Jump to content
×
×
  • Create New...

Kraken:„BTC-ის კურსმა შესაძლოა 90000$-ს, ხოლო ETH-ის კურსმა 15000$-ს მიაღწიოს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

კრიპტოვალუტის ბირჟა Kraken-ის ანალიტიკოსებმა ყოველთვიური ანგარიში წარმოადგინეს, რომელშიც ბიტკოინის კურსის გარკვეული კორექციის შემდეგ 90000$-მდე გაზრდას წინასწარმეტყველებენ.
მარტი მოწინავე კრიპტოვალუტებისთვის წარმატებული თვე გამოდგა. ბიტკოინმა და ეთერიუმმა ახალი ისტორიული რეკორდები დაამყარეს. BTC-ის კურსი მარტში 30%-ით გაიზარდა. მარტი ბიტკოინისთვის მეექვსე „ხარების“ თვეა. მიყოლებით ასეთი ზრდა 2012-2013 დაფიქსირდა, როდესაც კურსი ზედიზედ 7 თვე იზრდებოდა.
ანალიტიკოსების ვარაუდით, კურსი ზრდას აპრილშიც განაგრძობს. აპრილი პირველი კრიპტოვალუტისთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი თვეა. წინა წლებში ბიტკოინის კურსი აპრილში საშუალოდ 51%-ით იზრდებოდა. თუ ასეთი ტენდენცია წელსაც შენარჩუნდა, ამ თვეში კურსმა შესაძლოა 90000$-ს მიაღწიოს. თუმცა, ამავე დროს ანალიტიკოსები არც კურსის კორექტირებას და 10000-15000$-მდე ვარდნას გამორიცხავენ.
რაც შეეხება ეთერიუმს, მის მიმართ ანალიტიკისების განწყობა უფრო პოზიტიურია. წელს ისინი ETH-ის კურსის 700%-ით, 15200$-მდე ზრდას ვარაუდობენ. თუ პროგნოზი გამართლდა, მეორე კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია 1.7 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
შაბათ-კვირას პირველი კრიპტოვალუტის კურსმა 61000$-ს მიაღწია. Kraken-ის ანალიტიკოსებისგან განსხვავებით, Bloomberg-ის ანალიტიკოსებს წელს ბიტკოინის კურსის 400000$-მდე ზრდის მოლოდინი აქვთ.

წყარო: https://bits.media

The post Kraken:„BTC-ის კურსმა შესაძლოა 90000$-ს, ხოლო ETH-ის კურსმა 15000$-ს მიაღწიოს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   291 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 290 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)
    • Sharp