Jump to content
×
×
  • Create New...

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა ევროკავშირის კომპრომისულ წინადადებას ხელი მოაწერეს


Recommended Posts

  • ფორუმელი

„ვაშინგონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორი გადმოცემა იმედს გვიცრუებს“, -დაწერა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბიურომ ევროპასა და აზიაში Twitter-ზე 17 აპრილს და განაცხადა, რომ „ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კომპრომისს მიაღწიონ“.

განცხადებას წინ ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აშშ-ში სამუშაო ვიზიტი უძღვოდა, სადაც იგი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯორჯ კენტს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აღმოსავლეს ევროპისა და კავკასიის დეპარტამენტის დირექტორს, კრის სმიტს, ასევე სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდა.

აშშ-ის განცხადებას „გულწრფელი საუბრების“ შესახებ დროში დაემთხვა ქართული ოცნების განცხადება, რომ პარტიამ 31 მარტს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას ისახავს მიზნად. ძირითადი ოპოზიციური პარტიები დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს აცხადებდნენ და ორ მთავარ მოთხოვნაზე – ახალი არჩევნების ჩატარებასა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებაზე პროგრესს ითხოვენ.

ამერიკიდან კობახიძე ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლებთან განაგრძობს მოლაპარაკებებს.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასალახად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტზე საუბრისას, ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიესალმნენ მასში „პოლიტპატიმრების“ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ ჩადებულ მექანიზმს. რაც შეეხება ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს, ლიდერებმა განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს. დოკუმენტში, პრეზიდენტი მიშელი მხარეებს სთავაზობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება ხმების 43%-ის მოგროვებას ვერ შეძლებს, იგი 2022 წელს ახალი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას აიღებს.

საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით 18 აპრილს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა ჟურნალისტებთან ახალი დოკუმენტის შესახებ დეტალებზე ისაუბრეს. დღევანდელ შეხვედრააზე მმართველი გუნდის წევრები არ მივიდნენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილი მიესალმა დოკუმენტში „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების შესახებ „მკაფიო“ მექანიზმის შეტანას, თუმცა თქვა, რომ არის „პრობლემები გაკრევულ საკითხებთან მიმართებაში შემოთავაზებულ დოკუმენტში“. ამით სამადაშვილმა ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ დოკუმენტში არსებულ ჩანაწერზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებამდე შიდაპარტიული კონსულტაციები  ექნება.

განახლებული დოკუმენტის მიმართ უკმაყოფილება უფრო ღიად გამოხატა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა აკაკი მინაშვილმა და აღნიშნა, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა „არ არის სწორი გზა“. მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის დოკუმენტზე ხელმოწერა პრობლემური იქნება.

აღნიშნა რა, რომ „პოლიტპატიმრებთან“ მიმართებით ახალ დოკუმენტში „ძალიან კარგი პროგრესია“, ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ აკაკი მინაშვილის მსგავსად, თქვა, რომ ხელახალი არჩევნების „თვითმმართველობის არჩევნებთან მიბმა არის მიუღებელი“. თუმცა, ბოკერიამ ხაზი გაუსვა, რომ საკითხზე პარტიის წევრებთან იმსჯელებენ.

 

ხაზი გაუსვა რა, რომ „დოკუმენტის შინაარსი მისაღები უნდა იყოს მეტნაკლებად ყველა მხარისთვის“, – სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საკითხს პარტიის პოლიტსაბჭოზე განიხილავენ.

„ზოგადად, დოკუმენტი არ მომწონს. არ მჯერა, რომ ეს კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას“, – თქვა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ. თუმცა, იგი „პოლიტიპატიმრების“ გათავისუფლების შესახებ დოკუმენტში არსებულ მექანიზმს მიესალმა.

პრეზიდენტ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტი „პოზიტიურად“ შეაფასა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ და პარტიის სახელით მასზე ხელმოწერის მზაობა გამოხატა. „მაგრამ ამისთვის საჭიროა ხელისუფლების მზაობა, რომ შევთანხმდეთ“, – დაამატა მან.

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ ახალი წინადადება გაასაჯაროვა, რომელიც გუშინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან შესთავაზა. ახალი დოკუმენტი ოპოზიციისთვის ორ მნიშვნელოვან საკითხს – „პოლიტპატიმრებისთვის“ ამნისტიასა და ხელახალი არჩევნების შესახებ ჩანაწერს შეიცავს, რომლიც 31 მარტს შარლ მიშელის წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ წინადადებაში არ იყო.

„პოლიტპატიმრების“ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას შესახებ ახალ დოკუმენტში წერია:

„ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს“.

ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე კი, რომელი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისთვის ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო საკითხია, დოკუმენტში ვკითხულობთ:

„ქართული ოცნების 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს“.

პირველ წინადადებასთან შედარებით, ახალ დოკუმენტში ჩადებული ორი საკვანძო საკითხი, სწორედ ის თემებია, რომლებზეც მრავალთვიანი მოლაპარაკების ფონზე ,მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის მთავარ დაბრკოლებად რჩება.

ქრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტისგან განსხვავებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და პროფესიული წევრების არჩევის „შესაძლო დაბლოკვის“ საწინააღმდეგო მექანიზმის შესახებ კიდევ ერთ ახალ ჩანაწერს შეიცავს განახლებული წინადადება.

კერძოდ მათი არჩევის პირველ ორ მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3- დასჭირდება, მესამე მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5, ხოლო  შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა. ამასთან  ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან. მეტიც, . არჩევის „შესაძლო დაბლოკვის“ საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ზე ნაკლები) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ექვსი თვით შემოიფარგლება.

დოკუმენტში გენერალური პროკურორების არჩევის „შესაძლო დაბლოკვის“ საწინააღმდეგო მექანიზმზეც არის საუბარი. კერძოდ – მისი არჩევვის პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასჭირდება, შემდგომ მცდელობებს კი -ხმების უბრალო უმრავლესობა. ამასთან, ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა, წინა კენჭისყრიდან. აგრეთვე, არჩევის „შესაძლო დაბლოკვის“ საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება.

შემდგომი ინსტიტუციური რეფორმირების კონტექსტში დოკუმენტში საუბარია ოპოზიციის როლის გაზრდაზეა საუბარი პარლამენტში, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდაზე საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე, აგრეთვე სასამართლო სისტემის რეფორმირების ნაწილში.

31 მარტს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ლიდერებმა ქრისტიან დანიესონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადეს. 16 აპრილს, პრეზიდენტ მიშელის მიერ ახალი წინადადების შეთავაზებამდე ორი დღით ადრე, დოკუმენტს ცალმხრივად ხელი ქართულმა ოცნებამ მოაწერა.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ქართულმა ოცნებამ 19 აპრილს განაცხადა, რომ მზადაა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული კომპრომისული წინადადების ხელმოწერის საკითხი განიხილოს. თუმცა, მმართველ პარტიაში ხაზი გაუსვეს, რომ შეთანხმების პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და ოპოზიციას „პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ“ მოუწოდა.

ახალი წინადადება ოპოზიციის ორ მთავარ მოთხოვნას შეიცავს – „პოლიტპატიმრების“ ამნისტიას და 2022 წელს ვადამდელი არჩევნების სავარაუდო ჩატარებას – რაც არ შედიოდა    შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში, რომელსაც მხოლოდ მმართველმა პარტიამ მოაწერა ხელი.

რაც შეეხება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს, მმართველმა პარტიამ განცხადებაში აღნიშნა, რომ „ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი“. ქართულმა ოცნებამ ასევე განაცხადა, რომ არ დააფიქსირებს საკუთარ კრიტიკულ პოზიციას, თუ მას საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს.

ქართული ოცნება ლელოს-საქართველოსთვის ლიდერების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესაც შეეხო და აღნიშნა, რომ მათ პოლიტიკურ სტატუსს შეაფარეს თავი. ქართული ოცნების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ, რომლის მიმართაც ასევე მიმდინარეობს სამართალწარმოება, „დააფუძნა ტელევიზია და ჟურნალისტური საქმიანობით ცდილობს იმუნიტეტის მოპოვებას“. „ამ საქმეების შეფასება უნდა მოხდეს სამართლის სფეროში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა გამოირიცხოს აღნიშნული საქმეების პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა და მათი შეფასება მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი სტანდარტებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

მმართველი პარტია ხაზს უსვამს, რომ სასამართლო სისტემასა და პროკურატურაზე „ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული მედიის მხრიდან ხდებოდა არაობიექტური და მოტივირებული შეტევა მისი დისკრედიტაციის მიზნით“. ქართული ოცნება აცხადებს, რომ ქართული სასამართლო და მართლმსაჯულება დამოუკიდებლობის და სამართლიანობის კუთხით „მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა“ და ამის დასტურად „მსოფლიო ბანკისა“ და „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საერთაშორისო რეიტინგები მოყავს, რომელშიც საქართველოს სასამართლო სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულში შედის და ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაზე უკეთეს შედეგს აჩვენებს. ამას გარდა, მმართველი პარტია აცხადებს, რომ „IPSOS France“-ის კვლევით, „საქართველოს მოსახლეობაში სასამართლოს მიმართ ნდობა 50%-ზე მაღალია, რაც ევროკავშირის განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელთან ახლოს დგას“.

 
Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Moor said:

მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი“

იანკი გოუ ჰოუმამდე დარჩენილი აქვთ ერთი ნაბიჯი :დ

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth ხო, გუშინ 'გაექცათ' სიტყვები. მედიას რომ გადავხედე, ყველა ქოცექსპერტი აკრიტიკებდა მედიატორებს. 

'როდემდე უნდა გვასწორებინოთ ტექსტები, სანამ ნაცებს არ მოეწონებაათ?'

'მართლმსაჯულების გათავისუფლებას, მართლმსაჯულებაში არევით გვთხოვეეენ'

 

დაკვეთა თუ იქნება უფრო შორსაც შეტოპავენ

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

 

პრეზიდენტი 16:00 საათზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

დიეგო კოლასი - შეთანხმება საქართველოს გააძლიერებს და ჩვენ ძლიერი საქართველოს ხილვა გვსურს

დიეგო კოლასი - შეთანხმება საქართველოს გააძლიერებს და ჩვენ ძლიერი საქართველოს ხილვა გვსურს
fbshare.png
print.png

შეთანხმება საქართველოს გააძლიერებს და ჩვენ, საფრანგეთსა და ევროკავშირს ძლიერი საქართველოს ხილვა გვსურს, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, სადაც ის შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას აზიარებს.

„შეთანხმება საქართველოს გააძლიერებს და ჩვენ, საფრანგეთსა და ევროკავშირს ძლიერი საქართველოს ხილვა გვსურს. ბოლო დღეებისა და საათების განმავლობაში მხარეებმა ასეთი შეთანხმების გაფორმების ინტერესი გამოხატეს. გამბედაობის, ნდობის გამოვლენისა და ერთიანობის ძიების დროა, რაზეც ქვეყნის ძლიერება გადის“, - წერს ელჩი.

 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   160 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 159 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(2)
    • Chrome(12)
    • YandexBot(2)