Jump to content
×
×
  • Create New...

სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა ტელეფონით ისაუბრეს


Recommended Posts

  • ფორუმელი

13 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლონკენმა ტელეფონით საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციისა და უსაფრთხოების საკითხებზე ტელეფონით ისაუბრეს.

მინისტრ ზალკალიანის თქმით, მხარეებმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის თემაც განიხილეს. ქართველი დიპლომატის განცხადებით, „უმნიშვნელოვანესია და კვლავაც ძლიერი“ აშშ-ის დახმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.

„მოუთმენლად ველოდები [პრეზიდენტ ჯოზეფ] ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას“ ქვეყნებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 14 აპრილს ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ მინისტრმა ზალკალიანმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

შეხვედრის შემდეგ, „ამერიკის ხმამ“ ამერიკის დიპლომატიური უწყების განცხადება მოიპოვა, სადაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, შეერთებული შტატების პოლიტიკას აცხადებს.

დეპარტამენტის ერთ-ერთი უფროსი პრესსპიკერის განცხადებით, შეერთებულ შტატებს სურს საქართველომ წარმატებს მიაღწიოს, როგორც უსაფრთხო და განვითარებულმა დემოკრატიამ და გააგრძელოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის მუშაობა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან იმისთვის, რომ დაჟინებით სთხოვოს მმართველ პარტიას და ოპოზიციას გადაჭრან მათი კონფლიქტი. ჩვენ საჯაროდ და კერძო საუბრებში მოვუწოდეთ ყველა მხარეს სიტუაციის დეესკალაციისკენ, კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ და კომპრომისებზე წასვლისკენ, იმისთვის, რომ საქართველოს წინ წასვლის საშუალება მიეცეს“.

დეპარტამენტი იმედგაცრუებას გამოხატავს და ამბობს, რომ დაპირისპირებული მხარეები ქვეყნის ინტერესებს საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა არ აყენებენ.

„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ არცერთ მხარეს, მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ჯერ არ გამოუხატავს სურვილი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესების პრიორიტეტიზება მოახდინოს. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშაონ, თუმცა ჩვენ გამოგვითქვამს [ჩვენი პოზიცია, რომ] მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაში, რომ კომპრომისი მიღწეულ იქნას. კრიტიკული მნიშვნელობისაა ის, რომ პარტიებმა იმოქმედონ ძირეულ დემოკრატიულ ნორმებთან თანმიმდევრული მეთოდებით, რომლებიც ქმნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებების საფუძველს“.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს შეერთებული შტატების პოზიცია უმაღლეს დონეებზე არაერთხელ გადასცეს.

ამ ფონზე, ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოს დელეგაცია, რომელსაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. კობახიძე შეხვედრებს მართავს კონგრესში, ადმინისტრაციის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

მანამდე კი, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის შემდგარი სარტელეფონო ზარის შესახებ მინისტრმა ზალკალიანმა თქვა, რომ “სახელმწიფო მდივან ბლინკენთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაციის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის და საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციის შესახებ. აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით კრიტიკული მნიშვნელობისაა და მტკიცე რჩება. ველოდებით [პრეზიდენტ ჯო] ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორობის გასაძლიერებლად“.

 

ზალკალიანისა და ბლინკენის სატელეფონო საუბარს წინ უსწრებდა ხუთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის - ღია საზოგადოების ფონდის, სამართლიანი არჩევნების, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ლიბერალური აკადემიისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის - მიერ ამერიკელ სენატორებთან წერილის გაგზავნა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა სენატორებს სთხოვეს უფრო აქტიურად ჩაერთონ საქართველოში არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში და მათ კრიზისის განმუხტვისთვის კონკრეტული გეგმა შესთავაზეს.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
12 საათის წინ, Moor said:

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სენატორებს სთხოვეს უფრო აქტიურად ჩაერთონ საქართველოში არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში და მათ კრიზისის განმუხტვისთვის კონკრეტული გეგმა შესთავაზეს.

ეგ წერილი  ცნობილია  საზოგადოებისთვის?

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

 

7 minutes წინ, zamzumi said:

ეგ წერილი  ცნობილია  საზოგადოებისთვის?

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში არსებული კრიზისის დასაძლევად აშშ-ის მეტი ჩართულობისთვის სენატორებს წერილით მიმართავენ

13 აპრილი, 2021

 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა წერილით მიმართეს ამერიკელ სენატორებს საქართველოში არსებული კრიზისის თაობაზე. შექმნილი ვითარების  გახანგრძლივება, წერილის თანახმად, ხელს მხოლოდ კრემლს აძლევს იმ ფონზე, როცა ქვეყანა სერიოზული გეოპოლიტიკური საფრთხეების წინაშე დგას, კრიზისის დაძლევა და ქვეყნის დემოკრატიის შემდგომი განვითარება კი მნიშვნელოვანი ფაქტორებია საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფად გაწევრიანებისთვის.

