ფორუმელი Moor Posted 7 აპრილი, 2021 Posted 7 აპრილი, 2021 ქრონოლოგია 1 2. „საქართველო მზადაა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით მხარდამჭერი განცხადებები გააკეთოს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ უკრაინელ კოლეგასთან, ოლექსანდრ მერეჟკოსთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა. 3. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 7 აპრილი, 2021 Author Posted 7 აპრილი, 2021 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 7 აპრილს უკრაინელ კოლეგას, დმიტრი კულებას ტელეფონით ესაუბრა და მასთან აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილა. დავით ზალკალიანის განცხადებით, მხარეებმა რუსული ოკუპაციის კონტექსტში საქართველოსა და უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს. საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაძაბულობის დეესკალაციაში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზეც აამახვილეს ყურადღება. აღნიშნა, რა რომ „საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია“, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მან ქართველ კოლეგას „უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ქვეყნის საზღვრებთან რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებზე მიაწოდა ინფორმაცია“. „მადლიერი ვარ საქართველოს მიერ გამოხატული ძლიერი სოლიდარობისა და მის მიერ გამოთქმული მზადყოფნისა, რომ უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად ერთობლივად ვიმუშავოთ“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა