Jump to content
×
×
  • Create New...

ლიცენზირებული ფულის მახე


Recommended Posts

  • ფორუმელი

„ქართული ოცნების“ დეპუტატს ისკო დასენს არ მოსწონს კითხვა მისი ოჯახის ყოფილ ბიზნესზე – საბროკერო კომპანია „ვიპ ტრეიდზე“, რომელსაც მოქალაქეები თაღლითობაში ადანაშაულებენ. დასენი პასუხისმგებლობას ირიდებს. გაკოტრებული მოქალაქეები და მილიონერი დეპუტატის ბიზნესები და ქონება ნახეთ „თავისუფლების მონიტორის“ ჟურნალისტურ გამოძიებაში.

The post ლიცენზირებული ფულის მახე appeared first on MONITORI.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

 

რა არის ტრეიდერობა და როგორ შევუერთდეთ გლობალურ ბაზარს? — ინტერვიუ ტრეიდერ ჩაჩი დასენთან

1553252919_5c94c37bb3756.jpg
8,310წაკითხვა141გაზიარება
   
 

სფეროები, რომელიც მსოფლიოში უკვე მრავალი წელია (ზოგიერთ შემთხვევაში, საუკუნეც) განვითარებულია, საქართველოში ახლა იკიდებს ფეხს. ერთი მხრივ საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტის ცვალებადობა, მეორე მხრივ ქვეყანაში ფინანსური ცნობიერების არასახარბიელო მაჩვენებლის გამო, აქამდე რთული იყო ახალი შესაძლებლობების გაჩენა. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფინანსური საქმიანობა, რომელსაც მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა ჰქვია, სარისკო და არასანდო საქმიანობად ითვლებოდა.

დრო იცვლება და იცვლება მეთოდებით, ტექნოლოგიებიც და ბაზრის მოთხოვნებიც. ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული პოლიტიკისა და ახალი კომპანიების გაჩენის შემდეგ, ტრეიდერობა სარფიანი და რაც მთავარია, უსაფრთხო საქმიანობა გახდა. საქართველოში ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია VIP Trade-ია, რომელიც ინდუსტრიაში ჩართვის მსურველებს 2 თვიან მასტერკლასებს უტარებს, აძლევს შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას.

VIP Trade-ს საქართველოში უკვე 4 ფილიალი აქვს, მათგან ერთ-ერთი კი ფილარმონიის შენობაში, 9 მარტს გაიხსნა.

რამდენად უსაფრთხოა ამ სფეროში საქმიანობა? რამდენად სანდოა დღევანდელ ვითარებაში ტრეიდერობა? როგორ უნდა გახდეს ადამიანი კარგი ტრეიდერი? — ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე VIP Trade-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჩაჩი დასენს ვესაუბრეთ.

54402683_1049737348562956_73787192701060

რას ნიშნავს ტრეიდინგი და ვინ არიან ტრეიდერები?

ტრეიდერი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სრულწლოვანია. ტრეიდი ნიშნავს ვაჭრობას, თრეიდერი კი ადამიანს, რომელიც ვაჭრობს მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე, ხოლო პროდუქტის ნაირსახეობას, რომელიც იყიდება მნიშვნელობა არ აქვს. ამ შემთხვევაში, საუბარია ელექტრონულ ფინანსურ პროდუქციაზე, რაც გულისხმობს ელექტრონულ საფონდო ბაზარს, ანუ აქციებს, ვალუტას, სასაქონლო ბაზარს, მაგალითად, ხორბალს, შაქარს, ოქროს. ამ ბაზრებს დაემატა კრიპტოვალუტებიც. ანუ ელექტრონული ბაზარი არის პლატფორმა იმისა, რაზეც მსოფლიოში ფასი მერყეობს. ხოლო ბაზარს საკუთარი პრინციპები აქვს. მაგალითად, ადამიანი, რომელიც ბაზარზე ყიდის კარტოფილს, პირველ რიგში, ეცნობა ბაზარზე არსებულ მოთხოვნას მომხმარებლების მხრიდან, ითვისებს კონკურენტუნარიანობას, ანუ აკეთებს ანალიზს და შემდგომ იწყებს ბიზნესს.

ელექტრონულ ბაზარზეც ანალოგიური პრინციპი მოქმედებს - დოლარის ან ევროს ყიდვა ლართან მიმართებაში, შემდეგ კი მისი ანალიზი. ანალიზის ფაქტორი ამ დარგში ბევრისთვის მიუწვდომელია იმიტომ, რომ საქართველოში ამის ინსტიტუცია არ არსებობს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ინფორმაციასთან ერთად ადამიანებს სწორი ანალიზის შესწავლის საშუალებები მივცეთ.

ჩვენ ვთავაზობთ ხალხს შვეიცარიულ ხარისხს, ანგარიშებიც შვეიცარიაში იხსნება, რაც გარანტიასა და დაცულობას უზრუნველყოფს.  :lolz:

თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ ელექტრონული ბაზარი, რას ნიშნავს ის, როგორია მისი კონცეფცია, შინაარსი ან მისი სირთულეები?

ბირჟა არსებობს მეთოთხმეტე საუკუნიდან, თუმცა ელექტრონული ბაზარი შეიქმნა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. მაგალითად, ადამიანს როცა სურს ოქროს ყიდვა, მას სჭირდება ოქროს მარაგი, რომ შემდეგ დაამუშავოს და გაყიდოს, თუმცა არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც ოქროს ყიდვით კი არაა დაინტერესებული, არამედ ფასთა შორის სხვაობით უნდა მოგების მიღება. ამ შემთხვევაში, ოქროს ყიდვა იაფად იმ გარანტიით, რომ რაღაც დროის შემდეგ მისი ღირებულება გაიზრდება და შემდეგ ის ძვირად გაიყიდება. ანალოგიური პრინციპი მოქმედებს ნავთობზეც. აქედან გამომდინარე, შეიქმნა ელექტრონული ბაზარი იმავე საბაზრო ფასებით, რაც ჩვეულებრივ ბაზარზე მოქმედებს, თუმცა არა აქტივის სახით, არამედ - მისი ფასის სახით. ფაქტობრივად, კონტრაქტს დებ ფასზე. ანუ იმ ღირებულებაზე, რა ღირებულებითაც მე ამ ოქროს ვყიდულობ.

საქართველოს ბაზარს თავისი სპეციფიკური ხასიათი აქვს. პირველ რიგში, ფინანსურ სფეროში განათლება ძალიან დაბალია და ამ სფეროში ჩართული ადამიანების რაოდენობაც ძალიან ცოტაა. აქედან გამომდინარე, მიჩნდება კითხვა, რატომ მაინცდამაინც ქართული ბაზარი?

ზოგადად, როდესაც ამ საქმეს განვითარებისთვის იდეოლოგია შევიმუშავეთ, იყო მსგავსი რეპლიკები, რომ ეს საქართველოა და მისი იდეოლოგია სხვადასხვა განსაზღრულ პრინციპს შეესაბამება, განათლების დონე დაბალია, უნდობლობა მაღალია, ფინანსური პრობლემები ძალიან ბევრია, თუმცა ამ ყველაფერს თავისი მეორე მხარეც აქვს. მეეჭვება, ქართველზე მეტად ვინმეს ფულის შოვნა უნდოდეს. მაგალითად, ევროპას თუ ჰქონდა ამის ტექნიკური საშუალება, საქართველოს ეს არ ჰქონია. ევროპაში ეს თავიდანვე გააზრებული ჰქონდათ მოქალაქეებს, საქართველოში ჯერ კიდევ ის პერიოდია, როცა ადამიანებს უნდა ავუხსნათ, თუ რას ნიშნავს ფინანსური ბაზარი და რა საშუალებებით შეიძლება აქ ვაჭრობა. ჩვენ, ამ შემთხვევაში, სწორედ ეს ტვირთი ავიღეთ საკუთარ თავზე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ ვართ შუამავალი მათსა და ბაზარს შორის. ქართული ბაზარი, ასე ვთქვათ, მოქნილია, რადგან ერთის მხრივ, ხალხს მის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და მეორეს მხრივ, ძალიან დიდი პლუსია — ის შენი კლიენტი გახდეს.

ლიცენზია გულისხმობს განსაზღრული წესების დაცვას, დაცულობის მექანიზმების ჩართვას, სიზუსტის, პატიოსნებისა და გამჭვირვალობის საშუალებას

იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი რთული ვითარებაა, თქვენ კი ამბიციები დიდი გაქვთ, გვითხარით, ვინ არის ვიპტრეიდი, რომელიც ბაზარზე დიდი მიზნებით შემოდის?

ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება ამ სფეროში, როგორც საქართველოში, ისე მის გარეთაც. კომპანია დაფუძნდა იმ იდეოლოგიით, რომ საქართველოს ის ღირებულება მისცეს, რაც მას სჭირდება - ეს ეხება ქართულენოვან პლატფორმასა და ქართულენოვან ლიტერატურას. კომპანია საქართველოში დაფუძნდა, თუმცა ამავდროულად, შვეიცარიული ბანკის ლიკვიდურობისა და პლატფორმის პროვაიდერია საქართველოში.

ჩვენ ვთავაზობთ ხალხს შვეიცარიულ ხარისხს, ანგარიშებიც შვეიცარიაში იხსნება, რაც გარანტიასა და დაცულობას უზრუნველყოფს. საქართველოში არსებობდნენ კომპანიები, რომლებმაც ადამიანებს ამ ბაზრის მიმართ ნდობა დააკარგვინეს. ჩვენ კი მათ მაღალი ღირებულების მქონე და თან ხარისხიან პროდუქტს ვთავაზობთ. კომპანიამ დიდი ნაბიჯები გადადგა მაშინ, როდესაც ეს სფერო ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიის გაცემით დარეგულირდა. ლიცენზია გულისხმობს განსაზღრული წესების დაცვას, დაცულობის მექანიზმების ჩართვას, სიზუსტის, პატიოსნებისა და გამჭვირვალობის საშუალებას. ლიცენზიის შემდეგ ყველა ვალდებული იყო, ამ პრინციპებით ემუშავა ქართულ ბაზარზე.

კონტრაგენტი გულისხმობს ხელშეკრულების მხარეს, მაგალითად, თქვენ რომ ყიდულობთ რაიმე პროდუქტს ელექტრონულ ბაზარზე, კომპანია ვალდებულია, თქვენგან ეს შეისყიდოს, ანუ თქვენ რომ იყიდით პროდუქტს და შემდეგ გაყიდით, მყისიერად გეყოლებათ კლიენტი.

რას გულისხმობს ლიცენზირება? კონკრეტულად რა მოთხოვნებს უწესებს სახელმწიფო და ეროვნული ბანკი ისეთ კომპანიებს, რომლებსაც უნდათ ამ ბიზნეშში ჩართვა, რათა დაიცვან როგორც საზოგადოების, ისე საკუთარი ინტერესები?

მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ეროვნული ბანკის ბრძანების რამდენიმე მუხლი, რომელიც პირდაპირ დაცულობის პრეცენდენტებს ეხება. პირველ რიგში, კომპანია, რომელიც ლიცენზირებულია ეროვნული ბანკის მიერ, ვალდებულია, იქონიოს პლატფორმა ისეთი კომპანიებისა თუ ბანკებისგან, რომლებიც რეგულირებულნი არიან თავიანთ ქვეყნებში. ეროვნული ბანკი ავალდებულებს კომპანიებს, რომ ის თუ არის კლიენტის კონტრაგენტი და კლიენტს თანხა მასთან აქვს შეტანილი, ვალდეუბლია, ამ თანხის 25 % ავტომატურად გაყინოს ცალკე ანგარიშზე. ეროვნული ბანკი რეპორტებს ყოველკვირეულად იღებს და ამით აკონტროლებს, რამდენად ვიცავთ კომპანიები ამ ზღვარს.

გარდა ამისა, კომპანია ვალდებულია, რომ მომხმარებელს მიანიჭოს გამჭვირვალობა და ინფორმაცია, თუ ვინ არის მისი კონტრაგენტი. კონტრაგენტი გულისხმობს ხელშეკრულების მხარეს, მაგალითად, თქვენ რომ ყიდულობთ რაიმე პროდუქტს ელექტრონულ ბაზარზე, კომპანია ვალდებულია, თქვენგან ეს შეისყიდოს, ანუ თქვენ რომ იყიდით პროდუქტს და შემდეგ გაყიდით, მყისიერად გეყოლებათ კლიენტი. ეს ერთგვარი ჯაჭვია იმისა, რომ სადღაც შენი პროდუქტი აუცილებლად გაიყიდება. კიდევ ერთი საინტერესო მუხლი ეხება კომპანიის ვალდებულებას ფინანსურ აქტივთან მიმართებით. ანუ ის ვალდებულია, ფინანსური აქტივის 5%-ის კონტრაგენტი იყოს, თუ კლიენტი მეტი შემოვიდა, კომპანიას არ აქვს იმის ფულება, რომ მისი კონტრაგენტი იყოს. ამის გარდა, ეროვნული ბანკი ავალდებულებს, რომ თანხა იყოს გამიჯნული კომპანიის ანგარიშიდან. თანხა რომ შემოდის, შემოდის მის ნომინალურ ანგარიშზე, რაც არ ექვემდებარება კომპანიას. მაგალითად, კომპანიას თუ დაედება ყადაღა, მის მომხმარებელს ეს არ შეეხება. მთავარი და მნიშვნელოვანი რამ ის არის, რომ კლიენტსა და საზოგადოების ნებისმიერ წევრს, რომელიც ამ ბიზნესში ჩართვას აპირებს, ეროვნული ბანკი აყენებს მას თანაბარ პირობებში იმ კომპანიასთან, რომელიც ვაჭრობს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ არ განვსაზღვრავთ მომხმარებელთა კატეგორიის ხარისხს, რადგან ყველა იწყებს ნულიდან, სადაც დიდ როლს თამაშობს ფსიქოლოგიური მიდგომა და წესების დაცვა, კონტროლი სიხარბის ემოციებისა და სხვა ფაქტორების მიმართ.

ჩვენ გვსურს, ავუხსნათ ჩვენს მკითხველს, ან თუნდაც უბრალოდ დაინტერესეუბლ ადამიანს, თუ ვინ შეიძლება გახდეს ტრეიდერი, ეს არის ის ხალხი, ვისაც ფინანსური განათლება აქვს, თუ ისინიც, ვისაც ნულოვანი განათლება აქვს ამ სფეროში?

ჩვენმა პრაქტიკამ დაგვანახა ის, რომ პროფესორი, რომელსაც განათლების კუთხით უდიდესი გამოცდილება აქვს, შეიძლება ცუდი ტრეიდერი იყოს და ადამიანი, რომელსაც ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ აქვს, კარგი ტრეიდერი აღმოჩნდეს. ეს დაახლოებით ალღოს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ განვსაზღვრავთ მომხმარებელთა კატეგორიის ხარისხს, რადგან ყველა იწყებს ნულიდან, სადაც დიდ როლს თამაშობს ფსიქოლოგიური მიდგომა და წესების დაცვა, კონტროლი სიხარბის ემოციებისა და სხვა ფაქტორების მიმართ. ბუნებრივია, ეს ეხება იმასაც, თუ რამდენად უნარიანია ადამიანი, აითვისოს არსებული ინფორმაცია. დიდ როლს, ამ შემთხვევაში, პრაქტიკა თამაშობს. პრაქტიკასთან ერთად კი განათლება მოდის. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მცდელობაა.

თქვენ გაქვთ ორთვიანი ტრეინინგ კურსი, რომელიც უფასოა, ამ ტრეინინგის გავლა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია თუ მხოლოდ მათ, ვისაც ამ ბიზზნესში ჩართვა სურს.

რთულია განსაზღვრო, ვინ იქნება ტრეიდერი ამ სფეროში. შეიძლება ადამიანმა თავისი თავი იპოვოს. არ არის მხოლოდ ფულის ქონა საკმარისი იმისთვის, რომ შესაბამის შედეგს მიაღწიო, აქედან გამომდინარე, ტრეინინგის გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ის ჩვენგან მიიღებს იმ ინფორმაციასა და საშუალებას, რაც პრაქტიკულად საქართველოში არ არსებობს. ჩვენი ამოცანაა, ამ საქმიანობის შესახებ ცნობადობა გაიზარდოს.

რა უნარები სჭირდება ადამიანს და რა შეიძლება თქვენგან ისწავლოს, რომ ამ გლობალურ ბაზარში ჩაერთოს?

ადამიანმა უნდა იცოდეს ყველაზე მთავარი რამ — მას გააჩნია ამ სფეროში ისეთი ბერკეტები, რომელსაც ვერცერთი სფერო ვერ მისცემს. ადამიანს შეუძლია ვაჭრობა ნებისმიერ ქვეყანაში, დედამიწის ნებისმიერ წერტილში, ფული განაღდება ნებისმიერ ქვეყანაში, ის არ იხდის დამატებით იჯარას და ა.შ. ადამიანი უნდა ხვდებოდეს, რომ ის არაა დამოკიდებული იმ ქვეყნის ეკონომიკურ ან პოლიტიკურ და ფორსმაჟორულ ფაქტორებზე, სადაც ის ცხოვრობს. ის ჩართულია ეკონომიკის გლობალურ სივრცეში, რომელშიც თვითრეალიზების საშუალებით იძენს შემოსავალს. მთავარი რამ, რაც მან უნდა გააცნობიეროს, საჭიროა სწავლებასთან ერთად პრაქტიკის ქონა, თუმცა, პრაქტიკის მხრივ, ორიენტაცია არ უნდა აიღოს მხოლოდ ფულის შოვნაზე, არამედ იმაზე, რომ რა ფულიც მას აქვს, ის ფული შეინარჩუნოს.

რა განსხვავებაა ინვესტირებასა და უბრალო ტრეიდინგს შორის? კერძოდ, მე თუ მსურს ჩემი თანხის ინვესტირება, რა გარანტიები და პლიუსები აქვს ამას და რისგან განსხვავდება ის ტრეიდინგისგან?

მაგალითისთვის, ავიღოთ ნებისმიერი საქმე - თუნდაც, სავალუტო ჯიხური, რომელიმე მაღაზია. თქვენ უნდა იქირაოთ ფართი, აიყვანოთ მომსახურე, იხადოთ იჯარა, კომუნალური, საშემოსავლო, ბუღალტრული გადასახადები და ა.შ. ამ შემთხვევაში კი, თქვენ დებთ ამ ფულს თქვენს ბანკში, რომელიც გამიჯნული და დაცულია და თქვენ არანაირი ხარჯი არ გაქვთ. პირველ შემთხვევაში, თქვენ რომ ივაჭროთ, ეძებთ კლიენტს. ყიდვა-გაყიდვის პროცესში კი გარანტია გაქვთ კლიენტის ყოლის.

როდესაც ვსაუბრობთ რისკების მართვაზე, როგორიცაა, მაგალითად, პურის ფასის დაცემა, მაღაზიის დაწვა, ეს უკვე გაუთვალისწინებელი გარემოებაა, თუმცა ზარალი, ტრეიდინგის შემთხვევაში, მინიმალურია. მაგალითად, თქვენ თუ რაიმე იყიდეთ ხუთ ლარად, და ელოდებით, რომ ფასი 10 ლარამდე გაიზრდება, თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, უბრალოდ შეწყდება შენი ავტომატური ყიდვა-გაყიდვის პროცესი და ზარალი იქნება მინიმალური. რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ კომპანია კონტრაგენტის და თანხის შეტანა-გატანის გარანტიას იძლევა, ეს ყველაფერი კი ხელშეკრულებაშია აღწერილი.

წარმოვიდგინოთ, ადამიანს უნდა ამ საქმიანობაში ჩართვა. რა უნდა იყოს ის მინიმალური კაპიტალი, რითიც ის ამ საქმეს წარმატებულად დაიწყებს?

კაპიტალი დამოკიდებულია ბაზარზე, ანუ სხვადასხვა კაპიტალია საჭირო, მაგალითად, საფონდო ბაზარზე და სავალუტოზე. ჩვენმა პრაქტიკამ დაგვანახა, რომ 1000$-ის კაპიტალის მქონე ადამიანი ვერ ნახავს ვერც შედეგს და თან დიდ რისკებსაც გაიღებს. კომპანიისთვის ეს არც იმიჯურადაა გამართული და ის ვერც ისეთ შემოსავალს ნახავს, რომ უღირდეს მსგავსი პრაქტიკა. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, მინიმალური ზღვარი 3000$-ია, რაც გათვლილია არა მარტო ჩვენი პოლიტიკიდან, არამედ კლიენტებთან მუშაობიდან გამომდინარე.

რამდენად მზარდია ადამიანების რაოდენობა ამ ახალ პლატფორმაში?

ტენდენცია მზარდია. ამაზე მეტყველებს არა მარტო ის, რომ ეროვნულმა ბანკმა ამაზე ლიცენზია შემოიღო, არამედ ისიც, რომ ჩვენს კომპანიას დღეს საქართველოში უკვე ოთხი სერვის ცენტრი აქვს გახსნილი. ფილიალების გახსნა დიდმა მოთხოვნამ განაპირობა. ეს არ ეხება მხოლოდ თბილისს, სერვის ცენტრი გვაქვს ქუთაისშიც და ახლო მომავალში ბათუმშიც ვაპირებთ გახსნას. ტენდენცია ზრდადია, რაოდენობრივად ვერ ვიტყვი, თუმცა პროცენტულად შემიძლია ვთქვა, რომ აქ დასაქმებული პირის რაოდენობა წლიურად მატულობს 20 %-ით. ბევრი ადამიანი ამ სფეროში დამატებით შემოსავლის წყაროს ნახულობს, ბევრი შანსებს იყენებს, რათა ამ სფეროში წარმატებას მიაღწიოს. კომპანიის იდეოლოგია ის არის, რომ ეს სფერო საქართველოში იყოს პროფესია, როგორც ეს ევროპაშია, სადაც ადამიანს 3000$-ით თვითდასაქმების პლატფორმა ნახვა, გონებრივად და ფინანსურად განვითარება შეუძლია.

რამდენი ხანია საჭირო იმისთვის, რომ კარგი ტრეიდერი გახდე?

მე ამ სფეროში უკვე ცხრა წელია ჩართული ვარ, თუმცა დღემდე ვსწავლობ, რადგან იცვლება პოლიტიკური ხედვა, ეკონომიკური გარემოება, რაც ბაზარზე ზეგავლენას ახდენს. ამიტომაც სულ სიახლეების ათვისებაში ვარ. ტრეიდინგის დასაწყებად მინიმუმ ტექნიკური საშუალებები უნდა იცოდე, თუ როგორ მიუდგე იმ ბაზარს, რაზეც პროდუქტის გაყიდვა გინდა. თუმცა, ტრეიდერისთვის საჭიროა სულ მცირე ერთი წელი მაინც დაჰყო ბაზარზე, რათა გადალახო სხვადასხვა წესების ბარიერი და ბაზარიც უკეთ შეიცნო.

გაიგეთ მეტი: ბიზნესი, VIP Trade, ტრეიდინგი, ვაჭრობა

 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share