Guest Merlin Posted 6 აპრილი, 2021 Posted 6 აპრილი, 2021 FinTech Breakthrough Awards-ი ყოველწლიურად აჯილდოვებს ფინანსურ და ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ნოვატორები არიან. ამჯერად ჯილდო Celsius Network-ს გადაეცა კატეგორიაში “საუკეთესო კრიპტოვალუტის საფულე”. FinTech Breakthrough–ის მმართველი დირექტორი, ჯეიმს ჯონსონი Celsius-ს აღწერს, როგორც ფინანსური თავისუფლების მოპოვების უკეთეს შესაძლებლობას. ”ჩვენ მოხარულები ვართ, რომ Celsius-ს ვაღიარებთ, ამ საქმიანობაში მათი წარმატების გამო, რომელიც FinTech- ის სივრცეში მიღწეული ტექნოლოგიის ნამდვილი მაგალითია. გულწრფელად ვულოცავთ კომპანიის გუნდს 2021 წლის ‘საუკეთესო კრიპტოვალუტის საფულის’ ტიტულის მოპოვებას”,- აღნიშნა სიტყვით გამოსვლის დროს ჯეიმს ჯონსონმა. FinTech Breakthrough–მა ასევე დააჯილდოვა Bitstamp-ი, რომელსაც საუკეთესო კრიპტოვალუტის ბირჟის სტატუსი მიენიჭა. ამასთანავე, დეცენტრალიზებული ფინანსური პროტოკოლებისგან განსხვავებით, Celsius-ი მომხმარებელს სთავაზობს ცენტრალიზებულ ალტერნატივას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, კრიპტო აქტივები შეიტანონ თავიანთ პლატფორმაზე. Celsius-ი კრიპტო ბაზარზე დიდი ხანი არაა რაც მოღვაწეობს, მაგრამ კომპანიას დიდი ისტორია აქვს ნაღდი ფულით გაცემული სესხების შესახებ. შეგახსენებთ რომ, 2020 წლის მონაცემებით, კომპანიის კაპიტალი დაახლოებით 2,2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. The post Celsius-მა FinTech Breakthrough-ის საუკეთესო კრიპტოვალუტის საფულის ჯილდო მოიპოვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა