Jump to content
×
×
  • Create New...

CIA-ს ყოფილი ხელმძღვანელი:„ბიტკოინის კვალის მიგნება ბევრად ადვილია ვიდრე ნაღდი ფულის“


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მაიკლ მორელმა განაცხადა, რომ მთავრობებმა ბლოკჩეინი უკანონო საქმიანობის გამოსაძიებლად უნდა გამოიყენონ.

მაიკლ მორელი (Michael Morell) გადაჭარბებულს უწოდებს მარეგულირებლების მოსაზრებას, რომ ბოროტმოქმედები ბიტკოინს ფულის გათეთრებისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის და გადასახადებისგან თავის არიდებისთვის იყენებენ. მისი აზრით, ბლოკჩეინის ტექნოლოგია მაკონტროლებელი ორგანოებისთვის დიდი სარგებლის მომტანია. ამიტომ სახელმწიფოებმა ის უკანონო საქმიანობის აღმოჩენისა და კანონდამრღვევთა პასუხისგებაში მიცემის ინსტრუმენტად უნდა განიხილონ. ამ დასკვნამდე მორელი კრიპტოვალუტების ალიანსთან Crypto Council for Innovation (CCI) ერთობლივი კვლევების შედეგად მივიდა.

ბლოკჩეინზე ჩაწერილი ინფორმაცია ღიაა და მისი შეცვლა შეუძლებელია. ამის გამო ბიტკოინის უკანონო ტრანზაქციების კვალის მიგნება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე საზღვარგარეთ გადატანილი ნაღდი ფულის. მორელის თქმით, ბოროტმოქმედებს კრიპტოვალუტები მართლაც რომ გამოეყენებინათ, სამართალდამცავებს  უკანონო ფინანსური საქმიანობის ამოძირკვის საშუალება დიდი ხნის წინ ექნებოდათ.

ცოტახნის წინ კრიპტოვალუტების უკანონო საქმიანობაში გამოყენების შესახებ შეშფოთება როგორც აშშ ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა (Janet Yellen), ისე ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმაც (Christine Lagarde) გამოთქვეს.

თუმცა, სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის აზრით, ასეთი განცხადებები არ ეფუძნება კონკრეტულ მონაცემებს და მომდინარეობს იმათგან, ვინც კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის მუშაობის პრინციპებში არაა ჩახედული.

„ადამიანებს უბრალოდ ეშინიათ იმისი, რაც არ ესმით.“- ამბობს მორელი.

გასულ წელს CIA-მ ბლოკჩეინის შესაძლებლობების შესწავლისთვის ახალი კვლევითი განყოფილება დაამატა.

წყარო: https://bits.media

The post CIA-ს ყოფილი ხელმძღვანელი:„ბიტკოინის კვალის მიგნება ბევრად ადვილია ვიდრე ნაღდი ფულის“ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Damnoc ბოდავს 

სხვა უსაფრთხო კოინებს რო გავეშვათ, თუ ცნობილია, ვისია ბიტკოინის საფულეები, დააკვირდები ტრანზაქციებს, მარა თუ არაა ცნობილი რა უნდა გაიგო ვინ სად რას რიცხავს?  

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
40 minutes წინ, ChariotGod said:

დროის ამბავია.

ამ სამყაროში ყველაფერი დრის ამბავია

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   295 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 295 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(1)