვერ გავიდა ან რატო მოვიდა ან რატო წავიდა Expand 'კარწინკისთვის' დასჭირდათ ვითომ ნეიტრალური, ოპოებთან გარჩევებში ნაკლებად ჩართული ტიპი. როგორც კობახიძის გადადგომით არაფერი შეცვლილა, ისე ახლა Expand Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 25 აპრილი, 2021 Posted 25 აპრილი, 2021 On 4/25/2021 at 2:27 PM, Moor said: 'კარწინკისთვის' დასჭირდათ ვითომ ნეიტრალური, ოპოებთან გარჩევებში ნაკლებად ჩართული ტიპი. როგორც კობახიძის გადადგომით არაფერი შეცვლილა, ისე ახლა Expand რომელი კარწინკისთვის? ვის დაწრდა? ბიბის? აბა წავიდაო ისე მიდიან და მოდიან რა, ან მოსვლა რა იყო ან წასვლაო იმერლებმა ვიცით ხოლმე მსგავს სიტუაციებში გაკვირვება Expand Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 25 აპრილი, 2021 Posted 25 აპრილი, 2021 @Mulan ზოგადად გუნდს დასავლეთში პოზიციონირებისთვის Expand Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 25 აპრილი, 2021 Posted 25 აპრილი, 2021 On 4/25/2021 at 2:31 PM, Moor said: ზოგადად გუნდს დასავლეთში პოზიციონირებისთვის Expand მოიცა ვინმემ დასავლეთში მოითხოვა არჩილასთვის თავში წამოტყაპუნება? Expand Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 25 აპრილი, 2021 Posted 25 აპრილი, 2021 On 4/25/2021 at 2:37 PM, Mulan said: მოიცა ვინმემ დასავლეთში მოითხოვა არჩილასთვის თავში წამოტყაპუნება? Expand არაფერი მაგდაგვარი. პრობლემური შეთანხმების ხელმოწერა შეეტენა პოეტს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა