Guest Merlin Posted 6 აპრილი, 2021 Posted 6 აპრილი, 2021 ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბაღებისა და სკოლების დახურვა რთული გადაწყვეტილებაა და ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება. „ზოგადად, ბაღებისა და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ამდენად, უკიდურესი აუცილებლობა თუ არ დადგა, ვეცდებით, დიდხანს შევინარჩუნოთ. ეპიდემიის გავრცელების რისკი მაღალია, თუმცა ბაღებისა და სკოლების დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალიან რთულია, ამდენად ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება, აქტიური ტესტირების და სხვა წესების დაცვის ფონზე“, – განაცხადა გაბუნიამ. თუმცა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ თუ ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის 14 დღის მაჩვენებელი 2%-ს გასცდება მთავრობას აქტიურ შემზღუდველ ღონისძიებებზე მოუწევს ფიქრი. “2% არის ჩვენთვის ის მაჩვენებელი, რომელიც გვაძლევს შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას, უკვე როცა 2%-ს გადასცდა და 1,94% არის ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი დღევანდელი მდგომარეობით, ანუ უახლოვდება 2%-ს. როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გადასცდება, რა თქმა უნდა, აქტიურ შემზღუდველ ღონისძიებებზე მოგვიწევს ფიქრი. ცნობისთვის, დღევანდელლი მონაცემებით, ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი – 1,94%-ია”, – თქვა თამარ გაბუნიამ. მისივე განმარტებით, საბჭო ხვალ იმსჯელებს დაემატება თუ არა იმუნიზაციის პროცესს იმ პირთა წრე, რომელთაც ასაკის მიუხედავად შეეძლებათ ვაქცინაცია და მათ შორის იქნებიან თუ არა ამ ჯგუფში მასწავლებლები ან ბაღის აღმზრდელები. ამავე თემაზე: პედაგოგებისა და ბაღის აღმზრდელთა ვაქცინაციის დაწყებაზე საბჭო გადაწყვეტილებას მალე მიიღებს განათლების სამინისტრო მოსწავლეებსა და მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა