Jump to content
×
×
  • Create New...

ევროპის სახალხო პარტია ოპოზიციისთვის შეზღუდვების დაწესების კანონპროექტს აკრიტიკებს 


 Share

Recommended Posts

ევროპის სახალხო პარტიამ 23 დეკემბერს განაცხადა, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტის გამო, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად,  პარტიას საარჩევნო რეგისტრაციას უუქმებს იმ შემთხვევაში, თუ წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართულ მის ერთ ლიდერს მაინც საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

ევროპის სახალხო პარტიამ განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტი „უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგაა მიმართული, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი უჭერს მხარს“. მას მხედველობაში ნაციონალური მოძრაობა ჰყავდა, რომლის ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, წინასაარჩევნო კამპანიაში უკრაინიდან აქტიურად იყო ჩართული.

„მოვუწოდებთ საქართველოს, განაგრძოს სვლა გაცხადებული ევროპული ღირებულებებისკენ და ოპოზიციის დემოკრატიული უფლების შეზღუდვის ნაცვლად, კონსტრუქციულ დიალოგს დაუბრუნდეს, გამონახოს კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუტანს სარგებელს“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ მიერ 17 დეკემბერს ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას ან შეჩერებას ითვალისწინებს. მმართველი პარტიის დეპუტატებმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 23 დეკემბერს უკვე მიიღეს.

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა და მას მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები დაესწრნენ. რვა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. ისინი მის შედეგებს არ ცნობენ და ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. ოპოზიციური პარტიები ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რასაც ქართული ოცნება არ ეთანხმება.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად ნახვა

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share