Jump to content
×
×
  • Create New...

Binance US-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან ბრუქსი გახდება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

აშშ-ს ვალუტის კონტროლის ოფისის (OCC) ყოფილი ხელმძღვანელი, ბრაიან ბრუქსი (Brian Brooks) 1 მაისიდან კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ის ამერიკული განყოფილების აღმასრულებელი დირექტორი გახდება.

ამჟამად Binance US-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია კეტრინ კოლის (Catherine Coley) უკავია. გადაიყვანენ მას სხვა პოზიციაზე თუ საერთოდ დატოვებს კომპანიას უცნობია. 

ბრუქსს წარსულში სავაჭრო პლატფორმა Coinbase-ის იურიდიული საკითხების ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. 2020 წლის მაისიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით კი ის აშშ ვალუტის კონტროლის ოფისის დირექტორის პოსტს იკავებდა. კრიპტოვალუტების რეგულირების საკითხებში მეტი სიცხადის შესატანად გაწეული ძალისხმევის გამო, ბრუქსი კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა.

როგორც Binance-ის დამფუძნებელმა, ჩემპენ ჯაომ (Changpeng Zhao) განაცხადა, ბრუქსის გამოცდილება ტრადიციული ფინანსური მომსახურების და ციფრული აქტივების სფეროებში, ასევე სახელმწიფო სამსახურის მართვის გამოცდილება  Binance US-ის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელი იქნება. თავის მხრივ ბრუქსმა განაცხადა, რომ ბირჟის მიერ საქმიანობაში მისი დონის ხელმძღვანელის ჩართვა, პლატფორმის აქტიურობასა და სტაბილურობაზე მეტყველებს. ბრუქსმა ასევე დაამატა, რომ მისი ამოცანებიდან ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული Binance US-ის Coinbase-ისთვის ძლიერ კონკურენტად ჩამოყალიბება იქნება. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება მარეგულირებელი ორგანოების ნორმატიული მოთხოვნების შესრულებას დაეთმობა.

„ჩვენ ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების მასიური დანერგვის ზღურბლზე ვიმყოფებით. ამ საკითხით დაინტერესებულნი არიან კერძო პირები, დაწესებულებები და მთავრობები. მკაფიო ნორმატიული ბაზის შემუშავების საკითხებზე, როგორც კრიპტოვალუტების სფეროს წარმომადგენლებთან, ისე კანონმდებლებთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებ. ეს აშშ-ს მოქალაქეებს დეცენრალიზებული ფინანსირების უპირატესობებით სარგებლობის საშუალებას მისცემს და დარგს მომავალი თაობებისთვის განავითარებს.“- განაცხადა ბრუკსმა.

Binance-ის აშშ-ს ფილიალი 2019 წელს გაიხსნა. Binance US როგორც BAM Trading Services-ის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი, ცალკე მოქმედი ორგანიზაცია პოზიციონირებს. თუმცა ორივე კომპანია ჩემპენ ჯაოს მიერ არის დაფუძნებული.

წყარო: https://bits.media

 

 

The post Binance US-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან ბრუქსი გახდება appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share