Jump to content
×
×
  • Create New...

რეგისტრატორი Bitcoin.com-ის გაყიდვას 100 მილიონ დოლარად ცდილობდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

დომენური სახელების რეგისტრატორმა GoDaddy გასაყიდად Bitcoin.com-ის დომენი განათავსა, რომელიც როჯერ ვერს ეკუთვნის. ვერის საჩივრის შემდეგ განცხადება აიღეს.

დომენის მფლობელმა განცხადებას „100%-ით ფეიკი“ უწოდა და GoDaddy-ს მისი აღების მოთხოვნით მიმართა. დომენის გასაყიდ ფასად 100 მილიონი დოლარი იყო მითითებული. 

http://cryptonews.ge/wp-content/uploads/2021/04/060421_bitcoin.com_domain.png

„რატომ ყიდით ჩემს დომენურ სახელს? ის არ იყიდება! გთხოვთ, მოაცილეთ ეს ფეიკი, რომელიც ჩემი ბრენდის რეპუტაციას ზიანს აყენებს.“ – მისწერა Bitcoin.com-ის მფლობელმა GoDaddy-ს ტექნიკური დახმარების პერსონალს. 

 GoDaddy-მ მფლობელის მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა არანაირი ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

Bitcoin.com როჯერ ვერს 2014 წლიდან ეკუთვნის. ადრე ის დომენს Blockchain.com-ისა და OKCoin-ის სერვისებზე აქირავებდა. 2016 წლიდან კი Bitcoin.com-ის ბრენდის ქვეშ საკუთარი კრიპტოვალუტის სერვისების განვითარება წამოიწყო. ახლა საიტს თვეში დაახლოებით 7.7 მილიონი ვიზიტორი ჰყავს.

წარსულში როჯერ ვერი ბიტკოინის ერთ-ერთი უმსხვილესი მფლობელი და Bitcoin Cash-ის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. 2016 წელს ის  300000 ბიტკოინს ფლობდა. 

წყარო: https://bits.media

 

The post რეგისტრატორი Bitcoin.com-ის გაყიდვას 100 მილიონ დოლარად ცდილობდა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share