ფორუმელი Moor Posted 5 აპრილი, 2021 Posted 5 აპრილი, 2021 ბენო ქაშაკაშვილის რესტორანს სახელმწიფო ორგანოებმა 520 ათასი ევროს შეკვეთები მისცეს admin Mon, 04/05/2021 - 16:21 ნახევარ მილიონზე მეტი ბენო ქაშაკაშვილის ბიზნესს ყოველგვარი ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით გადაეცა. ბენო ქაშაკაშვილი ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია და 2016 წელს საპარლამენტო სიის 53-ე ნომერიც იყო. 2016-20 წლებში მან და მისმა ცოლმა მმართველ პარტიას 405,000 ლარი შესწირა. მიუხედავად კომენდანტის საათისა, მან რუს სტუმრებს მაინც უმანისპინძლა ვახშამზე, რითიც კანონი დაარღვია. შსს-ს ინფორმაციით მათ პოზნერი და მისი თანმხლები 31 პირი დააჯარიმეს კარანტინის წესების დარღვევის გამო, თუმცა რუსეთში დაბრუნებული პოზნერი ამ ფაქტს უარყოფს. ბიზნესმენი და ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილი, რომელიც 2016 წლის არჩვნების დროს ქართული ოცნების საპარლამენტო სიის 53-ე ნომერიც იყო, არაერთ კომპანიაში ფლობს წილებს. მაგალითად, მის საკუთრებაშია შპს “აიღვინისახლი”, რომელიც სხვადასხვა მარკებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მათ შორის სასტუმრო/რესტორანი ‘ვინოტელი’-ს სახით. ამ რესტორანში 31 მარტის საღამოს რუსი ჟურნალისტი და კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი თანხმლებ პირებთან ერთად კომენდანტის საათისა და სხვა შეზღუდვების დარღვევით ვახშმობდა. შპს “აიღვინისახლი” 2019 წელს მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენციის მფლობელიც გახდა, რომელიც 2011 წელს აშენდა და რომელიც ბენო ქაშაკაშვილმა 7.5 მილიონ ლარად შეიძინა აუქციონზე. დაგეგმილია შენობის სასტუმროდ გადაკეთება. მიუხედავად იმისა, რომ ბენო ქაშაკაშვილისთვის თავიდანვე ცნობილი იყო შეზღუდვების შესახებ და იცოდა, რომ საღამოს 8 საათის მერე მის რესტორანს მუშაობა არ შეეძლო, მან კანონის დარღვევით სტუმრები მაინც მიიღო, რასაც საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. კითხვაზე, რატომ არ თქვა ბიზნესმენმა უარი კანონდარღვევაზე, რითაც თავიდან აიცილებდა ჯარიმასაც და ხალხის რისხვასაც, ბიზნესმენი აცხადებს, რომ მათ მოსვლა დააგვიანეს: „დააგვიანეს მოსვლა, უარს ვერ ვეტყოდი, ყველა ყოველთვის აგვიანებს და კანონი არა შეგნებულად დაირღვა, თანაც - პირველად. ასეთ დიდ ჯარიმას არ ვიმსახურებდით, მგონია, არც - რისხვას, გამომდინარე მათი ადრინდელი ვიზიტებიდან ჩვენთან, თუ სხვა სასტუმროში“, – აცხადებს ქაშაკაშვილი. შპს “აიღვინისახლმა” სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2015-21 წლებში, ყოველგვარი ტენდერის გარეშე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო. სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებმა, როგორებიცაა თბილისის მერია, სამინისტროები, შესყიდვების სააგენტო, საქართველოს რკინიგზა და სხვ. 525,168 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა ბენო ქაშაკაშვილის სასტუმროსთან, რითაც მათ სარესტორნო და სასტუმრო მომსახურება შეისყიდეს მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენისგან. ამასთანავე, ბენო ქაშაკაშვილი და მისი მეუღლე- თეა ჯოხაძე მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები არიან. 2016-20 წლებში მათ მმართველ პარტიას სხვადასხვა დროს 405,000 ლარი შესწირეს. აღსანიშნავია ბენო ქაშაკაშვილის დამოკიდებულებაც მცოცავი ოკუპაციისადმი, კერძოდ 2019 წელს მან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში საზღვრის მორიგი გადმოწევის შესახებ განაცხადა: „იმდენივე ტერიტორია როგორ წაგვართვეს, გადმოწიეს ჰა, ჰა 500 მეტრი. ქვეყნის 30% დავკარგეთ ამდენი არ გვინერვიულია... როგორ მოვიქცეთ? კრემლს შევუტიოთ, თქვენმა პარტიამ შეუტიოს. როგორ შეიძლება? აიღე თოფი, ჩადი კრემლში და შეუტიე მერე, შევარდი შიგნით. ერთადერთი მთავრობაა შვიდი წლის მანძილზე, რომელიც ომში არ გაეხვა.“ შსს-ს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ 41 რუსი სტუმრიდან 32 დააჯარიმეს კარანტინის წესების დარღვევის გამო, მათ შორის იყო ვლადიმერ პოზნერიც, თუმცა 1 აპრილს რუსეთში დაბრუნებულმა ვლადიმერ პოზნერმა განაცხადა, რომ თბილისში ისინი არავის დაუჯარიმებია. წყარო: ბენედიქტეს კომპანიები: საქართველოს მთამსვლელთა ეროვნული ფედერაცია (ს/კ 204426781) საქართველოს ალპინიზმისა და მეკლდეურობის ასოციაცია (ს/კ 204935428) სვანეთის მთამსვლელთა ფედერაცია (ს/კ 435891894) ფონდი იშვილე კოშკი (ს/კ 402050604) შპს ვინოართანა (ს/კ 402063592) შპს მეგაკომპლექსი (ს/კ 205073819) (თეა ჯოხაძეც შემომწირველია)!!!! შპს ბაღდათის ალადასტური (ს/კ 402133561) შპს რიტელ (ს/კ 404596255) შპს დელტა-კონტაქტი (ს/კ 216302016) შპს ლიდერი (ს/კ 401999094) შპს აიღვინისსახლი (ს/კ 406128275) შპს ბეთლემის ქოხი (ს/კ 241494245) https://bm.ge/.../ra-gegmebi-aqvs-mestiis-yofili.../45432 - მესტიის რეზიდენცია https://www.newposts.ge/... -ოკუპაციაზე https://www.transparency.ge/politicald.../ge/donations/6154- თეა ჯოხაძის შემოწირულობა https://www.transparency.ge/politicaldo.../ge/donations/5973 -ბენო ქაშაკაშვილის შემოწირუობა https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge - ტენდერების საიტი https://www.interpressnews.ge/.../649390-sastumro... - პოზნერის წასვლაზე მისი განცხადება https://ria.ru/20210401/pozner-1603761434.html?in=t... -პოზნერი არ დაუჯარიმებიათ https://www.facebook.com/.../a.134158469.../4430004570361904 - პოზნერი არ დაუჯარიმებიათ Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-04/168917675_2923252981283466_8939795343140330291_n.jpegაპრილი 2021 2021 Author ლიზა ქორიძე Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 5 აპრილი, 2021 Posted 5 აპრილი, 2021 (შესწორებული) 4 საათის წინ, Moor said: 520 ათასი ევროს შეკვეთები კორუმპირებული კონფორნიზმის მშვენიერი მაგალითი. 520 000 ევრო შემოსავალი. მოგებიდან- 30% უკან, 30% ჯიბეში და ყველაზე მნიშვნელოვანი- დანარჩენი გაიწოვება საზოგადოების კონკრეტულ ფენაში. ზუსტად ეს ფენაა რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი ხელისუფლების გამარჯვებას. მათემატიკა არის შემდეგი - 20% სახ. რესურსი, 10-15% მხარდამჭერი: 15-20% ეს ფენა + გაყალბების მაჩვენებლი სადღაც 5 დან 8%-მდე და ეგეც თქვენი უმრავლესობა გამოსავალი რა არის მათემატიკიდან მშვენივრად ჩანს Edited 5 აპრილი, 2021 by Seth Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Micawber Posted 6 აპრილი, 2021 Posted 6 აპრილი, 2021 15 საათის წინ, Seth said: კორუმპირებული კონფორნიზმის მშვენიერი მაგალითი. 520 000 ევრო შემოსავალი. მოგებიდან- 30% უკან, 30% ჯიბეში და ყველაზე მნიშვნელოვანი- დანარჩენი გაიწოვება საზოგადოების კონკრეტულ ფენაში. ზუსტად ეს ფენაა რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი ხელისუფლების გამარჯვებას. მათემატიკა არის შემდეგი - 20% სახ. რესურსი, 10-15% მხარდამჭერი: 15-20% ეს ფენა + გაყალბების მაჩვენებლი სადღაც 5 დან 8%-მდე და ეგეც თქვენი უმრავლესობა 15 საათის წინ, Seth said: დანარჩენი გაიწოვება საზოგადოების კონკრეტულ ფენაში მახსოვს ამაზე ადრეც საუბრობდით სენიორ. ეს არის მო-საშუალო ფენა, რომელიც კონკრეტულ კორუფციულ-კონფორმისტულ ტიპებს ყავთ დასაქმებული ან/და მათ ბიზნესებზე მობმული წვრილი ბიზნესის ნაწილი (?) Life is serious. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 6 აპრილი, 2021 Posted 6 აპრილი, 2021 1 საათის წინ, Say_or said: ეს არის მო-საშუალო ფენა, რომელიც კონკრეტულ კორუფციულ-კონფორმისტულ ტიპებს ყავთ დასაქმებული ან/და მათ ბიზნესებზე მობმული წვრილი ბიზნესის ნაწილი (?) ჩემი დაკვირვებით სენიორ - - არსებობს ამომრჩევლის საერთო რაოდენობის დაახლოებით 20% რომელიც წყვეტს არჩევნების ბედს სათანადო მომენტში. 2003 და 2012 ნათელი მაგალითები. - ამ 20%-ის დაახლოებით 85-90 % არის ე.წ. კორუფციულ-კონფორმისტული ნაწილი რომელზეც ვწერდი წინა პოსტში (როგორც ხედავთ, რჩება 10-15% ოციდან რომელსაც რეალურად უნდა და აინტერესებს ქვეყნისგან წესიერად რამის გამოსვლა). - დიახ ამ კ. კ-ს :დ დიდი ნაწილი არის ე.წ. საშუალო ფენა, ხოლო დანარჩენი საშუალოზე უფრო მაღალი ფენის წარმომადგენელი. - რადგან მათი არსებობა უდიდესწილად დამოკიდებულია ბიუჯეტის ფულზე, ისინი სისხლხორცეულად დაინტერესებულნი არიან არსებული მთავრობის ადგილზე ყოფნაში. ეს დაინტერესება არის ძალიან საინტერესო/სასაცილო ფენომენი. იგი იწყება ემირატისეული საზ. აზრის ფორმირებით და მთავრდება ურჩი პირების საზ/ეკონომიკური იზოლაციით. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Micawber Posted 8 აპრილი, 2021 Posted 8 აპრილი, 2021 On 4/6/2021 at 1:11 PM, Seth said: ჩემი დაკვირვებით სენიორ - - არსებობს ამომრჩევლის საერთო რაოდენობის დაახლოებით 20% რომელიც წყვეტს არჩევნების ბედს სათანადო მომენტში. 2003 და 2012 ნათელი მაგალითები. - ამ 20%-ის დაახლოებით 85-90 % არის ე.წ. კორუფციულ-კონფორმისტული ნაწილი რომელზეც ვწერდი წინა პოსტში (როგორც ხედავთ, რჩება 10-15% ოციდან რომელსაც რეალურად უნდა და აინტერესებს ქვეყნისგან წესიერად რამის გამოსვლა). - დიახ ამ კ. კ-ს :დ დიდი ნაწილი არის ე.წ. საშუალო ფენა, ხოლო დანარჩენი საშუალოზე უფრო მაღალი ფენის წარმომადგენელი. - რადგან მათი არსებობა უდიდესწილად დამოკიდებულია ბიუჯეტის ფულზე, ისინი სისხლხორცეულად დაინტერესებულნი არიან არსებული მთავრობის ადგილზე ყოფნაში. გასაგებია )) და „შუაშისტებიც“ ამ კამანდიდადნ არიან, არა :დ On 4/6/2021 at 1:11 PM, Seth said: ეს დაინტერესება არის ძალიან საინტერესო/სასაცილო ფენომენი. იგი იწყება ემირატისეული საზ. აზრის ფორმირებით და მთავრდება ურჩი პირების საზ/ეკონომიკური იზოლაციით. დიაც, საინტერესო ფენომენია, კარგად არის გასააზრებელი და შესასწავლი, თუკი საერთოდ გვაქვს პრეტენზია რამეზე :დ Life is serious. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 8 აპრილი, 2021 Posted 8 აპრილი, 2021 22 minutes წინ, Say_or said: და „შუაშისტებიც“ ამ კამანდიდადნ არიან, არა შუაშისტების 90% -ია მაგ ფენის ძირითადი ნაწილი სენიორ 23 minutes წინ, Say_or said: დიაც, საინტერესო ფენომენია დიახ. ერთგვარი ჰობია ჩემთვის. კონკრეტული ტიპებია მარკერები. თოჯონებივით იქცევიან 30 - 50 წელია :დ Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა