Jump to content
×
×
  • Create New...

ევროკავშირის განცხადება საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს ანგარიშზე 


Recommended Posts

  • ფორუმელი

ევროკავშირი 14 აპრილს მიესალმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ 23-ე კონსოლიდირებული ანგარიშის – „კონფლიქტი საქართველოში“ წარდგენას.

ევროკავშირმა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში საკითხის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მოუწოდა გენერალ მდივანს, განაგრძოს ანგარიშების წარდგენა. ევროკავშირმა სინანული გამოხატა იმის გამო, რომ პროგრესი არ შეინიშნება 2020 წლის 21 ოქტომბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების განხორციელების კუთხით.

ევროკავშირმა კვლავ გამოხატა შეშფოთება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული სამხედრო ძალების კონცენტრაციის გამო და 2008 წლის აგვისტოს ომზე სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილების აღსრულებისკენ მოუწოდა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე პუნქტი დაარღვია“.

გამოხატა რა შეშფოთება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გაუარესების გამო, ევროკავშირმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებსა და დანარჩენ საქართველოს შორის გამშვები პუნქტები დაუყონებლივ უნდა გაიხსნას და თვითნებურად დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, ზაზა გახელაძე გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეების – გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეების სათანადო გამოძიებისკენ და მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

აღნიშნა რა, რომ ორივე მხრიდან განხორციელდა ძალისხმევა აფხაზეთიდან გადმოსვლაზე პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შესამსუბუქებლად, ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ თანამშრომლობის გაზრდაა საჭირო, რაც კიდევ ერთხელ ცხადყო გალის ოთხი მკვიდრის დახრჩობამ, რომლებიც მდინარე ენგურით დანარჩენ საქართველოში გადმოსვლას ცდილობდნენ.

ევროკავშირმა ყურადღება ასევე გაამახვილა ეთნიკური ქართველების გაძლიერებულ დისკრიმინაციაზე, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, რომელთაც კვლავ ეზღუდებათ რიგი უფლებები, მათ შორის, ბინადრობის, მუშაობის, საკუთრებისა და განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლებები.

„ვწუხვართ, რომ ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მის ადამიანის უფლებათა კომისარს არ ეძლევათ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის შესაძლებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას შეუერთდნენ ალბანეთი, ანდორა, საქართველო, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, თურქეთი და უკრაინა.

 

 
Share on other sites

26 minutes წინ, Moor said:

განცხადებას შეუერთდნენ ალბანეთი, ანდორა, საქართველო, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, თურქეთი და უკრაინა.

დანარჩენები მოსაწევად იყვნენ გასულები?

Share on other sites

1 minute წინ, Moor said:

ევროკავშირი +დანარჩენი ევროპა

ბოდიში, ეგრევე ავგურჯულდი

ესეიგი ავიჭერი რაფრა გაგვიბედესთქვა

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share