“ამჟამად საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისს განიცდის”, - ნათქვამია წერილში, „გასული წლის შემოდგომაზე გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციამ ვადამდელი არჩევნები მოითხოვა და პარლამენტის ბოიკოტირება გადაწყვიტა, რის შედეგადაც მივიღეთ ფაქტობრივად ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკონტროლებს. თებერვალში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაეპატიმრებინა უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, რის შედეგადაც პოლიტიკური ჩიხი სრულმასშტაბიან კრიზისად გადაიქცა. სასამართლოს, ანტიკორუფციული პოლიტიკისა და არჩევნების სფეროებში მრავალი წარუმატებელი რეფორმის პარალელურად, მმართველი ელიტის უარმა, რომ ძალაუფლება და პასუხისმგებლობა ოპოზიციასთან გაენაწილებინა, ხელისუფლების ყველა შტოში ერთი პარტიის დომინირება გამოიღო შედეგად. ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის უკან საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტებზე მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური გავლენა დგას. ივანიშვილს არ აქვს რაიმე ოფიციალური თანამდებობა, თუმცა, როგორც ჩანს, სწორედ ის იღებს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად საკითხებსა და პრიორიტეტებზე, მათ შორის რეფორმებსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ასევე საკადრო პოლიტიკაზე, პრემიერ-მინისტრის შერჩევის ჩათვლით. მეორე მხრივ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგრეთვე ახდენს გავლენას ენმ-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზე, რაც ასევე ართულებს პროცესს“.

„ამ კრიზისის დასასრულებლად „ქართული ოცნება“ უნდა დათანხმდეს ძალაუფლების განაწილებას, უარი თქვას არადემოკრატიულ ქმედებებზე, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებზე, და აიღოს კონკრეტული გადაუდებელი რეფორმების განხორციელების ვალდებულება“, - ნათქვამია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯინ შაჰინისა და სენატორ რონ ჯონსონის სახელზე გაგზავნილ წერილში.

გამოხატავენ რა მადლიერებას სენატში საქართველოს საკითხზე 23 მარტს გამართული მოსმენისა და ზოგადად, დემოკრატიის მშენებლობის გზაზე საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებს დახმარებას თხოვენ შემდეგი მიზნების მიღწევაში:

1. გაიზარდოს აშშ-ის მონაწილეობა ევროკავშირის ძალისხმევაში, რომელიც გულისხმობს მედიაციას ამჟამინდელი კრიზისის გადაჭრის მიზნით. ცხადად უნდა იქნეს ნათქვამი, რომ სტატუს კვო, ანუ ფაქტობრივად ერთპარტიული პარლამენტი, შეუთავსებელია ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრობასთან.

2. უნდა მოხდეს კრიზისის დეესკალაცია ბრალდებულთა (ნიკა მელიას და გიორგი რურუას) პატიმრობიდან განთავისუფლებისა და საქმეების შეჩერების გზით, რომლებიც მომავალში რეფორმირებულმა სასამართლომ უნდა განიხილოს.

3. დაყენებულ იქნეს სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელების მოთხოვნა. უზენაესი სასამართლოს წევრების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების (მათ შორის თავმჯდომარის) დასანიშნად საჭირო უნდა იყოს ოპოზიციის თანხმობა. როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ბუნებრივთან მიახლოვებული ბარიერით. ამ სისტემური ცვლილებების განხორციელება 2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე უნდა დაიწყოს.

4. წახალისებულ უნდა იქნეს ძალაუფლების განაწილება სხვადასხვა ინსტიტუტში, მათ შორის პარლამენტში. გენერალური აუდიტორისა და გენერალური პროკურორის დასანიშნად საჭირო უნდა იყოს ოპოზიციის თანხმობა.

5. მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია ქართველი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიღებს ამ ვალდებულებებს, ოპოზიციამ უნდა დაიკავოს 2020 წლის არჩევნებში მიღებული ადგილები პარლამენტში, ჩაერთოს ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკურ პროცესში და მონაწილეობა მიიღოს ზემოაღწერილი რეფორმების შემუშავებასა და განხორციელებაში.

წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,  ღია საზოგადოების ფონდი და ლიბერალური აკადემია თბილისი - აღნიშნავენ, რომ ახლა ქვეყნის განვითარების პროცესში სწორედ ის მომენტია,  როდესაც გარე ჩართულობა აუცილებელია ამ კრიზისის დასასრულებლად. 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

შეილება  ვცდები,  მაგრამ  მმართველი  პარტიის  მიმართ  ულტიმატუმს  უფრო  ჰგავს,

ვიდრე  კრიზისიდან  გამოსვლის  გეგმას. :wtf:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   767 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 767 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • YandexBot(1)