ფორუმელი Laki Posted 14 აპრილი, 2021 Posted 14 აპრილი, 2021 აწ, უკვე პარლამენტში ეყოლება საკუთარი პარტიის წევრი უმრავლესობის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ხოჯევანიშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდება. ხოჯევანიშვილი უმრავლესობის დატოვების საკითხზე განცხადებას დღესვე გააკეთებს. ბრიფინგი 12:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია პარტიას ქმნის. ...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 14 აპრილი, 2021 Posted 14 აპრილი, 2021 @Laki ხო ეგ მაგისი კადრია Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 14 აპრილი, 2021 Posted 14 აპრილი, 2021 (შესწორებული) ქართული ოცნების ხუთმა დეპუტატმა დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისინი ქართულ ოცნებას ტოვებენ და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სამომავლო პარტიას უერთდებიან. დეპუტატების განცხადებით, მათ რიგებშია ოცნების კიდევ ერთი წევრი მიხეილ დაუშვილიც, რომელიც კოვიდ-19-ით არის ინფიცირებული და გუნდს მოგვიანებით, გამოჯანმრთელების შემდეგ შეუერთდება. საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატების რიგებში არიან: გიორგი ხოჯევანიშვილი; ანა ბუჩუკური; ალექსანდრე მოწერელია; ბექა ლილუაშვილი; შალვა კერესელიძე; მიხეილ დაუშვილი. პრესკონფერენციაზე გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, რომ მათ გადაწყვეტილება გიორგი გახარიასთან ერთად მიიღეს და ისინი „პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე გადადიან“. მისივე განცხადებით, ისინი პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ. ხოჯევანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პარტიიდან წასულები იზიარებენ ქართული ოცნების „წარმატებასა და წარუმატებლობებს“, ამავდროულად გრძნობენ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც. „ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მოქალაქეებს უწევთ ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება ისეთ პრობლემებთან, როგორებიცაა – პანდემია ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიდუხჭირე. ეს ის პრობლემებია სწორედ, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს და მოსახლეობას აინტერესებს და არა პოლიტიკური პარტიების დაუსრულებელი დაპირსპირება და კინკლაობა“, – თქვა ხოჯევანიშვილმა და დაამატა, რომ სამომავლო გეგმებზე დეტალურად გიორგი გახარიასთან ერთად უახლოეს მომავალში ისაუბრებენ. მმართველო გუნდის შეცდომების კონტექსტში ჟურნალისტის დამაზუსტებელი კითხვაზე – „იყო თუ არა [2019 წლის[ 20 ივნისი შეცდომა?“, – ხეოჯევანიშვილმა უპასუხა – „პრობლემები და შეცდომები იყო და ამ შეცდომებს ჩვენ ვიზიარებთ“. „ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც განმუხტავს რადიკალიზაციას და განხეთქილებას საზოგადოებაში“, – განაცხადა ხოეჯვანიშვილმა ვადამდელ არჩევნებზე დასმული კითხვის პასუხად. ექვსი თანაგუნდელის წასვლის შემდეგ, ქართულ ოცნებას პარლამენტში 84 დეპუტატი დარჩა. პარტიიდან კიდევ 9 დეპუტატის გასვლის შემთხვევაში, „ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობას დაკარგავს. გიორგი გახარია თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა და მიზეზად გუნდთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდთან არსებული უთანხმოება დაასახელა. ყოფილმა პრემიერმა 23 მარტს განაცხადა, რომ იგი არსად წასვლას აპირებს, მათ შორის, არც პოლიტიკიდან. Edited 14 აპრილი, 2021 by Moor Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Laki Posted 14 აპრილი, 2021 Author Posted 14 აპრილი, 2021 @Moor მხოლოდ ეგ არ წასულა პრაქტიკულად, უკვე ფრაქციაც ეყოლება ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატები გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას ტოვებენ. ...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 14 აპრილი, 2021 Posted 14 აპრილი, 2021 23 minutes წინ, Laki said: @Moor მხოლოდ ეგ არ წასულა პრაქტიკულად, უკვე ფრაქციაც ეყოლება ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატები გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას ტოვებენ. Think Tank-ია ფაქტიურად :დ 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 14 აპრილი, 2021 Posted 14 აპრილი, 2021 @Laki ეგენიც ის ხალხია, ვინც მაგან ჩაწერა სიაში. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Laki Posted 14 აპრილი, 2021 Author Posted 14 აპრილი, 2021 @Moor ნუ, ეგ გასაგებია ისე კი, თუკი კიდევ რამდენიმე კაცი დატოვებს ქოცებს, ეს გამოიწვევს ქოცების ფრაქციის დაშლას და რიგარეშე არჩევებს. ასე და ამრიგად ნაც/ქოცები სახეს შეინარჩუნებენ :დ ...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 14 აპრილი, 2021 Posted 14 აპრილი, 2021 ონლაინ, Laki said: ისე კი, თუკი კიდევ რამდენიმე კაცი დატოვებს ქოცებს, ეს გამოიწვევს ქოცების ფრაქციის დაშლას და რიგარეშე არჩევებს. რატო გამოიწვევს? Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა