Jump to content
×
×
  • Create New...

ვისი აცრა იქნება "კრიტიკულად აუცილებელი"?


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ამერიკაში კოვიდ-19-ზე ჯერჯერობით მოსახლეობის მხოლოდ კონკრეტული ჯგუფების წარმომადგენლებს, მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს ცრიან. ცნობილი არ არის, როდის დაიწყება ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია. თუმცა, ამა თუ იმ ინდუსტრიის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ მათმა თანამშრომლებმა კოვიდ-19-ის აცრა შედარებით ადრე გაიკეთონ.  ამჟამად აცრას იმ ადამიანებს უკეთებენ, რომლებიც სამედიცინო ან მოხუცებზე ზრუნვის დაწესებულებებში მუშაობენ, ასევე ხანდაზმულ ადამიანებს და მაღალი რისკის ქვეშ მყოფ სხვა პირებს. თუმცა იანვარ-თებერვლიდან ეს ჯგუფი შედარებით გაფართოვდება და აცრას ის ადამიანებიც მიიღებენ, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში არიან დასაქმებულნი, თუმცა მათ მუშაობას აქვს სტატუსი: "კრიტიკულად მნიშვნელოვანი". შესაბამისად, ახლა ამერიკაში იმაზე მსჯელობენ, როგორ აირიდონ თავიდან არაორგანიზებულობა, დაბნეულობა და ზოგ შემთხვევაში - თაღლითობაც კი, იმის დასადგენად, თუ ვინ სად მუშაობს, და არის თუ არა ნამდვილად მათი ფუნქციები და პოზიცია არსებითი მნიშვნელობის.  ვინ წყვეტს, ვინ არის "კრიტიკულად მნიშვნელოვანი" თანამშრომელი? ამ სტატუსს სხვადასხვა შტატი განსხვავებული კრიტერიუმებით ანიჭებს მოქალაქეებს. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, აცრის მიმღებთა შორის შემდეგ ეტაპზე, შესაძლოა 30 მილიონამდე ასეთი დასაქმებული აღმოჩნდეს. მომდევნო საფეხურზე კი - კიდევ 57 მილიონი ადამიანი.   თუმცა, სახელმძღვანელო პრინციპებისა და კრიტერიუმების მკაფიო ჩამონათვალის არარსებობამ, შესაძლოა გადამოწმების პროცესი შეაფერხოს. მარტში, ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა, პანდემიის დროს "კრიტიკულად მნიშვნელოვანი დასაქმებულების" სია გამოაქვეყნა. ის ამერიკაში დასაქმებულთა თითქმის 70 %-ს მოიცავდა და ამით დეპარტამენტმა მეტი სიცხადე შესძინა სამომავლოდ ვაქცინაციის დაგეგმვის პროცესს. თუმცა, მოგვიანებით, ამა თუ იმ შტატმა, საკუთარი პრიორიტეტების შესაბამისი სიების შემუშავება დაიწყო, რადგან სხვადასხვა შტატში ადგილობრივი ინდუსტრიებისა და ბიზნესების განსხვავებული საჭიროებებია.  ამ დროისთვის ამერიკაში ორი - "ფაიზერ"-"ბიონტექისა" და "მოდერნას"  ვაქცინებია დამტკიცებული. ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი უკიდურესად მაღალია, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 328 ათასს გადააჭარბა.  "დაავადებათა კონტროლის ცენტრის" სპეციალისტებმა გასულ კვირას რეკომენდაცია გასცეს იმის თაობაზე, რომ მომდევნო ეტაპზე 75 წელზე ასაკოვანი ადამიანების გარდა, ის პირებიც აიცრან, ვინც პირველად დახმარებას უჩენენ მოქალაქეებს, ასევე მასწავლებლები, კვების, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტირების სფეროში, წარმოებაში, ფოსტაში და სასურსათო მაღაზიებში დასაქმებულები.  ადგილობრივი მთავრობების ზოგიერთი წარმომადგენელი აპირებს პირველად გეგმას მიჰყვეს, ზოგი კი ამგვარ კატეგორიზებას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ სჯობს ვაქცინაცია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გაგრძელდეს.  ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოახერხებენ ჯანდაცვის დეპარტამენტები და ფარმაცევტული კომპანიები იმ პირთა ფართო სპექტრის გამოვლენასა და იდენტიფიცირებას, ვინც შემდეგ ეტაპებზე უნდა აიცრას. კერძო ფარმაცევტული კომპანიები ამბობენ, რომ ფედერალური და შტატის რეგულაციების მიხედვით იმოქმედებენ. 

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share