Jump to content
×
×
  • Create New...

თელავის საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს: დაკავებულია პოლიციის უფროსის მოადგილე


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

პროკურატურამ კახეთში, სოფელ იყალთოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავა. შემთხვევა 26 დეკემბერს, საღამოს საათებში მოხდა. “რეგინფოს” თანახმად, მოკლულია ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ ჩაიდინა მკვლელობა.  შემთხვევის ადგილზე, ასევე ურთიერთშელაპარაკებისას, ხელის არეში დაიჭრა კიდევ ერთი პირი.

განცხადების თანახმად, სამართალდამცავებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   233 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 232 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(16)
    • Chrome(13)
    • Googlebot(3)
    • Facebookexternalhit(3)
    • ASIA