ფორუმელი Moor Posted 6 აპრილი, 2021 Posted 6 აპრილი, 2021 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 6 აპრილის განცხადებით, შეიქმნა განვითარებისა და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც, ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საბჭოს შემადგენლობაში, რომელსაც თავად პრემიერი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს, იქნებიან – მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები, თუმცა მათი ვინაობა დაკონკრეტებული არ არის. ამავე ინფორმაციით, საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. საბჭომ არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი უნდა წარუდგინოს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო გეგმა წარადგინა პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტს ნდობა გამოუცხადა ქართულმა ოცნებამ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი არავინ- Posted 6 აპრილი, 2021 Posted 6 აპრილი, 2021 ანუ მომდევნო 10 წელი აპირებენ დარჩენას? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Damnoc Posted 6 აპრილი, 2021 Posted 6 აპრილი, 2021 1 საათის წინ, Moor said: საბჭოს შემადგენლობაში, რომელსაც თავად პრემიერი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს, იქნებიან – მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები, თუმცა მათი ვინაობა დაკონკრეტებული არ არის. აი სად დაგვენძრა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა