Jump to content
×
×
  • Create New...

ფერადი ფანჯრები


Recommended Posts

  • ფორუმელი

ძალიან მომწონს ეს დეტალი მხატვრულ ნამუშევარში, ძირითად შემთხვევაში შთამბეჭდავს ხდის გარემოს და თუ სხვა ზოგიერთ შემთხვევაში ან თემატიკაში, ფერების სიუხვე მაღიზიანებს, აქ სხვაგვარადაა საქმე. ფერადი ფანჯრები ის კომპონენტია, რომელიც სიცოცხლეს უსხამს ნახატს. გარდა ამისა ცნობისმოყვარეობას გიღვიძებს, რა ხდება ფანჯრებს მიღმა. ეს ხელოვნების ნიმუშებში, თორემ რეალურ ცხოვრებაში იქნება 6-7 წელი, რაც ფანჯრებში აღარ ვიყურები შიშით. საშინელი ჩვევა მქონდა, პირველ სართულზე სახლებში ყურება, მაგრამ იქ ადამიანები კი არა, სახლის ინტერიერის თვალიერება მხიბლავდა, სანამ ვიღაცის ზალაში გამოკვანწულ მიცვალებულს არ გადავაწყდი ერთი ორჯერ. მაგის მერე შევეშვი! ეხლა ზუსტად ისე თავჩახრილი ჩავივლი ხოლმე,  პირველი სართულის ფანჯრებთან, როგორც ბავშვები ტელევიზორში დანახული კოცნის სცენაზე ხრიან თვალებს ( ხრიდნენ ჩემს ბავშვობაში, ვხრიდით, რავიცი გვცხვენოდა მაშინ და ეხლა კი ვხედავთ რაც ხდება) მოკლედ ამ ჩვენს ჩარჩოებს მხატვრები ხშირად იყენებდნენ, ოთახში სინათლის "გასაუმჯობესებლად" და ასევე სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა, როგორც იმედის სხივი. 

ვერ ვიტან რაა ამ თეორიულ უწუ-პუწუ ტექსტებს, მაგრამ აბა საიდან უნდა გაგეგოთ სხვანაირად ჩემი და სხვისი მკვდრების შესახებ. 

უბრალოდ თვალი გაანებივრეთ ვისაც ხელოვნება გიყვართ. 

რამოდენიმე ფოტოს დავდებ, რომელიც თემას არ ეხება, მაგრამ ძალიან მომწონს ეს ნამუშევრებიც?

0BC9500E-4230-47B1-B8F0-19F6D092F695.jpeg

A3A9C445-2A7A-4DA2-AAA3-8FE6FE87069B.jpeg

18DA0392-41D4-4AEE-BDF3-C79A0962FB75.jpeg

55E01827-DC6D-4A1E-83CF-A6FA27614E85.jpeg

C538DCEE-052A-450F-A1A1-8186ABCAEEEE.jpeg

18A56191-EBA5-4F1E-84EC-4BF1DFA5E4D5.jpeg

CA248192-BC4C-4410-B5AB-60C2A6F891CD.jpeg

4853221D-F972-4908-8613-E68C58192EC2.jpeg

F5674387-8545-45A3-84B9-AC744A93C311.jpeg

829EFE18-297A-4679-B394-6ECDFC46FE1A.jpeg

Share on other sites

  • ფორუმელი

ეჰ

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share