Jump to content
×
×
  • Create New...

შეიქმნა რეფორმების ახალი საბჭო, რომელიც ქვეყნის განვითარების 10 წლიან გეგმას შეიმუშავებს


Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 6 აპრილის განცხადებით, შეიქმნა განვითარებისა და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც, ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საბჭოს შემადგენლობაში, რომელსაც თავად პრემიერი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს, იქნებიან – მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები, თუმცა მათი ვინაობა დაკონკრეტებული არ არის.

ამავე ინფორმაციით, საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. საბჭომ არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი უნდა წარუდგინოს.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Moor said:

საბჭოს შემადგენლობაში, რომელსაც თავად პრემიერი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს, იქნებიან – მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები, თუმცა მათი ვინაობა დაკონკრეტებული არ არის.

აი სად დაგვენძრა :boli:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share