Jump to content
×
×
  • Create New...

Love, Death & Robots


Recommended Posts

  • ფორუმელი
13 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

არც კი ვიფიქრებდი, რომ უბრალოდ იმ კუნძულის გადაჭმა უნდოდა თავის პატარებთან ერთად.

არაერთხელ ახსენა ხორცი და მიმართა კუნძულს როგორც "ხორცის კუნძული" :D

მე სხვა რამემ შემიღიტინა ცუდად.

პირველ ჩასვლაზე ტრიუმში კიდია საკმაოდ ბევრი ზვიგენი. მოგვიანებით ჩასვლაზე საერთოდ აღარ ჩანს არცერთი. ანუ საჭმელში გადის.

ეს არის ზვიგენთმჭერი გემი.

კი არ ვიცი მაგ პროფესიის ნიუანსები მაგრამ ვინმეს ეხსენებინა მაინც ვარიანტად დავიჭიროთ კიდევ ზვიგენები და ჩავუყაროთო.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
41 minutes წინ, Damnoc said:

გააჩნია ვინ რას ეძებს და პოულობს მაგ სერიებში ალბათ.

მე დიდ ღრმააზროვნებას იშვიათად ვეძებ ხოლმე ასეთ რამეებში. თუმცა, თუ ვპოულობ, მიხარია.

 

  

11 minutes წინ, Damnoc said:

ვინმეს ეხსენებინა მაინც ვარიანტად დავიჭიროთ კიდევ ზვიგენები და ჩავუყაროთო.

მაგის საჭიროება არ იდგა, ისეთი სიხშირით ხოცავდა მთავარი გმირი ხალხს დაშოშმინების მიზნით. თან ადამიანის ხორცი დაევასაო, თავიდანვე აღნიშნა.

 

  

11 minutes წინ, Damnoc said:

არაერთხელ ახსენა ხორცი და მიმართა კუნძულს როგორც "ხორცის კუნძული" 

საჭმელს რომ ითხოვდა გზაში, ბუნებრივია; ხორცის ჭამა მინდაო, ეგ ნათქვამი მაგაში გავიყვანე. ანუ საგზალი არ მომაკლოთ მისვლამდეო რა. კუნძულის ასე ხსენება ჩემს თარმანში არ ყოფილა.

 

Edited by დათვების მეგობარი

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, დათვების მეგობარი said:

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ საფრთხეებს ორი სერია ეძღვნებოდა მეორე სეზონში

მესამეს მეშვიდეც საინტერესო რამეა :) 

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

კოროცე, შემთხვევით ეს თემა ზავიკითხე, სეზონების შედარებაზე იყო საუბარი, ეს კარგია, ის ცუდია, ეს კიდევ საშუალოო...

ხოდა კიდევ ერთხელ გეუბნებით:

ძველებურად ვემიჯნები სეზონებად დაყოფას და საერთოდ ეგეთ გათვლებს.

დაიწერა სცენარი? დაიწერა. გამოვიდა 208 სერია? გამოვიდა. ხოდა მორჩა - გამოუშვი ეგ 208 სერია და ეგაა, რა სეზონი და მეზონი, თბილ ქვეყნებში გააფრინეთ ბარემ საწყალი სერიალი

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, დათვების მეგობარი said:

მესამეს მეშვიდეც საინტერესო რამეა :) 

საყვარლობაა მაგრამ ნამეტანი ლაითი ჩემთვის არსით.

 

1 საათის წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

დაიწერა სცენარი? დაიწერა. გამოვიდა 208 სერია? გამოვიდა. ხოდა მორჩა

ოსვალდოს შემოვევლე, კი მაგრამ სცენარი რომ სეზონურობის გათვალისწინებით იწერება?

 

ამ შემთხვევაში არა რთქ, მაგრამ ზოგადად ხშირია.

Share on other sites

  • ფორუმელი
51 minutes წინ, Damnoc said:

ოსვალდოს შემოვევლე, კი მაგრამ სცენარი რომ სეზონურობის გათვალისწინებით იწერება?

არასწორი მიდგომაა მერე, ძმას ავუხილე თვალი და შევახედე ჭეშმარიტებას მომხმარებლის თვალით

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

1 საათის წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

დაიწერა სცენარი? დაიწერა. გამოვიდა 208 სერია? გამოვიდა. ხოდა მორჩა - გამოუშვი ეგ 208 სერია და ეგაა, რა სეზონი და მეზონი, თბილ ქვეყნებში გააფრინეთ ბარემ საწყალი სერიალი

GOT, LOTR და ეგეთ სერიალებში კი. როცა ერთი ავტორი ან ჯგუფი ერთ ისტორიაზე/სამყაროზე თხრობს.

აქ ყველა სერიას თავისი ავტორი, სამყაროს კონცეპცია და დაჟე ვიზუალი ყავს / აქვს. სერიალიც არაა, ვიზუალური ნოველების კრებულია. ტაქშტა არა მარტო სეზონებად, ცალკე სერიებად დაშლაა მიზანშეწონილი.

Share on other sites

  • ფორუმელი
10 საათის წინ, Damnoc said:
12 საათის წინ, დათვების მეგობარი said:

მესამეს მეშვიდეც საინტერესო რამეა :) 

საყვარლობაა მაგრამ ნამეტანი ლაითი ჩემთვის არსით.

რა ვუყოთ, მარტო ეგ არაა ლაითი.

 

 

14 საათის წინ, Damnoc said:

გააჩნია ვინ რას ეძებს და პოულობს მაგ სერიებში ალბათ.

მხატვრულებში ძირითადად მოტივაციას ვეძებ ხოლმე. მაგალითად, გენმოდიფიციურებულ კიბორგ დათვთან მებრძოლი სპეცრაზმის ამბავი ხომ არაა დიდად ღრმააზროვანი (ან მე ვერ დავიჭირე, არ გამოვრიცხავ), მაგრამ სამაგიეროდ ყურების დროს სისხლში ტესტოსტერონის კონცენტრაცია მინიმუმ ერთნახევარჯერ გამეზარდა. თან ყველაზე ლამაზი ვიზუალი აქვს მინიმუმ ამ სეზონში. 2D და თან გემრიელი 2D.
მთლიანობაში კი ყველაზე მეტად გიგანტურ სკაში შეგზავნილი მსტოვრის ამბავი მომეწონა. ჩაანალიზება მეზარება და ასე ერთბაშად ვერ ავხსნი ამის ყველა მიზეზს.
შორიდან გადაღებული პატარა კაცუნები რომ იყო, მაგას არ ვუყურე :) სათადარიგო თვალებს თუ დავითრევ, მერე შეიძლება ჩავუჯდე.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share