Jump to content
×
×
  • Create New...

რა მნიშვნელობა აქვს იმას მე დღეს შევჭამ ზეთს თუ არ შევჭამ?


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

http://www.ambioni.ge/files/katskhi-1024x720.jpg

შეიძლება არ შევჭამო ზეთი, მაგრამ გათენებიდან დაღამებამდე „ვჭამო“ ჩემი ძმა. ათონის წმიდა მთაზე ამბობდნენ, ნუ კითხულობ ვჭამ თუ არა თევზს. შეჭამე თევზი, ოღონდ მეთევზეს ნუ შეჭამ ანდა ჭამე ზეთი, ოღონდ ზეთის გამომხდელს ნუ შეჭამ! განა, ენით ვინმეს შეჭმა უფრო უარესი არ არის, ვიდრე ერთი კოვზი ზეთის ჭამა? თუმცა, მაინც იქ ვდგავართ, ვჭამთ ზეთს თუ არ ვჭამთ ანდა ვჭამთ თევზს თუ არა?

შეიძლება ერთმანეთს ვეჩხუბოთ ან ერთმანეთი დავხოცოთ, მხოლოდ იმის გამო, რომ მანამდე ვინმემ კოვზი რაიმე სხვა საჭმელში ამოურია. გესმით ხომ, თუ რა სასაცილოა ყოველივე ეს? და ჩვენ დაგვცინიან, როგორც დემონები, ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც ეკლესიისგან შორს ცხოვრობენ.

და როდესაც ისინი ჩვენთან ახლოს მოდიან, ნაცვლად იმისა რომ იხილონ ეკლესიური, ქრისტეს ნათლით განათლებული, მოსიყვარულე, მოწიფული, გაწონასწორებული და სრულყოფილი, შინაგანი ჰარმონიულობით სავსე ადამიანები, საუბედუროდ, ჩვენ ყველა ამ ნაკლულოვანებით აღსავსეს გვხედავენ და ამბობენ, რომ მირჩევნია საერთოდ არ ვიარო ეკლესიაში, ვიდრე მათთნაირი გავხდე.

შენ, ვინც ეკლესიაში მიდიხარ, რა გინდა ეკლესიაში? როგორც გუშინ, წახვედი სალოცავად, ნახე მამები, წახვედი ათონის წმიდა მთაზე, ყველაფერი ეს მხოლოდ წასვლითა და მოსვლით შემოიფარგლება.

ყოველივე ამით, განა კი სახე იცვალა ჩვენმა გულმა?

განა კი გავხდით უფრო თავმდაბალი ადამიანები, განა კი ვიქეცით უფრო მოსიყვარულე, უფრო უწყინარ ადამიანებად ჩვენს სახლებში, ჩვენს მონასტრებში ან იქ, სადაც ვმუშაობთ? სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა.
თუკი, ამ ყოველივეს ვერ შევძლებთ, მაშინ ის მაინც მოვახერხოთ, რომ სინანულის გზით თავმდაბალნი გავხდეთ, თუკი ამას მივაღწევთ, მაშინ მრავალი ცრემლის ღირსნი გავხდებით, რადგან საუბედუროდ დრო გადის და იკარგება, ჩვენ კი დროს ვითვლით.”

ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე.

Share on other sites

  • ფორუმელი

საკვირველად კარგ ვექტორზე დგას ჩვენი მიტროპოლიტი ათანასე, მაგრამ სავარაუდოდ დღეს თუ არა ხვალ ან პლატფორმას გამოაცლიან ფეხქვეშ ან თვითონვე დაემართება ეგზისტენციალური კრიზისი და გაჩუმდება :boli:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share