Jump to content
×
×
  • Create New...

თბილისის მერიამ 2020 წელს ტელევიზიებში ვიდეორგოლების განთავსებისთვის 622,588 ლარი დახარჯა


Recommended Posts

  • ფორუმელი
თბილისის მერიამ 2020 წელს ტელევიზიებში ვიდეორგოლების განთავსებისთვის 622,588 ლარი დახარჯა admin Wed, 04/07/2021 - 20:36

თბილისის მერიამ 2020 წელს ტელევიზიებში ვიდეორგოლების განთავსებისთვის 622,588 ლარი დახარჯა.

გარდა ამისა, მერიამ სარეკლამო მომსახურებისთვის გადაუხადა Facebook-ს - 58,117 ლარი - და საინფორმაციო სააგენტოებს - 24,970 ლარი.

მერიის დაქვემდებარებულ “საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოში” 2019 წელს 63 ადამიანი იყო დასაქმებული და მათი ხელფასები ჯამში 1.3 მილიონს აღემატებოდა, 2020 წელს კი სააგენტოში 58 ადამიანი მუშაობდა.

თბილისის მერიის სარეკლამო ხარჯებმა 2020 წელს სრულად 705,675 ლარი შეადგინა.

თვითმართელობის ორგანომ სარეკლამო ხელშეკრულებები თავის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპი საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს საშუალებით გააფორმა.

სარეკლამო ხარჯები 3 ნაწილად იყოფა – საინფორმაციო ვიდეორგოლების სატელევიზიო ეთერში განთავსება, Facebook-ში განთავსებული პოსტების რეკლამის მომსახურება და საინფორმაციო სააგენტოების მომსახურება.

ფლანგვის დეტექტორის კითხვის საპასუხოდ თბილისის მერიის მიერ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ თვითმართველობის ორგანოს 2020 წელს სარეკლამო მომსახურებაში ყველაზე მეტი – 381,392 ლარი ტელეკომპანია “იმედისთვის” აქვს გადახდილი. მას 191,620 ლარით მოსდევს ტელეკომპანია “რუსთავი 2”. სარეკლამო მომსახურებისთვის 43,404 ლარი აქვს მიღებული ტელეკომპანია “პირველს”, ხოლო ტელეკომპანია “მაესტროს” – 6,172 ლარი.

აღსანიშნავია, რომ “იმედმა” ამ მომსახურებისთის 2019 წელსაც ყველაზე მეტი - 388,210 ლარი მიიღო.

გარდა ტელეკომპანიებისა, თბილისის მერია საკომუნიკაციო არხად Facebook-საც იყენებს. Facebook-ის სარეკლამო მომსახურებაში მერიას 2020 წელს 58,117 ლარი აქვს დახარჯული. ამავე წლის განმავლობაში კახა კალაძის უწყებამ საინფორმაციო სააგენტოების მომსახურებაში 24,970 ლარი დახარჯა.

ა(ა)იპი საზოგადოებასთან კომუნიკაციების განვითარების სააგენტო 2018 წლის თებერვალში შეიქმნა და თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და დანაყოფების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები გააერთიანა.

მერიიდან ფლანგვის დეტექტორისთვის გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ 2019 წელს სააგენტოში 63 ადამიანი იყო დასაქმებული და მათზე თანამდებობრივი სარგოს სახით გამოყოფილი იყო 1,333,607 ლარი, აქედან კი პრემია-დანამატებში 127,958 ლარი დაიხარჯა.

2020 წელს იანვიიდან ივლისამდე პერიოდში კი სააგენტოში დასაქმებული იყო 58 ადამიანი, მათზე სარგოს სახით გამოყოფილმა თანხამ 729,656 ლარი შეადგინა, პრემია-დანამატებში კი 15,410 ლარი დაიხარჯა.

წყარო: თბილისის მერიიდან გამოთხოვილი წერილები

https://www.scribd.com/document/501665530/5251111

https://www.scribd.com/.../850f6ec6-1020-4806-9536...

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-04/170197226_2925362147739216_2435276000069058521_n.jpegაპრილი 2021 2021 Author ანა აბაშიძე

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share