ფორუმელი Moor Posted 21 აპრილი, 2021 Posted 21 აპრილი, 2021 შპს ჯეუ გრუპმა უკონკურენტოდ გაიმარჯვა ზესტაფონის გზების სარეაბილიტაციო 8-მილიონიან ტენდერში admin Wed, 04/21/2021 - 20:46 შპს ჯეუ გრუპმა უკონკურენტოდ გაიმარჯვა ზესტაფონის გზების სარეაბილიტაციო 8-მილიონიან ტენდერში, რომლის მიხედვითაც სამუშაოები 2021 წლის ივლისში უნდა დასრულდეს.. გზებზე ასფალტის ძველი საფარი მძიმე ტექნიკით აყარეს, თუმცა 8 თვის თავზე ქუჩების ისევ გადათხრილია, სამუშაო შეჩერებულია, ქუჩებზე ბიზნესები იხურება და უმუშევრობა იზრდება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჯეუ გრუპი, რომელმაც 2013-20 წლებში 160 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო და რომლის მფლობელებიც “ქართული ოცნების” შემომწირველები არიან, სამუშაოების ვადაგადაცილებით და/ან უხარისხოდ ასრულებს. 2020 წლის აგვისტოში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ტენდერი 8.574 მლნ ლარის ოდენობით, ქ.ზესტაფონში გზების რეაბილიტაციის შესყიდვისთვის. აღნიშნულ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა შპს ‘ჯეუ გრუპმა’ 8.033 მლნ წინადადებით. აგვისტოდან დაიწყო აღნიშნული ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შედეგადაც მოხდა ძველი ასფალტის საფარის აყრა გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე და მძიმე ტექნიკით გადაითხარა ეს ტერიტორია, რათა მომზადებულიყო ასფალტის ახალი საფარის დასაგებად. მიუხედავად საკმაო დროის გასვლისა, სამუშაოების დაწყებიდან 8 თვის თავზე გზის ეს მონაკვეთები ისევ გადათხრილი რჩება და იქ ასფალტის ერთი ფენაც კი არ დაგებულა. აღნიშნული მდგომარეობა უკიდურესად აზიანებს ამ ქუჩებზე განლაგებულ ბიზნესს, რომლის მფლობელებიც იძულებულები არიან შეამცირონ სამუშაო შტატები ან სულაც დახურონ სამეწარმეო ფართები. დაუსრულებლად გადათხრილი ქუჩები, აგრეთვე დიდი დისკომფორტია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მიუხედავად იმისა რომ სახელშეკრულებო პირობების თანახმად აღნიშნული სამუშაოების დასრულების ბოლო ვადა 2021 წლის 31 ივლისია, ადგილობრივი მეწარმეებისა და ქ.ზესტაფონის მაცხოვრებლებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ასფალტის მინიმუმ ერთი ფენა მაინც დაიგოს გზის ამ მონაკვეთებზე, რათა მათ დაუბრკოლებლად შეძლონ ბიზნესის ფუნქციონირება და იძულებულები არ გახდნენ შეამცირონ სამუშაო ადგილები ან საერთოდ შეწყვიტონ სამეწარმეო საქმიანობა. ადგილობრივების განცხადებით, სამუშაოების ამ ტემპით გაგრძელების შემთხვევაში შეუძლებელია მისი დასრულება 31 ივლისამდე მოესწროს. კომპანია: ნიშანდობლივია აგრეთვე ამ ტენდერში უკონკურენტოდ გამარჯვებული კომპანიის ბექგრაუნდიც. შპს ჯეუ გრუპი დაარსდა 2008 წლის 23 აპრილს. კომპანიის 50-50%-ს ფლობენ გიორგი მარკოიშვილი და ნინო კიკაბაძე. აღნიშნული კომპანია ოპერირებს გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით. 2013 წლიდან ის აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში, რომლის შემსყიდველიც ყველა შემთხვევაში არის სხვადასხვა სახელმწიფო ორგანო. 2013 წლიდან 2020 წლის ჩათვლით სახელმწიფო ორგანოების მიერ ამ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება შეადგენს 159,317,027 ლარს. აქედან 7,982,512 ლარი ამ კომპანიამ მიიღო გამარტივებული შესყიდვის გზით, რაც გულისხმობს რომ შემსყიდველმა სახელმწიფო ორგანოებმა ყოველგვარი ტენდერის და კონკურსის გარეშე უშუალოდ ამ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კომპანიის მფლობელები არიან მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები. 2017 წლის აგვისტოში, ადგილობრივი არჩევნების წინაპერიოდში შპს ჯეუ გრუპის მფლობელებმა 25-25 ათასი ლარი შესწირეს მმართველ პარტიას. წარსულში ეს კომპანია ხშირად იყო კრიტიკის ობიექტი მის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილების გამო, მაგალითად: 2019 წელს ეს კომპანია ასრულებდა კახეთის გზატკეცილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის უხარისხოდ მიმდინარეობის გამოც თბილისის მერმა კახა კალაძემ შპს ჯეუ გრუპი გააკრიტიკა და თქვა რომ: “ის რაც კახეთის გზატკეცილის სათადარიგო გზებზე ხდებოდა, იყო სრული კატასტროფა". აგრეთვე ეს კომპანია ასრულებდა თბილისში ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც დაგეგმილზე 9 თვით გვიან დასრულდა, ხოლო უშუალოდ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში კი არაერთი ხარვეზი გამოვლინდა, რამაც აგრეთვე კითხვის ნიშნები გააჩინა შესრულებული სამუშაოების ხარისხზე. დასკვნა: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის გამოცხადებულ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირების კომპანიამ, რომელიც გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს არაგონივრული ვადით წელავს, რის გამოც აღნიშნული ქუჩები გადათხრილია, რის გამოც იქ განლაგებული ბიზნესი გაკოტრების პირასაა მისული და მოსახლეობა კარგავს სამუშაო ადგილებს. ეს კომპანია წარსულშიც არაერთ შემთხვევაში იყო სამუშაოების ვადაგადაცილებაში ან მის უხარისხოდ შესრულებაში შემჩნეული და შესაბამისი კრიტიკის ობიექტიც, თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდმა მაინც მასთან გააფორმა ხელშეკრულება, თანაც უკონკურენტო გარემოში. აღნიშნული გარემოება აჩენს ეჭვს, რომ წინასწარ ხომ არ იყო ტენდერის პირობები მორგებული აღნიშნული კომპანიის ინტერესებს და ამას ხომ არ ეწირება ქალაქ ზესტაფონის მაცხოვრებელთა ინტერესები და იქ მოქმედი წვრილი/საშუალო ბიზნესი. წყარო: NAT200008635 - ტენდერი http://www.sadplan.ge/.../2013-dan-otsnebis... - ჭავჭავაძის გამზირზე მასალა https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge - ტენდერების საიტი Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-04/174624166_2931778073764290_4569341408766549335_n.jpegაპრილი 2021 2021 Author დავით მჟავანაძე Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა